უბრალოდ ბედნიერება
რეალობა იმაზე გაცილებით მძაფრად იჭრება ჩვენს ფიქრებში, ვიდრე გვგონია... მოურიდებლად მოდის, კლანჭებით მხრებში გვაფრინდება და უფსკრულის კიდეზე გვაყენებს... არჩევანის წინაშე ვდგებით - ან ჩავარდნა ან გადარჩენა; თუმცა ორივე დაღუპვის ტოლფასია... ან უბრალოდ უნდა გავქრეთ და ან გავაგრძელოთ ბრძოლა უსამართლობით აღვსილ უსხეულო მონსტრთან.. თითქოს ვფხიზლდები, კიდევ ერთხელ მახსენდება, რამდენად უსუსურია ადამიანი და რამდენად არაფერი.... არაფერი, რომელსაც ვერ გაუაზრებია, რომ არაფრიდან მოსული არაფრად იქცევა... ვერ გაუაზრებია და რაღაც შორეელის პოტინს სწირავს ცხოვრებას .... "არაფრისგან ქმნილო არსებავ, დაეშვი მიწაზე!" - ჩამესმის უჩვეულო ხმა და უფრო ღრმა ფიქრს ვეცემი... "ამდენ სწავლას , სჯობდა განყენებული ბედნიერება გესწავლა, ბედნიერება ყველას და ყველაფრის გარეშე, უბრალოდ ბედნიერება !" - ვიმეორებ, თვალებს ვხუჭავ და ნეგატიურ ფიქრთა არიდებას ვცდილობ... |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.