გრძნობის მონატრება
მარტო'ობა... სიცივეს წვიმის სუნი აქვს,ამოუცნობთან ერთად,მლაშე. ტკივილს სისხლის გემო აქვს,ისეთი,ჟრუანტელს რომ მოგგვრის. მონატრებას შავი ტალღა ახლავს,განცდა და შიში უსუსურობისა. წვიმს..თოვს..სიცივე ძვალ-რბილში ატანს და უსუსურია ადამიანი,საკუთარ თავთან,საკუთარ სახლში,საკუთარ სხეულში. გულს სევდა მარწუხივით ედება. განიცდის,ტკივა და იწვის,მონატრება იპყრობს...თიმცა,ვისი? ან,რისი? ალბათ "ამოუცნობი გრძნობის" გრძნობა მენატრება...ნუთუ არსებობს "გრძნობის მონატრება"?! რისი მატარებელია ეს გრძნობა?...სიყვარულის! ოო,რა საამოა ფიქრი...ფიქრი რაღაც ღირებულზე,რაც ოდესმე გაგაჩნდა. ფიქრი,მომავლისა,რომლის შეცვლაც თავად შეგიძლია. ფიქრი,სიყვარულისა,რომელიც გასულდგმულებს.. ფიქრი,უბრალოდ ფიქრი...ძალა და გამბედაობაა. ** ელენა,ელენა... სახლში ვარ. ჰო,ჩემს მყუდრო...არა,ძალიან მყუდრო სახლში. მეც ხომ ეს მინდოდა ამდენი წლის განმავლობაში? ღმერთო,რას ვითხოვ საერთოდ,თავად ვიცი? _სახე ხელებში ჩაირგო,წამოდგა,ჭიქა ღვინით შეავსო და სავარძელში მოკალათდა. ძალიან ლამაზი ქალი იყო ელენა ფანგანი...საპირისპირო სქესის წარმომადგენლებს თავბრუს ახვევდა,თუმცა მას არავინ სურდა...არავინ,საკუთარი თავის გარდა...ნუთუ? იცოდა,ძალიან კარგად,როგორ უყვარდა ბავშვობის მეგობარს,სანდროს... მაგრამ ყოველთვის ამბობდა "შეუძლებელია". რატომ?..კითხვა,რომელიც ყველგან არსებობს. რა იყო ელენას პასუხი? " ჯერ საკუთარ თავს უნდა ვეკუთვნოდე,რომ ჩემი ბედი სხვას დავუკავშირო". ნუთუ,არ დადგა დრო?! გადის წლები,თვეები,დღეები... 30 წლის გახდა...ოქროს დაბადების დღე აქვს,მოლოცვები არ ცხრება,საამო სიტყვები გულს უთბობს,თუმცა წუთიერად. რუტინულია მისი ცხოვრება.. რადგან სახლში მოსულს ცივი ოთახის კედლები ხვდება..სიცივე -არა ფიზიკურად,არამედ სულიერად ყინავს,ტანჯავს და ხორცს აგლეჯს.. -ელენა,შენი დედაც!-სიმწრით გაეღიმა,ჭიქა კვლავ ღვინით შეავსო,წითელი სითხე ორგანიზმს მიაწოდა და ზურგით სავარძლის საზურგეს მიაყრდნო. თვალები დახუჭა.. ფიქრობს. დიახ,წარსულის დღეებზე ფიქრობს. და მხოლოდ ერთი მოგონება უტივტივდება... "ს ა ნ დ რ ო " -შენც ხომ ეს გინდოდა,ელენა? ტირილი არ გაბედო!-თვალზე მომდგარი ცრემლი უკუაგდო-ჩვენს ბედს თავად ვქმნით,ხომ ასეა ფანგანი?! ხომ მიაღწიე წარმატებას შენს კარიერაში...წარმატებული ადვოკატი ხარ,ზოგჯერ ერთს იცავ,ზოგჯერ მეორეს ამტყუნებ...გსიამოვნებს ეს პროცესი,გიყვარს შენი პროფესია,რომელიც სულის ნაწილია, მაგრამ..რაღაც გაკლია. რა გაკლია,ელენა?...რა?! ძლიერი ქალია ელენა ფანგანი,მაგრამ დაუკმაყოფილებელი სურვილი ტანჯავს,სული ეწვის,რადგან მარტო'სულია. მონატრებას შეუპყრია...თუმცა რის? გრძნობის მონატრებას! ტელეფონი რეკავს. ზარს პასუხობს. სახეზე ღიმილი ესახება. ეკრანს თითი შეახო და ყურთან მიიდო. -სანდრო... -გილოცავ,ელე. სანდროს გულით უყვარდა...სანდრომ მთელი თავისი გული ელენას მიუძღვნა. ელენას?...უყვარდა ელენას სანდრო? უყვარდა! თუმცა აღიარებდა? ალბათ,გულის სიღრმეში, ეს ორივემ იცოდა. ელენა ფანგანი არ იყო ადვილი ქალი,მაგრამ ყველაზე კარგად მას სანდრო იცნობდა. ქალისგან,რაღაც სურვილი რომ დაენახა,ბოლომდე იბრძოლებდა... თუმცა,ახლაც ბრძოლობდა სანდრო. შეუძლებელია გრძნობების დაფარვა,იმდენად,რომ ეჭვი არ დაბადოს? ალბათ კი. ელენამ იმდენად კარგად შეძლო საკუთარი გრძნობების სხეულში გამოკეტვა,რომ თავადაც დაიჯერა აბსურდული აზრი "სანდრო მხოლოდ მეგობრულად მიყვარს". მართალი იქნებოდა,რომ არა "მხოლოდ". მაგრამ,სანდრომ იცოდა..იცოდა,სიმართლე. ელენას სანდრო უყვარს,როგორც მეგობარი და როგორც მამაკაცი. მაგრამ,დრო გარბის...დრო დაუნდობელია...დრო, დღეს-საათად,წუთს კი წამად აქცევს... თუ არ იმოქმედეთ,დრო შეგჭამთ. -მადლობა,სანდრო. ცრემლი...მონატრებისა. ცრემლი...უსუსურობისა. ცრემლი...ტკივილისა. -როგორ ხარ,ელე? -მარტო ვარ სანდრო...-ჩაეღიმა. -ფიზიკურად,თუ სულიერად,ელე? -პასუხი თავადაც იცი,სანდრო. -ჩემგან ნუ ელი პასუხებს,მაშინ,როდესაც მე შენგან ვითხოვ,ელე. -მარტოსული ვარ....ეს,ხომ იცი სან? -და რა გიშლის ხელს 'არამარტოსულობაში'? -საკუთარი თავი. -დაგღუპავს ელე...და მეც დამღუპავ. -შენ არა,შენ ყველაფერს საუკეთესოს იმსახურებ სან...ყველაფერს. -მე, შენს გარდა, გზა არსად მაქვს ელენა. -გაქვს..უნდა მოძებნო სან. -არ მინდა ელე,შენს გარეშე არ მინდა... -რატომ ხარ ასეთი? -ასეთი,როგორი? -აი,ასეთი... -როგორი, ელე? -სრულყოფილი. -სრულყოფილი არავინ არის,ეს კარგად იცი. -შენ ჩემთვის სრულყოფილება ხარ,გესმის?-სანდროს ჩაეღიმა. -ჩემი ცხოვრების ერთადერთი ნათელი წერტილი ხარ,ეს არასდროს დაგავიწყდეს ელე. არ დავიწყებია...არასდროს დავიწყებია ეს ელენას. ეჰ,იცოდა,როგორ ტკენდა გულს სანდროს. მამაკაცი არასდროს გამხდარა სიყვარულის მათხოვარი. მისი ქცევები,ქმედებები ყველაფერს ამტკიცებდა,სიყვარულს ისე გამოხატავდა,ქალს თავს არ აბეზრდებდა,პირიქით- ანატრებდა. უეცრად გამოჩმდებოდა ელენას ცხოვრებაში,ტვინს აურევდა და გაქრებოდა. მისთვის ელენა ქალი იყო...თან მისაწვდომი,თან მოუწვდომელი. იცოდა,თუ მოისურვებდა ელენას სუსტ ადგილას დააჭერდა,მაგრამ არ უღირდა. ქალის ტკივილი სანდროს მოკლავდა. * ელენა,სახლში ხარ. მარტო. უსუსური. ობოლი. ცივ კედლებს უყურებ და ფიქრობ "რა მინდა"? რა მხდალი ხარ, ელენა ფანგანი! ეგოისტი ქალი ხარ,ელენა. მიეცი საკუთარ თავს ბედნიერების უფლება... ემოციებისგან დაიცალე... გადადგი ეს ნაბიჯი... თავი გადაირჩინე,სანდროც გადაარჩინე. .... არ გამომდის,არა... რაღაც ძალა მაბრკოლებს,უძლური ვარ. მტკივა,სანდრო...ძალიან მტკივა. გთხოვ..გევედრები. მარტო არ დამტოვო,სან. * "საკუთარი თავი არასდროს დაიდანაშაულო იმაში,რომ აღარ ვარ". * სისხლი... სევდა... ტკივილი... დანაკლისი... ელენას დასისხლიანებული ხელი უჭირავს და მის თავს არავის უთმობს. -ელენა...ე ლ ე გაიღვიძე,შენ უფლება არ გაქვს,გესმის? უფლება არ გაქვს დამტოვო,ელენა? უფლება არ გაქვს,მიმატოვო!-თმაზე სისხლიან ხებს უსვამდა და დახუჭულ თვალებს მზერას უსწორებდა. ყვრიმალებზე,ლოყებზე,შუბლზე,ნიკაპზე,ტუჩებზე კოცნიდა ცივ სხეულს... გიჟივით ღრიალებდა... ცრემლი ლოყას უსველებდა და არაადამიანს ემსგავსებოდა. -ელენა,ეს როგორ გამიკეთე? მე ვერ მოგიფრთხილდი,მე..მე ვარ დამნაშავე...უსუსური ვარ,მხდალი ვარ ელე. ღმერთო...რატომ? რატომ? შენ თუ ნამდვილად არსებობ,ჩვენს წინაშე ბოდიშის მოხდა მოგიწევს... ცივ სხეულს ხელს არ უშვებდა, გულში ძლიერად იკრავდა და თვალებს გიჟივით აცეცებდა. მისი ერთადერთი ნათელი წერტილი გაქრა .. ჩამქრალა.. გაუჩინარებულა... ელენა ფანგანი?...სუსტი აღმოჩნდა ელენა... "რას არ დავთმობდი,რომ უბრალოდ სუნთქავდე,ელე" * "წერილი, გრძნობის მონატრებას-სანდროს. სან...მე სუსტი აღმოვჩნდი. ვერ გავუძელი. ვერ შევძელი,ჩემო..ჩემო სიყვარულო. როგორი დამპალი ადამიანი ვარ,არა? როგორ გაგიმეტე, სან? მაგრამ,მე ხომ ასეთი გულქვა ვარ? ასეთი უგულო... ასე როგორ შემიყვარე, სან? გიღირდა ეს აიყვარული ტანჯვად? გამიშვი გთხოვ,გევედრები... განმათავისუფლე და თავადაც განთავისუფლდი. საკუთარ თავს ბედნიერების უფლება მიეცი,გთხოვ. მე ხომ შენი სიცოცხლე ვარ? ჩემ გამო,შენი ელეს გამო,სიცოცხლე განაგრძე,სანდრო. მე...მე მარტო არ ვიქნები,დედასთან წავედი სან... მე იქ გელი,იქ არაფრის მეშინია სანდრო...იქ,ტკივილი არაა სან..იქ,არ მოვიწყენ...იქ,მარტო'ობა არაა.. იქ,სილამაზეა სანდრო... იქ,სიყვარულია...სან. და...თავად ჩემი სიყვარული,ჩემი გული შენ ხარ სანდრო. მიყვარხარ,უსასრულოდ...აქაც მიყვარხარ სან,ალბათ უკვე გიყურებ,იცი? გგრძნობ სან...ჩემში ხარ.. ყოველთვის ჩემში იყავი... ჩემში ჩემზე მეტი რომ ყოფილიყავი ნაბიჯს გადმოვდგამდი და ახლა შენთან ვიქნებოდი მაგრამ მხდალი აღმოვჩნდი.. ნეტავ ჩემზე მეტი ყოფილიყავი სან..ჩემში. ეგოისტი ვარ ხო?... დაგელოდები. მაგრამ,უნდა იცხოვრო სან,იცხოვრე და არ იარსებო,რომ შენი ცხოვრება დიდი ჭაობი არ იყოს. მე ამაოდ არ მოცხოვრია,შენ მყავდი...საყვარელი ხალხი მყავდა... სასურველი პროფესია მქონდა,მაგრამ...ეშმაკმა მძლია... მონატრების გრძნობამ შემშალა. მომკლა.. გამაცამტვერა... ჩემი გული შენთვის ძგერდა...შენთვის,სან... ჩემო...სანდრო... ჩემო... დიდო სიყვარულო." ...... ელე,როგორ არ შემიბრალე,ტო? როგორ გამწირე..როგორ?! ..... ყოველდღე, ქალის საფლავზე ლამაზი ვარდი იწონებს თავს,კაცი კი ლამაზ სურათს შესცქერის და წრფელი ცრემლი სდის... წლები გადის,ვარდების რაოდენობა მცირდება,რადგან სანდრო უნდა გადარჩეს..სანდრო ელენას დაპირდა... სანდრო ცხოვრობს..სანდრო სუდგმულობს,ელენათი. სანდრომ იცხოვრა... სანდრომ სიტყვა შეასრულა,მაგრამ დროც მოვიდა.. სანდროს უკანასკნელი სიტყვა "ელე,დამელოდე" სანდრო ელენასთან არის. მის გვერდით დაიკავა ადგილი,ლამაზი სურათის სახით. სანდრო და ელენა ერთად არიან... იქ,ერთად... იქ,მონატრებას სხვა ფერი აქვს.. იქ სიმშვიდეა.. იქ,მარტო'სულობა არაა.. იქ მონატრების გრძნობა გამქრალია... იქ,მხოლოდ ჰარმონიაა.. იქ,ორი გული შეერთებულია... იქ,ორი სხეული ერთია... იქ,ორი სახე იცინის... იქ, "გრძნობის მონატრება" არაა... იქ, მხოლოდ სანდრო და ელეა.. იქ...უბრალოდ სიყვარულია |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.