შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიტყვების მხატვარი


29-03-2020, 02:03
ნანახია 887

მეწამულისფერ დარბაზში ფიქრებში დუნედ ჩაფლული,მწოლიარე მყუდროება კარის ჭრაჭუნმა და ქალის ფეხსაცმლის ხმამ დაარღვია.
-რით დავიმსახურე თქვენი სტუმრობა ანაბელ..
-არც კი შემოგიხედავთ ლუკას
-დამიჯერეთ დედამიწაზე არავის გააჩნია მსგავსი სურნელი
-ქათინაურად მივიღებ
-როგორც გენებოთ
-მანდ რას ხატავთ ასე მონდომებით რომ თქვენი მზერა ვერ დავიმსახურე
-რას ბრძანებთ!
თეთრ პერანგსა და კომბინიზონში გამოწყობილი ჟღალთმიანი ხელოვანი წამოდგა და მოწიწებით დაუკრა თავი გენერლის ქალიშვილს
-მაპატიეთ თუ უდიერად უპატივცემულობა გამოვიჩინე
-შეიძლება?
-რათქმაუნდა
შავი მაქმანებით მორთული წითელი კაბითა და თავსაფარით,ხატოვანი ნაკვთებითა და სანაქებო სხეულის ენით,მშვენიერი ქალბატონი იჯდა მოლბერტთან და ნაშრომს გულმოდგინედ შესცქეროდა
-ლუკას
-დიახ
-აბა მომიყევით რა ხდება ამ ნახატზე
-ახლავე....
უკვე ძირს დაცემულ ფოთლებს,ნელი სიო არხევდა და რომ გენახათ, როგორ გრაციოზულად მოძრაობდნენ ისინი,ალბათ ლამაზ ფუშფუშა კაბებში მოცეკვავე ქალბატონებს დაინახავდნენ თქვენი თვალები.
შემოდგომის სურნელი გამეფებულიყო ირგვლივ და თითქოს მეჯლისი ეწყობოდა,იმ ზღაპრულ ატმოსფეროში რასაც ჩვენ,ბუნებას ვეწოდებთ.

ამ ხნის მანძილზე ერთ მონაკვეთზე დადიოდა ჟღალთმიანი,ხელებ გადაჯვარედინებული,უცებ რომ შემობრუნდა
-იცით რა არის გასაკვირი ანაბელ?
-რა არის?
-ამ მეჯლისზე,ყველაფერი,ზუსტად ყველა'ფერი ძირს იყო უკვე დაცემული,ხოლო ისინი ვინც დარჩნენ....გაშიშვლებულნი და არარაობად ქცეულნი ხეები იყვნენ.
-ანუ თქვენ ამ პეიზაჟით გინდოდათ,შემოდგომის სამშვიდობო წერილი გადმოგეცათ.
-როგორც ჩანს..
-რა საჭიროა ამხელა ტრაგედია და ეს რუხი ფერები რომ არ ჩანან მაგრამ სააშკარაოდ იგრძნობა მათი მოახლოება.ეს ხომ დროებითია,ეს სიცივე.
-ეჰჰ,ანაბელ..თქვენც თაყვანს სცემთ,იმ პატივმოყვარე ფრაზას
'დრონი მეფობენ'?
-მ...
-გთხოვთ,მაპატიეთ რომ გაწყვეტინებთ მაგრამ რიტორიკული შეკითხვა იყო.
-აი ამ ნახატზე მხოლოდ შემოდგომის სამშვიდობო წერილი კიარა,სიყვარულის კრძალვით მომავალი სიკვდილიც გადმოვეცი.
-რას გულისხმობთ ლუკას?
-სიყვარული მოკლეს ანაბელ.ადამიანები აი ამ ხეებივით იცვლიან ფოთოლს,თითქოს ტრადიციად ექცათ ტრაგედია რომელიც აი ამ მიწაზე გამეფდა.
-ანუ რას ამბობთ,რომ სიყვარული აღარ არსებობს?!
-არა,სიყვარული მუდამ იარსებებს ანაბელ,მხოლოდ რატომღაც შემოდგომამ სამშვიდობო წერილების წერა იწყო ამ ბოლო დროს და არა მოსალოდნელი მონატრებით და სიყვარულით გაჟღენთილის.თითქოს გვეუბნება წერილის ბოლოს დასმული ბეჭდით რომ ცივი ზამთარი ადამიანებს სიყვარულით კიარა უსიყვარულობით გადააქვს.
-მეწამულისფერი ოთახიდან უკვე კარგა ხნის წასული იყო მყუდროება და ლეშივით ამყრალებულ სიმართლის სუნს დაედო ბინა.
-ქალბატონო ანაბელ,მამათქვენი გეძახით.
-დიახ,ახლავე
-ნუ შეძრწუნდებით ანაბელ,დიახ მე საზოგადოების უმრავლესობას მივუძღვენი ეს პეიზაჟი მაგრამ ნუ დაგავიწყდებათ,ერთეულები ყოველთვის მეტ როლს ასრულებენ თავიანთი წილი ხელოვნებით
-მაშ გადავრჩებით?
-დიდად გავახარებთ შემოდგომას ანაბელ
-ვარდების ბაღში შუაღამისას.
-მხატვარმა თავი დაუკრა და თვალი მიადევნა ოთახიდან გამავალ ქალბატონს.
-ნეტავ გამაგებინა,სამყაროში რას დაეხეტება ეს 'სტატუსები' ასე უსულ-გულოდ!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent