შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ნამდვილი სიყვარული


30-10-2020, 13:22
ნანახია 1 183

ჰო მე ვნახე ის რაც ძალიან ცოტა დარჩა ჩვენს სამყაროში... მე ნამდვილი სიყვარული ვნახე სრულიად შემთხვევით ქუჩაში იქ სადაც ალბათ არასოდეს მოვძებნიდი. ჭორები მოვიდა ჩემამდე რომ არსებობს ადამიანი ვისაც ისე უყვარს რომ შეუძლია მოკვდეს კიდეც ამ სიყვარულისთვის ისეთები მოვისმინე მასზე რომ მომინდა მივსულიყავი და გამეცნო ... ქუჩას რომელსაც ყოველდღე გავდივარ არც კი შემიმჩნევია ის აქამდე... მივედი და ვნახე ულამაზესი ქალბატონი ძაძებში ჩაცმული რომელიც იქვე ქუჩის ბოლოს კუთხეში იჯდა
-ვკითხე თქვენზე ამბობენ რომ ძალიან ხართ შეყვარებული მართალია? ...
-კი მართალია...
-სად არის ის ვინც თქვენ გიყვართ?
-ის ჩემს გულში მყავს და სულ თან დავატარებ.
-კი მაგრამ აქ რატომ ხართ სახლი არგაქვთ?
-ეს არის ჩემი სახლი ...
-როგორ უძლებთ აქ ცხოვრებას ხან წვიმს ხან ქარია ხანაც ყინავს ...
-ჰმ ... მე წვიმის დროს ვგრძნობ მას... ქარს მისი სურნელი მოაქვს ... ყინვის დროს კი ყველაზე ახლოს არის ჩემთან რადგან მის სიყვარულს ვიცმევ...
-რატომ გიყვართ ის ვინც თქვენ დაგტოვათ? თქვენ იმდენად ლამაზი ხართ რომ მჯერა ძალიან ბევრი შეგიყვარებთ..
-მე არმინდა ვინმემ შემიყვაროს ... მე ვერ ავიტან ვინმემ მითხრას მიყვარხარ .. მე სახლიდან სწორედ ამას გამოვექეცი ... მე მირჩევნია მათხოვარი მერქვას თუნდაც გიჟი ოღონდაც არასოდეს შეეხოს ვინმე ჩემს გულს და სულს რომელიც მხოლოდ მისით არის გაჟღენთილი... მე ღმერთი ვნახე მასში და იმედს არასოდეს ვკარგავ რომ მოვა ...
-რატომ წავიდა? ასე რატომ გაგიმეტათ?
-ჩემი ბრალია შევცდი ... ხშირად გვეშლება ადამიანებს ...
-მან იცის თქვენზე ? თუიცის რომ ნანობთ?
-მე ყოველდღე ვესაუბრები ამინდებს მასზე და ვეუბნები მოუყვენ ჩემზე ალბათ უყვებიან კიდეც...
-მაშინ რატომ არმოდის ? რატომ ვერ გპატიობთ?
-მოვა აუცილებლად მოვა როცა იწამებს...
-არ დაგღალათ ლოდინმა ?
არასოდეს დავიღლები ამას მაშინ მიხვდები როცა შეიყვარებ ადამიანს მთელი არსებით.
-მე არვიცი რაარის სიყვარული მაგრამ თქვენი შემხედვარე მგონია რომ ეს ტანჯვა და ტკივილია..
-აუცილებლად შეგიყვარდება და გაითვალისწინე ერთი რამ დააფასე სიყვარული გაუფრთხილდი მას თუ შეცდები აღიარებაც შეძელი ... შეძელი პატიებაც ... არ დათმო ადვილად და პირველივე გაბრაზებაზე ნუ ეცდები ახლის ძიებას ... ნამდვილად როცა შეგიყვარდება რაც არუნდა ეცადო მისგან გაქცევას ვერსად დაემალაები .. ნუ გაიმეორებ ჩემს შეცდომას და არ გეტკინება ... ნუ ატკენ მას ვინც გიყვარს და არასოდეს გამოსცადო მისი მოთმინება...
-თქვენ როდემდე აპირებთ ლოდინს?
-დრო ბევრი მაქვს და არსად მეჩქარება ...
მე წამოვედი გაოგნებული რადგან არ მეგონა თუ ადამიანებს ასეთი სიყვარული შეეძლოთ ... ასე გადიოდა დღეები, კვირები,თვეები ის კი იქ იჯდა წვიმაში, ქარში ყინვაში და ელოდებოდა მის სიყვარულს...ერთ დღესაც არდამხვდა იქ!!!გავეშურე ყველას ვეკითხებოდი იქვე მყოფებს სად არის ის ქალბატონი ?! უეცრად ერთერთმა მათგანმა მითხრა რომ ის წავიდა მას მოაკითხეს მაგრამ რაღაც წერილი დატოვა მგონი თქვენზე მითხრა რომ მოხვიდოდით როცა მას ვერ ნახავდით და მთხოვა გადმომეცაო ... მან მე დამიტოვა წერილი რომელშიც ეწერა ... ის მოვიდა მან მე მიწამა როგორც მე მწამდა ის... არასოდეს არდაკარგო იმედი ცხოვრებაში და კიდევ გაითვალისწინე სიყვარული სადაც ღმერთია მას ვერც ქარი ვერც წვიმა და ვერც სხვა ადამიანები ვერაფერს დააკლებს !!!

სევდიანი გოგონა




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent