200 ოცნება
შემომისახლდა ამ ღამეს უმისამართო ფიქრები.. დაგეძებ.. სად ხარ ძვირფასო?!.. მინდა გიპოვო, შენთან მოვიდე... ჩაგეხუტო და გითხრა, რომ შენი მკლავები არის ის ადგილი , სადაც მინდა რომ სამუდამოდ დავიდო ბინა.. შენს სუნთქვასთან ერთად ვიძინო დილამდე... დაღამებამდე ვიფხიზლო შენს სუნთქვასთან.. არსად წავიდეს, არსად გამეპაროს, არსად დამემალოს.... გთხოვ.. ხედავ???? თხოვნაში გადამდის... შენს თვალებში აგიზგიზებული სურვილების დანახვა ახლოდან.. გეძახი ჩემოოოოო! ისევ არა ხარ... არა ხარ... არა ხარ.... პასუხი არ არის.... იმ ქუჩის ბოლოს გნახე პირველად.. იმ ქუჩის ბოლოსვე გამიშვი ბოლოს.. ვიმედოვნებ, რომ არა უკანასკნელად.. ვნატრობ.. იცი მართლა ვნატრობ.. შენს გადმოჩოჩებულ კოცნებს ყურის ბიბილოსა და ყელის გასაყართან♡♡ რა დამავიწყებს დენებს.. პირველად რომ დამარტყა შენთან... შენთან ვიგიჟებ შენთან ვიქნები შენთან ვიცოცხლებ მხოლოდ შენთვის ვიდარაჯებ ჩამქრალ სარკმლებთან... გეძახი ჩემოოოოოო! პასუხი არ არის.. რა გემართება?.. შენი არ ვიციი. მგონი ვიშლები... მხოლოდ ეს ვიცი.. ლოდინმა დამღალა უაზრო ოცნებამმ. ოცნება მაიძულე სიმშვიდე წამართვი.. გამუდმებით ვკამათობ საკუთარ თავთან.. რა მემართება? რა მემართება???? ვერ გხედავ ვეღარ გგრძნობ.. მხოლოდ ოცნებას ვითვლი.. იცი რამდენზე ავიდა??? წუხელის ვითვლიდიი 200 ზუსტად 200 არც მეტი და არც ნაკლები.. და შენ იცი, რომ ეს მხოლოდ ერთია?????? ♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡♡ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.