შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაზაფხულის თბილი დღე


7-03-2020, 09:30
ავტორი LuNnAA
ნანახია 916

მზიანი, თბილი გაზაფხულის დღე.არაფრით გამორჩეული,უჩვეულოდ მშვიდი. ყველაფერი როგორც ყოველთვის. უამრავი საქმე; ფინჯანი ყავა და დარდების გასაქარწ....ბლად რაიმე კომედია. სახეზე ღიმილი,ხმაში ბედნიერება,გულში ტკივილი და თვალებში სევდა.უკვე კარგად ნაცნობი საყვედურები და ვალდებულებები.
შეგრძნება: ყველა კარგია,მე - ყველას "მოვალე" და "დაუნახავიც".
ფიქრები ერთმანეთის მიყოლებით მოდიან. ახსენდება.. თურმე მისთვისაც დაურტყამთ ბავშვობაში. სახეში დაარტყა.. ერთხელ, სულ ერთხელ..
გონებამ ღრმა კუნჭულში გადამალა ეს ფაქტი, თუმცა, წლების შემდეგ მაინც გამოიპარა და ამოტივტივდა ზედაპირზე. თვალწინ უდგას თითოეული წამი.. შოკური მდგომარეობა, გაურკვევლობა, გულის ტკივილი, იმედგაცრუება..
ახსენდება .. "ერთი მალე მოკვდე, რომ მოკვდები საფლავსაც არ გაგითხრი, ძაღლივით ნაგავსაყრელზე დაგაგდებ.."
მთელი მეობა კივის. გონება განგაშს ტეხს. თვალზე ცრემლი.. მაგრამ გაუტეხარი ხმით "უტევს" და არ ნებდება..
სულ ახლახანს იყო..
ეჩხუბა.. მან თემა სხვა რამეზე გადაიტანა.. თბილი სიტყვები უთხრა და მისი სიტყვაც და ნერვიულობაც არაფრად ჩააგდო.. გააგრძელა ის რასაც აქამდე აკეთებდა..
ეტკინა.. ეწყინა.. უკვე მერამდენედ განმეორდა.. სულ ერთიდაიმავე მიზეზის გამო..
კიდევ ბევრი რამ გაახსენდა..ფიქრები თავისით "მოდიოდნენ".. და აი.. თითქოს მძივის მარგალიტებივით დალაგდნენ, აეწყვნენ. გაიზრა, მიხვდა.. მას არ აფასებდენ.. მის გრძნობებს არაფრად აგდებენ, მის სიტყვებს ფასი არა აქვს. ყველასთვის, ვინც მას უყვარს, არაფერს წარმოადგენს.
ეტკინა, ეწყინა, თვალები აეწვა, ატირდა..
კიდევ ერთხელ მიხვდა.. ამ სამყაროში მარტოა.. მასთან მხოლოდ ღმერთია..
მზიანი, თბილი დღე იყო. უჩვეულო, მაგრამ უკვე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი, როგორც მაშინ, წლების წინ.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent