შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქარიშხალია


9-02-2020, 02:20
ავტორი babesya
ნანახია 753

თამამად შემიძლია ვთქვა რომ, როდესაც ადამიანებს ერთმანეთი უყვარდებათ, მათი ცხოვრება ისე იცვლება... ვერც წარმოიდგენთ როგორ იცვლება.. ან შეიძლება წარმოიდგენთ კიდევაც, გააჩნია გყვარებიათ თუ არა. კი, სიყვარულს ბევრი ტკივილი მოაქვსო ამბობენ და მართალიცაა, მაგრამ სიტყვაზე მენდეთ, ამხელა ბედნიერებას ეს პატარა შინაგანი ტკივილებიც უნდა მოჰყვებოდეს. სხვანაირად ერთფეროვნება იქნებოდა. დღეს კი, რაღაცნაირად უცნაური გრძნობა მეწვია. თითქოს ტკივილი და ბედნიერება ებრძვის ერთმანეთს და საბოლოო ჯამში რაღაც ახალ შეგრძნებას ქმნიან. ვერ გამიგია, უზომოდ ბედნიერი ვარ თუ უზომოდ სევდიანი?! ასეა თუ ისე, ეს ყრუ შეგრძნება ისევ და ისევ იმ წყეული, მაგრამ საუკეთესო გრძნობითაა გამოწვეული. დილაც კი დღეს ეგრე დაიწყო... ზარით დაიწყო, ყურმილის დაკიდებას კი ცრემლების ნიაღვარი მოჰყვა. რას ვგრძნობდი მაგ დროს? მეც არ ვიცი.. ახლა კი მხოლოდ ერთი საფიქრალი მაქვს, შემაძრწუნებელი ქარიშხალია, ის კი მარტო დგას სადღაც ბნელ ქუჩაში. დიდი ხანი იდგება კიდევ, იდგება იმისთვის რომ ამ გულის ამრევ სამყაროში რამენაირად თავი გაიტანოს. ზოგჯერ რომ ვუფიქრდები: უკვე მართლა ოცნებად მექცა, რომ აქ არ ვცხოვრობდეთ, არამედ სადღაც შორს.. იქ სადაც არ ექნება მნიშვნელობა ამ ყველაფერს, რასაც აქ უზომო ყურადღებას აქცევენ.. სადღაც, დავუშვათ მთვარეზე......




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent