შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

******


6-10-2020, 15:09
ავტორი შავი ჩაი
ნანახია 1 187

მივუყვები მტკვრის სანაპიროს...არ ვიცი აქ რატომ და როგორ მოვხვდი, უბრალოდ ქუჩას დავუყევი და მტკვართან აღმოვჩნდი. იცი როგორი ლამაზია აქაურობა? სიტყვებით გადმოცემა, შეუძლებელია. გავჰყურებ უსასრულო სივრცეს და ვფიქრობ შენზე, ჩვენზე...უეცრად, ვგრძნობ როგორ მისველდება ღაწვები...
-ვტირი?-უფრო ჩემ თავს ვუსვამ კითხვას და თავადვე ვპასუხობ:
-დიახ, ვტირი, ან კი რა გასაკვირია? ჩემი ყოფა, ერთი დიდი ცრემლის ბურთია, რომელიც მახრჩობს. გამოღწევას ლამობს, მაგრამ ვაი, რომ ეს არ შეუძლია.
ბნელა...ხალხი კანტი-კუნტად შემორჩა. ვუყურებ მათ და ყველა გოგოში, შენ გეძებ, შენს სახეს ვხედავ. იცი? მგონი ვგიჟდები.
რამდენიმე წამის წინ, ერთ გოგონას ჩავსჭიდე ხელი მაჯაში, უეცრად გამოვატრიალე და რომ დაინახა ჩემი სისხლისფრად შეღებილი თვალები და წაშლილი სახე, იქვე გაიყინა.
-უკაცრავად, სხვა მეგონეთ-ვუთხარი და ხელი გავუშვი.
შეეშინდა...ვიგრძენი როგორ აუთრთოლდა ხელი. რომ მხედავდე, შენც შეგეშინდებოდა.
მე ადამიანი აღარ ვარ. ნუთუ ასე რთულია, რომ სითბოს, სითბოთი უპახუსო? როგორ გამწირე დედამიწაზე მარტოდ სიარულისთვის? მაგრამ მე ხომ ერთი არარაობა ვარ, როგორც მეძახდი. მე ხომ არ შემიძლია გაგაბედნიერო ძვირფასი საჩუქრებით, მაგრამ მე შენ ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანს-გულს გაძლევდი. განა საკმარისია არ იყო..? როგორ მომექეცი ასე? მინდა, რომ როდესაც თვალს გავახელ, ეს უბრალოდ სიზმარი აღმოჩნდეს და მეტი არაფერი. უბრალოდ ცუდი სიზმარი და დილით, ისევ შენს სახეს დავინახავ, შენს ყელში თავს ჩავრგავ და გაზაფხულის სურნელს, ხარბად შევისუნთქავ. არ შეიძლება რომ მეც ვიყო ბედნიერი?-ზეცად აღვაპყარი თვალები...
საკუთარ თავთან საუბარში, იმდენად გავერთე, რომ ვერც შევნიშნე როგორ მივუახლოვდი მტკვრის სანაპიროს კიდეს...ჩავიხედე და დავინახე...შენ დაგინახე, ჩემო ერთადერთო. იმდენად მინდოდა შენამდე მოსვლა, რომ გაუზრებლად, ან კიდევ გააზრებულად, ჩემი სხეული მტკვრის მშვიდ და წყნარ ტალღებს, ისე უეცრად შევსწირე, რომ ვერც შევამჩნიე. მივდიოდი სიღრმისკენ, ნელ-ნელა წყალი უფრო ღრმად მშთანთქავდა და მიმაქანებდა უსასრულო სივრცეში, სადაც მხოლოდ მე და შენ ვიქნებოდით. მესმოდა ხალხსი ჩოჩქოლი, მათი ხმა, ჩემს ყურთა სმენას მანამ სწვდებოდა, სანამ წყლის ღმერთებმა ჩემი საბოლოოდ წაყვანა არ მოისურვეს. მე შევწყვიტე სუნთქვა, არსებობა და სიცოცხლე...თუმცა კი ყოველივე, მაშნ შევწყვიტე, როდესაც ჩემი სულის უდიდესი ნაწილი-შენ, ჩემგან წავიდა...გამიმეტე ტანჯვისთვის, მაგრამ იცი რა? მე შენ იმ უკანასკნელ ამოსუნთქვამდე მიყვარდი, რომელიც წყალს გავატანე...

***
ხშირად, ვუშვებთ ხოლმე ისეთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორების მცდელობაში, ვიკარგებით სადღაც უსასრულობაში...ვკარგავთ საკუთარ თავს და ბოლოს დაცემულნი, ჩვილი ბავშვების მსგავსად, ხოხვით მივიწევთ სინათლისკენ, რომელიც არ ვიცით სად წაგვიყვანს, მაგრამ მთავარი იმ მომენტში, მხოლოდ ერთი რამ არის-გავექცეთ რეალობას, რომელიც გვჭამს და დავიმშვიდოთ სული, რომელიც ყოველდღიური უსამართლობისგან დამძიმებულია და სუნთქვაც აღარ ძალუძს...



№1  offline წევრი შავი ჩაი

ჰაიკო
ხშირად, ვუშვებთ ხოლმე ისეთ შეცდომებს, რომელთა გამოსწორების მცდელობაში, ვიკარგებით სადღაც უსასრულობაში...ვკარგავთ საკუთარ თავს და ბოლოს დაცემულნი, ჩვილი ბავშვების მსგავსად, ხოხვით მივიწევთ სინათლისკენ, რომელიც არ ვიცით სად წაგვიყვანს, მაგრამ მთავარი იმ მომენტში, მხოლოდ ერთი რამ არის-გავექცეთ რეალობას, რომელიც გვჭამს და დავიმშვიდოთ სული, რომელიც ყოველდღიური უსამართლობისგან დამძიმებულია და სუნთქვაც აღარ ძალუძს...

აბსოლიტურად გეთანხმები!
კარგი ხარ.
ნიჭიერი ხარ.
მომწონხარ.
გელოდები.
ყოჩაღ!

P.s. ამ ჩანახატიდან მცირე ამონარიდი ფბ-ზე დავპოსტე და იმედია ამის გამო არ გაბრაზდები.

მართლა ძალიან მიხარია, თუ მოგეწონათ..) დიდი მადლობა და დაპოსტვას რაც შეეხება, არა, არ გავბრაზდები ნამდვილად..))

პოპო
ჩანახატები...შენშია!
ახალს ველოდები.
ძლიან მაგარი ხარ.
ყოჩაღ და წარმატებები!

დადებითად მავსებს ხოლმე მსგავსი სიტყვები და მოტივაცია მემატება, რომ უკეთესი გამომივიდეს. ძალიან დიდი მადლობა და გამიხარდა, თუ მოგეწონათ..❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent