ბლუმი
გინახავს ღამე დღეზე ნათელი? დღეს ასეთია... ფხიზლად ვერ შევხვდი, ცოტა მეძინა, მაგრამ როდის იყო "ძილი" გვყოფნიდა. სახლში დაბრუნებულმა, მოსვენება მხოლოდ მუსიკამ მაპოვნინა... ქაოსი! აუტანელი შეგრძნებები... საკმაოდ ხშირად ვახსენებ ვიცი! და მოდი გაჩუმდი, როცა ამოსუნთქვას არ გაძლევს. ყოველი თავისებურად... როგორ ვიკარკები სიტყვებში, ისტორიას ვცდები, შენთან საუბარს ვიწყებ... ეს დღეს უცნაურად მეჩვენება. საათში გამოვიღვიძე, განზრახ. მოსვენება უკან მოვიტოვე, ჭიქა ყავა მოვამზადე... ესეც სხვანაირი ჩანს. იგივე მუსიკა ჩამესმის, რომელიც ასე მიყვარს... რაც "მაჩუქე". წვეთიც ვერ მოვსვი. მხოლოდ მაშინ წამოვდექი, როცა ხელების სითბომ ჭიქისას გადააჭარბა... სახლიდან გამოვედი, გავიარე და ფეხის სიმძიმემ მეტროსთან გამაჩერა. სადაც "დაიწყო". ღამის ქუჩები... ცივი, ცარიელი, მტკივნეულად ჟღერადი... რამდენიმე საათი, უმოქმედოდ ვიდექი. პერიოდულად სუნთქვას ვწყვეტდი. ეს მათბობდა, მაგრამ სითბოს არ ვეძებდი, მახსოვს... ყოველი წამი, გააზრებულად მახსოვს, თითოეულ მეასედს ვგრძნობ... გიცდიდი, ესეც მახსოვს. რამდენიმე საათი გიცდიდი! მზად ვიყავი, ნაბიჯი არ გადამედგა, სანამ უსასრულობა შთანთქმას არ დამიწყებდა... ფიქრებს ვგრძნობ, ნაბიჯები მესმის და გავჩერდი... კაფე, რომელიც მიყვარდა. ფანჯარა, მაგიდა მის მიღმა. ვისხედით... შეხება, მზერა, შიში, ვნერვიულობდი. ისევ ფიქრები... დღეზე ნათელი, მიძინებული და ამიტომ მხოლოდ ხედი შორიდან. ფანჯრის... არ ვიცი, შევძლებ შესვლას?! უშენოდ არ მსურს... რა არის შენთვის მოსვენება?.. ჩემთვის უჩვეულო ქაოსი! მოხვეჭა და მისი შეგრძნებებით ტკბობა... არაუშავს, თუ ვერ ხვდები რა ხდება. ეს არავინ იცის!.. ისევ ფიქრები და ადგილი, სადაც უკანასკნელად დავრჩით პირისპირ... აქაურობა ჩვენი არასდროს ყოფილა, დრო არ გვეყო. ქუჩები არ შევავსეთ, გრძნობები ვერ გავაღვივეთ. და ისევ, წყეული ფიქრები... ჩაციკლული ვარ! შენი თმა, თითები, სუნთქვა, მიუჩვეველი მზერა, ჩვენი ერთი კოცნა... ღირდა არსებობა წამისთვის... ღამემ დამტოვა, ნაბიჯს არ ვდგავდი, სუნთქვას ვერ ვცნობდი... და ღამეზე ბნელი დღე? წარმოიდგინე! მხოლოდ ფიქრები... მძულს სიტყვა! "ვერ შეიყვარებდნენ, ჩვენსავით"... სახლამდე მისული, არ უნდა გამეშვი. როგორ უნდა გინდოდეს ვინმეს უსასრულოდ ჩახუტება?!. და აქ ვარ, ვცადე... დავრჩი... არ დავიწყება, განცდები, სიჩუმე... დღე, ღამეზე ბნელი... და იცი, რა იყო "შემდეგ"?.. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.