აღსარება საკუთარ გვამთან
გული საგულეში ვეღარ ჩერდება შენზე ფიქრისას... გონება მხოლოდ შენ გიხმობს... მხოლოდ შენთან სურს, ყოფით ჟამთან ჭიდილი... მონატრებისგან ლამისაა სრულიად ავფეთქდე და როგორ მეშინია, რომ სრულიად უფსკრულში არ გადავეშვა, თუმც ვიცი, რომ უკუნითი გვირაბის ბოლოს ნათელ სხივი მელოდება... შენი სახით, ამიტომ ვცდილობ მყარად დავდგე მიწაზე... და ჩვენი სიყვარულის გზას გამოვყვე... იმას, რომ ჩემი ბევრს არ ესმის კარგა ხანია შევეგუე, თუმცა გული მაინც მწყდება, როდესაც ყველა სიცრუის ვარსკვლავს ხედავს შენს თვალებში... ეს ყოველივე კი, ვგრძნობ ეტაპობრივად მფიტავს... მენატრება შენი სურნელი... კანი, რომელზეც თითის ფალანგებს ჰაეროვნად დავატარებდი... მენატრება შენი ხმა, რომელიც სულს მინათებდა და მინათებს. ახლა კი ყველაზე მეტად შენ მჭირდები. შენი ნებისმიერ სიტყვა და ერთი უბრალო ჩახუტებაც კი. ამიტომ ვარ, მე დღეს ყინულად ქცეული... ამიტომ იკითხება ჩემში უგულო ადამიანი, რადგან მსურს აკანკალებული მე დავფარო... ეს ძალიან ჰგავს ნიღაბს. ეს ხომ ყველაზე ადვილი გამოსავალია ზედეტი კითხვებისგან თავის დასაღწევად... თუმცა შენ?! მე შენთან, ყოველთვის ნამდვილი “მე“ ვარ... ყოველგვარი დამალვისა და სიყალბის გარეშე. ეს დღეები მეშინოდა სააბაზანოში შესვლისაც კი, მაგრამ მხნეობა მოვიკრიბე და ვეცადე დუშიდან გადმოსული წყლისთვის გამეტანებინა სულიერი ჭუჭყი... მთელი ძალით ვცდილობდი წარსული უკან მომეტოვებინა და კვლავ აწმყოთი მეცხოვრა, თუმცა ეს საკმაოდ რთული აღმოჩნდა.... განა შესაძლებელია მკვდარი საკუთარ გარეგნობაზე კვლავ დარდობდეს?... მე კარგა ხანია მოვკვდი.. მოვწყდი ჩემს სხეულს და საკუთარი სული სხვაგან დაჰქრის... ხანდახან ცინიკური სახით მივუბრუნდები ხოლმე საკუთარ გვამს, რომელიც კარგა ხანია დავასამარე... ადამიანის ამინდის მსგავსია გარემოსი... მომენტალურად ცვალებადი... ზოგჯერ ღრუბლიანი და უმეტესწილად ქარიანი... ხო, რა თქმა უნდა მზის სხივებიც შემოაღწევს ხოლმე, შენი ფანჯრის რაფებშიც, თუმცა სინესტე საშუალებას არ აძლევს, რომ მთლიანად შთანთქოს ბურუსი... ამბობენ ადამიანი ისეთია, როგორ სიმღერასაც უსმენსო... შენ ჩემი გემოვნება კარგად იცი, ტატო... დღევანდელი ამინდისავით ცვალებადი და არაპროგნოზირებადი... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.