შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიცოცხლე სიკვდილისთვის...


4-02-2020, 16:10
ავტორი სოფოკო
ნანახია 9 683

ყოველთვის ვფიქრობდი, რომ ძნელია მიხვიდე თვითმკვლელობამდე. გადადგა ნაბიჯი იქ, სადაც არაფერია. ძნელია დატოვო ოჯახი, რომელიც შენს ამგვარ გადაწყვეტილებას არ ელის. თუმცა ახლა ვიცი რას ნიშნავს ,,თვითმკვლელობა''. ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ასეთი რამის გაფიქრება მეც მომიწევდა (და არამარტო გაფიქრება). ახლა ვხვდები, რამდენად ლამაზია სამყარო, თუ შეეცდები მას კარგი მხრიდან მიუდგე. მზიანი დღეები, თოვლიანი ადგილები, მხიარულება, ზოგჯერ გაბუტვა, სიცოცხლით სავსე ადამიანების დანახვა..... მე ეს ყველაფერი დავკარგე... მე ეს ყველაფერი საკუთარი ხელით გავანადგურე. მაგრამ მაშინ ვერ მივხვდი ამას. მოკლედ სულ თავიდან დავიწყებ. გამარჯობა, მე კატო ვარ. ამ წელს 16 წლის უნდა გავმხდარიყავი. ძალიან აქტიური ბავშვი გახლდით. ყველანაირი განხრა მაინტერესებდა: მუსიკა, ცეკვა, თეატრი, პოლიციის აკადემია, ჯარიც კი. დიახ ჯარი! რაღაც პერიოდი ამან გამიტაცა, მაგრამ ვერ მოვახერხე ამ გზის ბოლომდე მიყვანა. კადეტები, მანდ ვცადე ბედი, თუმცა ჩავფლავდი. მაგრამ არ მავიწყდება დედაჩემის მომღიმარი სახე, რომ ყველაფერი ჯერ კიდევ წინაა. (იმ დროს მართალი იყო) ძალიან შემძრა ჩემი სკოლელის ანდრეას სიკვდილმა. მაშინ ერთი მხრივ შემეცოდა, თუმცა მეორე მხრივ ვერ ვხვდებოდი როგორ მივიდა ამ ზომამდე 17 წლის ბიჭი. ვფიქრობდი, რომ რთულია დაასრულო სიცოცხლე მაშინ როცა ახალი დაწყებული გაქვს. დარწმუნებული ვიყავი მე მის ადგილას ვერ გავაკეთებდი ნახტომს. მაგრამ... როგორ შეიძლება ადამიანმა ვერ დააფასო სითბო რომელსაც იჩენენ შენს მიმართ? მე გეტყვით! ამ კითხვას მე გავცემ პასუხს! მე ეს გავაკეთე . არავინ დააბრალოს ოჯახს. ჩემი ოჯახის მდგომარეობა საოცნებო იყო. მოსიყვარულე წევრები. პატარა ძმა, რომელიც ყველაფერში ხელს მიშლიდა, რადგან ჩემთან ჩახუტება უყვარდა. და, რომელიც დაქალივით იყო. არ არსებობდა რაღაც, რასაც ვერ ვეტყოდი. ყოველთვის გვერდით მედგა. დედ-მამაზე ლაპარაკი არ მაქვს. ისინი მაძლევდნენ ყველაფერს, და რაც მთავარია სიცოცხლეს. იმის მიუხედავად რომ სახლში სრული იდილია იყო, სკოლაში ყველაფერი საწინააღმდეგოდ ხდებოდა. ჩემი ხასიათიდან გამომდინარე მიყვარდა ყველაფერში თავის გამოჩენა და ამან კარგი არაფერი მომიტანა. ბულინგზე იფიქრებთ. ზუსტად! იმ სკოლაში, სადაც მე ვსწავლობდი ბავშვების ნაირსახეობა იყო. ხოლო ჩემნაირ ხალხს (ვინც სწავლობდა და თან მეგობრებიც არ აკლდა) ზემოდან უყურებდნენ ,,ფულიანი მამის'' შვილები. ბევრჯერ აღმოვჩნდი დირექტორის კაბინეტში, ამიტომ დედაჩემის გადაწყვეტილებით სკოლა შევიცვალე. ეს ძალიან რთული აღმოჩნდა. 35 ბავშვიდან გადმოხვიდე 10 ბავშვში საშინელებაა. ისინი გიღებენ, ოღონდ ისე თითქოს იძულებულები არიან. თითქოს მათთვის ახალი პრობლემა ხარ რომლის გადაჭრა ვალდებულებაა. ყველა ელოდა რომ ეს სკოლა მთავარ პრობლემას - სახელად მე, გამოასწორებდა. მაგრამ ამაოდ. ვერც აქ ვერ ვიპოვე ჩემი ადგილი. კარგად მახსოვს დირექტორმა დედაჩემს უთხრა: “შენს შვილს ფსიქოლოგი ჭირდება, მგონი გიჟიაო.'' ამის მიზეზი კი ის იყო, რომ მის შვილს (ალბათ უკვე მიხვდით ჩემს სათქმელს) შევეწინააღმდეგე. ბევრჯერ მიფიქრია თვითმკვლელობაზე, თუმცა მახსენდებოდა ჩემი ოჯახი, მეგობრები, ნათესავები. ვაანალიზებდი რომ მე მათთვის რაღაცას წარმოვადგენდი, რაღაცად ვღირდი და მიწას მყარად ვეყრდნობოდი... რა მოხდებოდა თუ გავფრინდებოდი? რა მოხდებოდა თუ უბრალოდ გავაკეთებდი ამას? მაგრამ, არა! იცით როგორია როდესაც 9 სართულიანი ბინის კიდეზე დგახარ და ელოდები როდის გეტყვის ვინმე: "შეჩერდი!" როდის დაგამშვიდებს და დაგანახებს მზის სხივს რომელიც შენთვის ამოდის. მაგრამ ჩემთან არავინ მოსულა. მთელმა ცხოვრებამ ჩამიარა თვალწინ, ყველა ბედნიერმა დღემ, ყველა ცუდმა და ნაღვლიანმა მომენტმა. ზუსტად ეს დროა როცა ვერ აცნობიერებ თუ რას აკეთებ. მაშინ ყველაფერი ერთ დიდ პრობლემად იქცევა და ხელს გკრავს. არ გახსოვს არავინ...არაფერი...ისინი უბრალო მოგონებებია ვთქვი და...

აქ გადაიწურა ჩემი იმედები...

აქ გადავდგი ნაბიჯი...

აქ დამთავრდა სიცოცხლე...

აქ შევწყვიტე სუნთქვა...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent