შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქაოსური,ჩემი აზრები...


15-01-2020, 01:37
ავტორი eye contact
ნანახია 1 182

გაშეშებული ვდგავარ სევდამორეულ სივრცეში,სადაც ჰაერში გაფანტულან ქაოსური, ჩემი აზრები.ჩემი პირველი სიყვარულის გაყინულ სხეულს დავცქერი,რომელიც ჩემს წინ,უჩუმრად წევს.ვაკვირდები მისი სახის თითოეულ დეტალს და კიდევ უფრო მიმძაფრდება სიყვარულის გაშმაგებული გრძნობა.ამ საოცარი ანგელოზის ხელებს,რომელსაც ზღვისფერი ვენები ამშვენებს,ზამთარი შემოპარვია,უომია,უბრძოლია და საბოლოოდ,სრულიად წაურთმევია სიცოცხლის უნარი.მახსენდება პირველი ხელის ჩაკიდება და სუნთქვა მიმძიმს,შენი თვალები?შენი შავი ბრილიანტის მსგავსი,მუდამ გაბრწყინებული თვალები,რომელსაც მარჯვენა მხარეს შრამი გიმშვენებს,აღარ ციმციმებს,აღარ მესაუბრება,აღარ მეუბნება,რომ საოცრად ვუყვარვარ და მახსენდება შენი გულწრფელი,სიყვარულით სავსე მზერა! შენი ტუჩები?ეს რა მოგსვლია ჩემო სიყვარულო?! თოვლის ფიფქებივით გაგთეთრებია,სულ მთლად შეუბოჭავთ ფანტელებს და ღიმილის უფლებასაც აღარ აძლევენ...მახსენდება პირველი კოცნა,ტანში დავლილი ჟრუანტელი მახსენდება და სიბრაზის გრძნობა მეუფლება.როგორ გაბედე და მიმატოვე?! გაგიჟებული გიკოცნი გაყინულ ხელის გულებს და ვხვდები,რომ ტუჩებს მისი სიმხურვალე ვეღარ მიდნობს.სად გაქრა შენი დაპირება ჩემო ანგელოზო?!ხომ მეუბნებოდი სულ შენთან ვიქნებიო,რატომ დაარღვიე პირობა,რატომ დამტოვე მარტო ამ ველურ სამყაროში?!მე აღარ შემწევს ბრძოლის უნარი ჩემო პირველო სიყვარულო,არ მინდა დარჩენილი ცხოვრება გავატარო ბრბოს ყურებაში,რომელთა თვალებშიც კითხვის ნიშნებს დაუსადგურებიათ და პასუხებს ჩემგან ელიან...როგორ გაბედე და უფლება მიეცი შენს გვერდით დასვენებულ,ბასრ საგანს,რომ შენი თავი ჩემთვის წაერთმია?!რომელიც ახლა მე მიცქერს და ჩემგანაც იგივეს გაკეთებას მოითხოვს,რომელსაც ვიღებ და სხეულის ყველა მიდამოში მორიდებით ვისვამ,შემდეგ კი გულში მაგრად ვისობ და ვეცემი,მე ისევ შენს გვერდით ვარ.ვუყურებ ცას,რომელიც ირონიულად მიცქერს და მეუბნება,რომ მისმა სიძლიერემ,ჩემზეც გაიმარჯვა.იცი?მე ვეღარ ვხედავ მზეს!მაგრამ გხედავ შენ,გზა აბნეული ღრუბლების ბოლოში,იმედგაცრუებული მიმზერ,მიყვირი რატომ გააკეთე ესო,მაგრამ პასუხები?!პასუხებს საკუთარ თავში ვეძებ და ისევ და ისევ ვერ ვპოულობ...ჩვენ?!ჩვენ ისევ ერთად ვართ და ისევ გიყურებ შავი ბრილიანტის მსგავს თვალებში,რომელმაც ჩემზე გაიმარჯვა ჩემო სიყვარულო,რომელმაც სიცოცხლე წამართვა,თუმცა ვერ მართმევს სიყვარულის უნარს,უნარს,რომელიც თავად მიბოძა.სიბნელე...სიბნელე სად ხარ ჩემო სიყვარულო?! მარცხენა მკლავზე ვგრძნობ,როგორ მეხება შენი ხელები და როგორ მიბინდავს გონებას, მონატრების მწარე გრძნობა.მაპატიე ასე ძლიერ,რომ მიყვარხარ,მაპატიე...მე ვეღარ ვხედავ მზეს,მაპატიე...მე ვეღარ გხედავ შენ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent