შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ადრე უფრო ბედნიერი ვიყავი


25-04-2020, 21:05
ავტორი Anna Eprikyan
ნანახია 1 052

ადრე უფრო ბედნიერი ვიყავი...
ეს ბედნიერება გამოიხატებოდა იმით, რომ ყოველ დილას, გაღვიძებისას, ძალიან გახარებული თუ არა, მოწყენილიც არ ვიყავი.
ეს ზოგადი ბედნიერება აერთიანებდა იმედს,მოლოდინს,აზრს,სწრაფვას. ყოველდღიურად იყო კარგის იმედი, რომელიც ფარხმალის დაყრის ნებას არ მაძლევდა; ყოველდღიურად იყო რაღაც სასიამოვნოს მოლოდინი, რომელიც მარწმუნებდა, რომ ყოველთვის არსებობს მოულოდნელი სიამოვნება, რომელიც ყველაზე გულწრფელია; ყოველდღიურად მახსოვდა აზრი, რომელიც ჩემი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო; ყოველდღიურად მქონდა სწრაფვა, რომელიც საბოლოო წარმატების საწინდარი იყო.
მიყვარდა ყოველი დღე, ყოველი დილა, ყოველი საათი, მახარებდა ბავშვური გამოუცდელობა, ცხოვრება, რომელიც საიდუმლოებებით იყო სავსე.
ნიკოლოზ ბარათაშვილი თავის ერთ-ერთ ლექსში მიმართავს ბოროტ სულს, სიტყვებით: „რისთვის მომიკალ ყმაწვილობის ბრმა სარწმუნოება?”.
მეც ასევე მჯეროდა, რომ ყმაწვილობის წლებში განვლილი ცხოვრება არის მყარი საძირკველი მომავლისა, მაგრამ არა, ეს მხოლოდ მოგონებაა, ნამდვილი ცხოვრება კი მაშინ იწყება, როდესაც „ყმაწვილობის ბრმა სარწმუნოება" არსებობას წყვეტს. ნამდვილი ცხოვრება არის რეალობის აღქმა, და არა ილუზიების ხატვა; და ბედნიერია ის ადამიანი, ვინც თვით ამ რეალობაში პოულობს შეწყნარებას.
ერთ დღეს, „ბრმა რწმენა” შემომიბრუნდა საპირისპიროთი და ამ დროს შევიგრძენი გულგრილობა,სიცივე,სიცარიელე.
გაქრა იმედი, რომელმაც დამაკარგვინა მოლოდინი. ჩემთვის მოლოდინი აღარ არსებობს. გაქრა აზრი, რომელიც ჩემს ცხოვრებას გამოეყო, და გაქრა სწრაფვა, რამაც წარმატების წყურვილი დამიხშო.
ეს სულიც მდგომარეობაა, და მიუხედავად ამ მდგომარეობისა, სულის სიღრმეში ყოველთვის არსებობს ჩვენი მიძინებული ნაწილი, რომელიც ერთ დღეს გამოიღვიძებს და „ყმაწვილობის ბრმა სარწმუნოებას” რეალობად აქცევს.



№1 სტუმარი სტუმარი ანია

მიზეზი კონკრეტულია თუ ზოგადი? მეც რომ ასე ვარ რა გავაკეთო

 


№2  offline წევრი Anna Eprikyan

სტუმარი ანია
მიზეზი კონკრეტულია თუ ზოგადი? მეც რომ ასე ვარ რა გავაკეთო

ვიცი და ვგრძნობ, რაც მაკლია ამისთვის, თუმცა ეს ჩემი სისუსტეა, რადგან ადამიანი ვერ იქნება ძლიერი, თუ საკუთარ თავთან მარტო გაუჭირდება, თუ პირველ რიგში საკუთარი თავისთვის არ იარსებებს და თავის ადგილს ვერ იპოვის ამქვეყნად.

 


№3  offline წევრი niniko12

მაგარია ლამაზი გოგხარ წარმატებები მემომეწონა შენი ისტორია

 


№4  offline წევრი Anna Eprikyan

niniko12
მაგარია ლამაზი გოგხარ წარმატებები მემომეწონა შენი ისტორია

დიდი მადლობა ❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent