ცხოვრება რომელსაც ჰქვია უსამართლობა
რამდენი უსამართლობა ხდება დღევანდელ რეალობაში, განვითარებული საუკუნე კი არა ადამიანების იმედგაცრუების საუკუნის სახელი უნდა ეწოდოს დღევანდელობას.ყოველი დღე სიცოცხლესთან ბრძოლა და სიკვდილთან მიახლოებაა, დაკარგვისა და გაქრობის შიში, მიტოვებისა და შორს წასვლის, გაქცევის შიში.შური, ღვარძლი, ბოროტება რომელსაც ვერა დ ავერ ამარცხებენ, სიკეთე აღარ ბუდობს ადამიანებში შეიცვალნენ ვამპირებს დაემსგავსნენ, არავის ინდობენ ადამიანობა დაკარგეს... და ისინი შეცდნენ, პიროვნება აღარ ჰქვიათ მათ, ადამიანისგან აღარაფერი დარჩა...ამ ქვეყნიდან გაქრა იგი და ერთი პატარა ნაკვალევიც კი აღარ დარჩა მათგან განა იქამდე არსებობდნენ კია? თუ ტყუილი იყო მთელი მათი სიცოცხლე? სიყალბით მოცული გული, მათ გულს სითბოს კი ვერ ეკარება რკინის გული აქვთ, ტყვიაც კი ვერ დაჭრის ისეთი ცივი და ყინულით მოცულია გულის კუნჭული.გული, გულს აღარ ჰგავდა, გრძნობა აღარ გააჩნდათ სიყვარული, სიკეთე, თანაგრძნობა, მეგობრობა დაივიწყეს.ღირსება გათელეს, პატიოსნებას შეურაცხყოფა მიაყენეს, ერთ წამში ხელის ერთი დაქნევით გაანადგურეს მშვენიერი სამყარო და ამ ყველაფრის მერე როგორ შეიძლება ადამიანზე თქვა, რომ ის თეთრია?ხავს ეჭიდები მაგრამ მორევი მაინც გითრევს.უძლური ხარ, არაფერი შეგიძლია, მორევიდან ვერ ამოხვალ და ვერც სხვა ამოგიყვანს.ეს 21ე საუკუნის სინდრომია, იყოს დიდი უსამართლობა და ადამიანების უსამართლო ბედისწერა.ნეტავ ჩვენ რაღას გვიმზადებს მომავალი? ვერ ვიწინასწარმეტყველებთ, ეს, რომ ვიცოდეთ წამში მოვკვდებოდით რადგან თუ გავიგებდით, რომ დასასრული ცუდია თავს არც კი ვიცოცხლებდით...ამიტომაა იდუმალება ყველაფერში, ჯობს არ ვიცოდეთ და ბოლო წუთამდე ვიყოთ ბედნიერნი.დაივიწყეთ სიბოროტე, დაგვანგრევს და მიწაზე დაგვცემს დაჭრილი მტრედივით შემდეგ კი სისხლს ვეღარ შევიჩერებთ ეს იქნება ჩვენი ბოლო.მაინც რატომ უნდა დავემსგავსოთ დაჭრილ მტრედს თუ შეგვიძლია, რომ თეთრი მტრედი ვიყოთ და თავისუფლად ვიფრინოთ ძალად რატომ უნდა წავიქცეთ? რატომ არ უნდა გავაგრძელოთ სიცოცხლე თუ კი ამას ვიმსახურებთ? უსამართლოდ რატომ უნდა დავკარგოთ ცხოვრება, რომელიც იყო მშვენიერი.ხელიდან რატომ უნდა გამოგვეცალოს ის რაც გვაბედნიერებს და რატომ უნდა იყოს დაუმსახურებელი დასასრული...? პასუხი:ცხოვრება, ჭადრაკის დაფაზე განლაგებული ფიგურებია, ზოგჯერ წავაგებთ ზოგჯერაც კი მოვიგებთ. ხანაც გამოსავალი გვექნება, შანსს გამოვიყენებთ, უკან დასახევი გზა მოჭრილი გვექნება და ბოლოს გვინდა არ გვინდა ბედისწერას თვალებში მაინც ჩავხედავთ.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.