შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

როდესაც მენატრები


22-10-2020, 22:23
ავტორი stichi-19
ნანახია 2 016

3:53AM/21 იანვარი
•როდესაც მენატრები..

როდესაც მენატრები ჩვენს ფოტოებს არ ვათვალიერებ, არც ჩვენს ერთად გატარებულ დროს არ ვიხსენებ, არც საუკეთესო მომენტებს, ვიდეობსაც კი არ ვუყურებ.
როდესაც მენატრები ვწვები, თვალებს ვხუჭავ და ერთადერთ კადრს ვატრიალებ გონებაში. ნელ-ნელა თითქოს საერთოდ სხვა განზომილებაში გავდივარ, ვითიშები, თითქოს არ ვარ, არსად არ ვარ, საერთოდ არ ვარ. იმდენად ნათლად ვხედავ ყველაფერს, ყველაფერი იმდენად რეალურია, რომ სადღაც წამით ვფიქრობ, შემიძლია შევეხო, ის აქ არის, ისევ აქ არის.

ღამეა, ალბათ უფრო სწორი ვიქნები თუ ვიტყვი შუაღამეა. არვიცი, ალბათ ღამის ოთხი საათი, შეიძლება ხუთიც. ოთახში ყავისფერი სინათლე ანათებს, მშვიდად, ასეთი მშვიდი ნათება მანამდე არსად მინახავს. ვწევართ, ზევიდან მიყურებ, ერთმანეთს ვუყურებთ, სულ ოდნავ იღიმი, არ ვსაუბრობთ, ნელა, ძალიან ნელა, ნაზად, პენუარის ერთ ბრეტელს მიწევ და მხარზე მკოცნი, უკვე მეც გიღიმი, თვალს არ გაცილებ. მშვიდად სუნთქავ, მე უფრო დაძაბულად, ხშირად, მაგრამ მაინც მშვიდად ვარ, გენდობი ბოლომდე, ვიცი რომ აქ ერთ ოთახში კი არა კილომეტრების იქითაც შენ გეკუთვნი. ბრეტელს მიწევ, მხარზე მკოცნი,გიღიმი, თვალს არ გაცილებ, ძალიან მშვიდად მეორე მხარზე ხელს მისვამ, მონოტონურად ათამაშებ თითებს ჩემს მხრებზე, კისერზე, თითქოს დროს წელავ, ისევ მიყურებ, მეც გიყურებ. მეორე ბრეტელს ეხები ნელა, დაბლა წევ და მეც სრულიად შიშველი ვარ შენს წინაშე. მიღიმი, მეც ჩუმად, მორიდებით გიღიმი, თვალს არ გაშორებ. მჯერა, რომ ჩემს გახშირებულ გულის ცემას შენც გრძნობ. ახლა პენუარის გარეშე დარჩენილი ვწევარ შენს წინაშე, შენ ზემოდან მიყურებ და იღიმი, მე ახალც ვიცი, რომ შენ გეკუთვნი, შენი ვარ. იხრები ჩემსკენ, თვალს ისევ არ მაშორებ, იქამდე სანამ შენი სახე ჩემ კისერში არ იკარგება და პირველ კოცნასაც მიტოვებ მანდვე, ლავიწთან. თვალებს ვხუჭავ, ვდუნდები, შენი სიყვარულის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ, შენ ისევ აგრძელებ სველი კოცნის დატოვებას ჩემს სხეულზე. ვიცი რო შენც გრძნობ, გული როგორ ჩქარა მიცემს. მე ისევ შენ გეკუთვნი, მაშინაც, ახლაც და მანამდეც. მეშინია რო მალე დავიწყებას მიეცემა ყველაფერი, და შენს სუნთქვას საკუთარ სხეულზე ვეღარ ვიგრძნობ.
მე შენი სიყვარულის გარდა ვეღარაფერს ვგრძნობ, მენატრები.



№1  offline მოდერი guroo

ვაიჰ, აღმაგზნო :დდდ
კარგი იყო, მომეწონა. ვისიამოვნე❤️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent