შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

მოხუცები


27-02-2020, 23:38
ავტორი უსახლკარო
ნანახია 844

გაზაფხულის ჩვეულებრივი, ოდნავ გრილი ღამე, ქუჩის მოხუცი მუსკიოსი ოსტატურად ანაცვლებდა თითებს, ედიტ პიაფის ფოტო გაჩრილ აკორდეონის კლავიშებზე და “Sous Le ciel De paris”-ის ნაზი მელოდიით, რომანტიულ ელფერს სძენდა გარემოს.
ქუჩის პატარა, ვიწორ შესახვევში, სადაც იშვიათად თუ გაივლიდა ვინმე, დროისაგან ფერგადასულ და დაბზარულ, მაგრამ მყარად მდგარ თაღებ ქვეშ იდგა ორი ლანდი,
შეყვარებული წყვილი, რომლებიც გამვლელთა აბეზარ მზერას ემალებოდნენ რათა მყუდროება არ დარღვეოდათ.
ასე უხმოდ, ჩახუტებულები იდგნენ და სიჩუმითაც კი ესაუბრებოდნენ ერთმანეთს.
-გახსოვს? პირველად რომ შემოგთავაზე შეხვედრა?
ნინიმ უხმოდ ახედა
-თავიდან თავს მარიდებდი, იუარე, მაგრამ ბოლოს ჩემი მაინც გავიტანე.
-ნინის გაეღიმა და თავი მკერდზე მიადო
-მესამედ რომ გნახე ერთიანად ვკანკალებდი, არვიცოდი საიდან დამეწყო და როგორ მეთქვა ის, რომ მიყვარხარ. თან მიხაროდა, ფეხები კი უკან მრჩებოდა.
-მახსოვს! ვხვდებოდი, რომ ამის თქმას აპირებდი, მიხაროდა და ველოდებოდი, თითქოს ესაა და ფრთები ამომივაო.
-ეხლაც მახოსვს, კრემისფეი, ბანტიანი კაბა და ეგეთივე ფეხსაცმელი გეცვა, გაშლილი თმები უკან გქონდა გადაყრილი და ჩვენს ბაღში მელოდებოდი.
-ხო დიდხანს მალოდინე, თან ესე პირველად ხდებოდა და მიკვირდა, ცოტას ვნერვიულობდი.
მუსიკოსი თავგამოდებით უკრავდა მელოდიას და დაღლილი, მაგრამ ლამაზი ხმით აყოლებდა სიტყვებს, ქუჩაზე თბილი ნიავი უბერავდა.
-ბაღის შემოსასვლელს რომ გამოცდი გამეცინა, გრძელი, გაბურძგნული თმები, მუდამ მომღიმარი, სხეზე ფერი არ გედო მარამ მაინც სიმღერ-სიმღერით მოდიოდი.
-ხო, შემოვედი თუ არა არაფერი არ მითქვამს და ისე ჩაგეხუტე, თან არ მინდოდა გავწულიყავი, მერე ლაპარაკის დაწყება მომიწევდა.
ნინის გაეცინა.
- ბოლოს მაინც მოგიწია, თან ყოველთვის კარგ მოლაპარაკეს, სიტყვების ერთმანეთზე გადაბმა გიჭირდა. ძალიან სასაცილო იყავი, თან მეცოდებოდი თან მინდოდა თავიდან ბოლომდე მომესმინა.
გიოს თვალწინ დაუდგა ეს მომენტი, შემდეგ ნინის სახე გაახსენდა, გაეცინა და შუბლზე აკოცა.
-რომ დაამთავრე მომენტალურად ჩამოჯექი და გაფართოებული თვალებთ მიყურებდი, მე კი სიხარულისგანა ხმასაც ვერ ვიღებდი.
-ხო, თან ბრაზი მერეოდა თან გულში ვფიქრობდი უარს ყველაფერი მირჩევნიათქო, დიდხანს მიყურებდი ჩუმად და ბოლოს აცრემლებული ჩამეხუტე და მიყვარხარო მითხარი.
ნინიმ ლოყაზე სისველე იგრძნო, ახედა სიხარულისაგან თვალაცრემლებულ გიოს, მაგრად ჩაეხუტა და აკოცა.
-ბევრი ვიარეთ იმ საღამოს, სად აღარ ვიყავით, ბოლოს აქ, ამ ქუჩაზე მოვბოდიალდით, სიარულისაგან ფეხები მტკიოდა, თქმას კი არ ვაპირებდი, ისევ ხელში უნდა აგეყვანე და ესე გერბენინებინე წინ და უკან.
ორივეს გაეცინა და ერთმანეთს შეხედეს.
-ნინი, თითქოს არაფერი არ შეცვლილა არა? მაშინაც ეს პერიოდი, ესეთი ამინდი, ეს დღე.
-მუსიკოსი? მუსიკოსი ხომ მაშინაც იქ იდგა და იგივე მელოდიას უკრავდა.
-მაშინაც ესე ვიდექით, მე საკოცნელად გამოვიწიე, შენ კი კაბის ბოლოს ჭმუჭნიდი ხელით, აი ისე როგორც ახლა.
გიორგიმ ნინი გულზე მიიკრა და ნაზად აკოცა. ნინი საყვარელ ადამიანს მიენდო.
მათ სიმყუდროვეს, მხოლოდ თაღებში დატრიალებული მუსიკის ექო „არღვევდა“ .
-იმ დღის მერე, ხშირად მოვდიოდით ხოლმე აქ. ბოლოს როდის ვიყავით აღარც მახსოვს, რამდენი დრო გავიდა არა?
განაგრძო საუბარი გიორგის მკლავს მინდობილმა.
-ხო, დიდ დრო გავიდა, მაშინ ეს თაღები დაუბზარელი და ვარდისფერი იყო, ჩვენ კი ხშირად ვცეკვავდით ლექსოს მუსიკებზე. დიდი დროა 50 წელი.
ნინიმ თავი დაუქნია, მოხუცებმა ნაღვლიანად შეხედეს ერთმანეთს
-ლექსო მაშინაც კარგად უკრავდა და მღეროდა, მახსოვს ამბობდა: „მალე ჩემს კონცერტზე დაგპატიჟებთო“
-პატარავ, გახსოვს? პირველი კონცერტ რომ ჰქონდა ფილარმონიაში, ბილეთები რომ გამოგვიგზავნა, მართლა განსაკუთრებული ნიჭი ჰქონდა, მაგრამ აირია ქვეყანა და საწყალსაც ხელი მოეცარა, უპატრონო, თან პატიოსანი ადამიანი არავის არ უნდოდა.
გიორგიმ ნაღვლიანად გახედა მოხუც მუსიკოსს, შემდეგ ნინის ხელი მოკიდა და ნელი ნაბიჯით დაიძრნენ ლექსოსკენ.
„Sous Le ciel De paris“ რითმულ, ნელ ტანგოში გადასულიყო რომლის ფონზეც ნაზად ცეკვავდა ახალგაზრდა წყვლილი, გიორგი და ნინოც ახალგაზრდული შემართებით აყვნენ რითმს.
ქალაქში კანტიკუნტად თუ დადიოდნენ მანქანები, ყველას მშვიდი ძილით ეძინა, თბილისის ერთ პატარ და ლამაზ ქუჩაზე კი, ჟამთა სვლისაგან დბზარულ, მაგრამ მედგრად მდგარ თაღების წინ, ნელი ტანგოს ფონზე, ნაზად ერწყმოდა ერთმანეთს, დროისაგან დაღლილი, მაგრამ ჩაუქრობელი გრძნობა, ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე, ვარდისფერ გზაზე ახლად შემდგარ სიყვარულს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent