უმადური ხარ შენ ,ადამიანო !
ალბათ ბევრჯერ გაქვთ ნანახი , როგორ ჩადის ან ამოდის მზე . მზე რომელიც ამოსვლისთანავე ისვრის პირველივე სხის დედამიწაზე და იმ პირველ სხივს მრავალი სხვა ამაღელვებელი სხივი მოჰყვება , რომლებიც გვჩუქნიან უამრავ სითბოს და ამ სითბოთი გვაბედნიერებენ ! მზე რომელიც სიცოცხლეს ჰბადებს ! მის ამოსვლას ხშირად კი არა,უმეტესად ალბათ ზოგიერთი ჩვენგანი ვერ ხვდება , აი ჩასვკას კი გაცილებით ბევრი ხედავს და ზოგიც ტკბება ზოგიც უბრალოდ ფიქრობს , "კი ლამაზია , მაგრამ არაფერი განსაკუთრებული! ეს ხომ კანონზომიერი მოვლენაა და არაფერია მის ამოსვლა ჩასვლაში უცნაური ან გასაკვირი..." დიახ ! მართლაც არაფერია ამაში განსაკუთრებული და უცნაური ! დიახ ! მაგრამ ეს მხოლოდ ერთი შეხედვით .... სინამდვილეში მართლაც განსაკუთრებულია ეს ჩვენს სამყაროში და თითოეული ჩვეთაგანისთვის ! განსაკუთრბული და მნიშვნელვანია ისევე როგორც შენი სიცოცხლე ,იმ ვიღაც სხვისთვისაა განსაკუთრებული და მნიშვნელოვანი , ის სიცოცხლე რომელსაც შენ არაფრად აგდებ და გგონია რომ ცოცხალი ხარ , მხოლოდ იმიტომ რომ ასე გადაწყდა და ეს კანონზომიერია ! სინამდვილეში კი სულაც არაა ასე და შენი არსებობა სულაც არაა შემთხვევითი ისევე როგორც მზის ამოსვლა ჩასვლა ყოველდღიურად . გიფიქრია ოდესმე მზე რომ აღარ იყოს როგორი იქნება სამყარო? არა , რათქმაუნდა !ამაზე შენ არასოდეს გიფიქრია.... ტუჩის კუთხეში ირონულად ჩაიცინე ... რადგან გაიფიქრე რომ სულელურია ეს კითხვა და დიდი ფიქრი და მკითხაობა არ სჭირდება იმას თუ რა იქნებ თუ მზე არ ამოვა .... სამყარო წყვდიადში დარჩება ! დიახ ეს იცი, მაგრამ ამაზე არასდროს ფიქრობ , არასდროს ფიქრობ ამაზე მაშინ როცა ყოველ ჯერზე იღლები და გბეზრდება სიცოცხლე რამდენჯერ გიფიქრია წასვლაზე და არცერთხელ იმაზე თუ რა წყვდიადში ტოვებ იმას ,ვისთვისც შენი არსებობა ისევე განსაკუთრებულია ,როგორიც მზის ამოსვლაა სამყაროსთვის განსაკუთრებული და უცილობლად მნიშვბელოვანი ! რომელსაც ჩვენ ხშირად ვერც კი ვაცნობიერებთ და ვფიქრობთ რომ ეს ასეც უნდა იყოს ... როგორც რემარკი ამბობდა " ხშირად საკვირველება ერთფეროვნებაში გადადის , როცა ეჩვევა ადამიანი " არსებობს, ვარსებობთ .... იმიტომ რომ ასეც უნდა იყოს ! ვამბობთ.... მაგრამ არასდროს იმაზე არ ვფიქრობთ რომ არ არსებობდეს, ვარსებობდეთ რა მოხდებოდა ? არასდროს ვაფასებთ იმას რაც გვაქვს და ყოველთვის ვწუწუნებთ იმაზე კი არ დავფიქრებულვართ, რომ ხშირად იმაზე გაცილებით მეტი გვაქვს, ვიდრე ამას ჩვენ ვიმსახუებთ და ბევრისთვის ის რაც შენ გეცოტავება და შენთვის უკმაყოფიების მიზეზია სხვა ბევრისთვის ფუფუნების საგანია და მხოლოდ ოცნება თუ შეუძლიათ ამაზე არაფრად ვაგდებთ იმას რაც გვაქვს ... და იმაზე მეტს ვითხოვთ ვიდრე ვიმსახურებთ ! სწორედ ამიტომაც .... უმადური ხარ შენ , ადამიანო ! |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.