შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არაადამიანი


8-11-2019, 22:52
ავტორი mashomariami
ნანახია 993

ტროტუარის კიდეზე ვიდექი. მაშინ, როცა მხოლოდ ერთი ნაბიჯი მაშორებდა მთავარ მიზნამდე, თავში დიდი ქარბორბალა დამიტრიალდა, ყველაფერი აურია. გონზე ვერ მოვედი. უცებ აზროვნების უნარი დავკარგე, მაგრამ ის, ვინც ამ გადაწყვეტილებას იღებს, აზროვნების კი არა ყველაფრის უნარი ეკარგება. ის ხდება ყველაზე ბოროტი, ეშმაკთან გაიგივებული არსება.
მე ეშმაკი ვარ.
სწორედ ამ სიტყვებით დაიწყო ყველაფერი. ყოველდღიურმა სტრესმა, ბულინგმა, ბოროტმა ადამიანებმა წარმოშვეს ეს ვითარება. ჩვენი ქვეყანა ნეგატირუობის განსახიერებაა და აქედან გამომდინარე მოქალაქეებიც ასეთივე ჰყავს. ნეგატიური, ირონიული, საზიზღარი, ბოროტი, შურიანი. ისეთივე ადამიანი, როგორიც მე ვარ. ეს უნდა დასრულდეს.
ადამიანი გრძნობების გარეშე , ეს იგივეა რაც ელემენტების გარეშე საათი. ადამიანი უგრძნობოდ, ანუ უელემენტოდ ვერ იმუშავებს, ვერ იცოცხლებს. გაგიჟდება და გარშემო მყოფეფსაც გააგიჟებს. მე უგრძნობი ვარ.
ქართველების სლოგანია: „მოითბინე, დაელოდე, ნებისყოფა გამოიჩინე“. ყველაზე სააშინელებაა, როც რაღაცას ან ვიღაცას ელოდები და იმედი გაქვს. სათქმელად ადვილია, მაგრამ ამ ლოდინის დროს ადამიანი ბოლომდე ოხვრედება და ფუჭდება. ტვინი ულაყდება და საღად აზროვნებას კარგავს. მე უნებისყოფო ვარ.
იცით რა ხდება, როცა ყოველდღე მიზნები, მისწრაფებები გეფლობა? იცით რა ხდება, როცა შურითა და ზიზღით ივსები და სადაცაა აფეთქდები? იცით რა ხდება, როცა ყველას შურიანი თვალებით უყურებ? იცით რა ხდება, როცა ყველა გეზიზღება? ადამიანობა გეკარგება და ადამიანის საპირისპირო არსება ხდები. მე არ ვარ ადამიანი.
სიყვარული... გრძნობა, რომლის გამოც ღმერთმა შეგვქმნა ადამიანები. გრძნობა, რომელიც ყველა მოკვდავში არსებობს გარკვეული დოზით. მაგრამ... ადამიანი, რომელიც უსიყვარულოდ რჩება, ხდება უღმერთო. არსებობს სიყვარული არსებობს ღმერთი. სიყვარულის დაკარგვისთანავე, ღმერთიც ქრება. მე უღმერთო ვარ.
„და აი გადავდგი ის ერთი ნაბიჯიც და დავასრულე არსებობა“.
პ.ს ეს არის მოკლე ჩანახატი, რომელსაც ვაკეთებ,როცა გრძნობებმოზღვავებული ვარ. წაიკითხეთ და დაწერეთ თქვენი აზრი. რას ფიქრობთ ასეთ პერსონაჟზე. შემაფასეთ, მიიღებ კრიტიკასაც.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent