უთქმელი
ახალი ისტორიის დასაწყისი... მინდა სიტყვების გარეშე ვისაუბრო ამაზე... მასზე... რამდენიმე დღეა, თავს ვეღარ ვგრძნობ... ვცნობ... უცნაური მონაკვეთია... ერთდროულად დადებითითა და უარყოფითით დატვირთული... სხვაობა აქამდე განცდილის მიმართ ერთია... შესვენების გარეშე, მძვინვარე შტორმის თანხლები ტალღებივით მეჯახება... მაგრამ ტალღასთან განსხვავებით, უკან არ იხევს... საწყის წერტილზე ვერ ბრუნდება... თითქოს ტონობით სიმძიმე, ზემოდან მაწვება და შეუმსუბუქებლად, ემატება ორჯერ მეტი... დარწმუნებული ვარ ბუნებრივიცაა, თუ ინტერესი გაგიჩნდა... კონკრეტულის მოსმენაც გსურს?.. გეტყვი... გეტყვი, ოღონდ გთხოვ მომისმინე... ისე როგორც არასდროს... ეს მჭირდება, იცი როგორ მჭირდება?.. თავი საშინლად მტკივა... სულ მტკივა... და მტკივა და მტკივა... მტკივა სუნთქვა, მზერა, ხმა, შეგრძნება, უგრძნობა... გაიგონე ხმა?.. გესმის?.. ვერ, არ, აღარ მინდა... ახლა მწარედ გატყუებ?.. არ ვიცი, რას მირჩევ?.. მოგიყვები კარგი?.. მოგიყვები... როგორც იქნა, თავი დავაღწიე და ახლა უკვე ჩემი ნებით ისევ შემოვიბრუნე, ტკივილის მიზეზი... დროებით... იმ იმედით, რომ დროებით... იქნებ ასე ყოფნის მიზეზი, უძილობა და განათენები ღამეებია?.. არ დავჯერდები, ასე გეტყვი... გავაკეთე ის, რაც მსურდა... მიუხედავად რისკისა... პირველი არაა, მაგრამ წინაზე მაშტაბურია... შტორმი ტყუილად არ ვახსენე... რაღაც გაირკვა... გაიგე ზოგადობაც... თურმე ეს დღეები საქმეს ვჭირდები... თურმე ამინდი მებრძვის... თურმე ჩანაფიქრს ვერ აღვასრულებ... თურმე ტკივილი გაძლიერდა... თურმე რისკმა დამძლია... თურმე შესაფერისი დროა დავნებდე... თურმე დამივიწყეს ძვირფასებმა... იმედი... რატომ გამაჩნია იმედი?.. სიყვარული... რატომ ვგრძნობ სიყვარულს?.. რა ჯანდაბა ხდება?.. ვხედავ... პირდაპირ ვუყურებ და ვხედავ... უბრალო ილუზიაზე, მეტია... შეძელი წარმოდგენა?.. ამის მიზეზი შენ ხარ?.. მსურს შენი მიწოდო... გაუჩერებლად ვიბოდიალებ... და სათქმელს არ გეტყვი... ასეთი ვარ, ვერაფერს შევცვლი... და რა მსურს იცოდე, გითხრა?.. კითხვები არ დასვა... ან დაიწყე და არ გაჩერდე, არც კი იფიქრო ამაზე... ისმენ?.. ნამდვილად მისმენ?.. გაიგონე ხმა?.. ეს შენთვის გავაკეთე... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.