შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

უერთმანეთოდ.


8-11-2019, 00:07
ავტორი duchi_duchi
ნანახია 9 684

აი ბოლოს ხვდები ვინ გიყვარდა ნამდვილად, ბოლოს რომ დაკარგავ მაშინ.მისი თვალები!დღესაც ვერ ვუყურებ თვალებში, სულ თავს ვხრი მის წინაშე, მრცხვენია თვალებში შეხედვის. რადგან მას ნამდვილად ვუყვარდი და ვერ დავაფასე.რამდენი შემხვდება ან დავინახავ, უცნაური გრძნობა მიპყრობს, არასდროს არავის დანახვისას რომ არ განმიცდია.რამდენი მივუახლოვდები სულ მინდა რომ, გულში ჩავეკრა და ძალიან მომხვიოს მისი ლამაზი თითები და ხელები ,რომელსაც სულ სითბოთი ვუყურებდი.როცა არ ვაფასებდი მის გრძნობებს მაშინაც კი.აღფრთოვანებული ვიყავი მისი ხელებით.არასდროს არავის ქონია მასავით ლამაზი ხელები, მე არ მინახავს.არავის,არასდროს შემოუხედავს, ჩემთვის სიყვარულით სავსე თვალებით,უანგარო ნამდვილი გრძნობით სავსეს.არასდროს,არავინ დამდგომია რთულ მომენტებში გვერდით, ისე
როგორც ის.ერთადერთი იყო, ვისთანაც თავს კარგად ვგრძნობდი,ვინც ყველაფერში მიგებდა და ესმოდა ჩემი.მაშინაც კი ვუყვარდი, როცა იცოდა რომ მე სხვა მიყვარდა.უკეთესის ზდევაში საუკეთესო დავკარგე.ისე ძალიან მინდა ბედნიერი იყოს,ისე ძალიან მინდა შეხვდეს ჩემზე უკეთესს,აი ისეთს რო მე არასდროს გავახსენდე.ძალიან მინდა.იქნებ მაშინ მაინც დავიმშვიდო სინდისი და აღარ შემრცხვეს თვალებში ჩახედვის,მზერით რომ ვუთხრა ბარი ბარში ვართ.მაგრამ არა,წლები გადის და არაფერს ფიქრობს,არაფერს აპირებს,მე კი ყოველდღე ვხვდები მას და არვიცი სად წავიდე.ვერ ვიკავებ თავს,ისე მინდა,ისე ძალიან მინდა რომ ჩავეხუტო, რომ მაპატიოს უერთმანეთოდ ყოფნა.ვფიქრობ,ყოველი ჩემი დანახვით ვკლავ მასს და ტკივილს ვაყენებ.ასევე ვკვდები მეც და ტკივილს ვგრძნობ რადგან ვაცნობიერებ რაოდენ ძალიან მინდა მასთან.როგორ მინდა გავიგო,რომ ეს ასე არ არის,რომ თამამად ვიარო იმ ქუჩებში,სადაც ერთად დავდიოდით და ეხლა ცალცალკე დავდივართ.მაგრამ გზა ერთია და სულ ვხვდებით ერთმანეთს უერთმანეთოდ.ისეთი გვიანია,ისეთი გვიანია ,რომ არაფერს აღარ აქვს აზრი.მის თვალებში სითბოს და დიდ სევდას ვხედავ, უთქმელ სიტყვებს ვხედავ ,იმდენი რამ და იმდენი ვინმე აკავებს ამ სიტყვებს რომ,ალბათ სიცოცხლის ბოლომდე უთქმელად დარჩებიან. ასე მთელი ცხოვრება დავიდანაშაულებ თავს. ალბათ ვერასდროს გავიგებ,იმ სევდიანი თვალების ადრესატი, რომ მე არ ვარ. რომ მშვიდად ვიყო და საკუთარ თავს ვაპატიო ჩვენი ცალცალკე ყოფნა.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent