შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

არ ენდო მას


23-11-2020, 13:00
ავტორი სალისალომე
ნანახია 773

მე,მაინც მგონია,რომ ღრუბლიანი დღე ყველაზე ნაკლებია წელიწადის მანძილზე.არა მხოლოდ ღრუბლიანი,ასევე ცრემლიანი თვალებიც კი.არადა ამბობენ ამდენი ცუდი,ცუდი-ო,კი ამას ნუ იტყვით ასეა,სამწუხაროდ მაგრამ ის თუ შეგიმჩნევიათ,რომ რაც არ უნდა ცუდ სიტუაციაში იყოთ მაინც გეღიმებათ...ღიმილი ისეთი რამაა რაც ყოველთვის ამშვენებს სახეს,მეტად ნათელს ხდის ადამიანის სულიერ სამყაროს,ალამაზებს და სახის ნაკვთებს ხიბლს სძენს იმ ხიბლს რომლის სინათლე ჩამქრალი იყო დღეებისა თუ კვირეების მანძილზე მაგრამ ის,მაინც დაბრუნდა.ბევრი ცუდი რამ ნახე მაგრამ მაინც გეღიმება,ასეა საჭირო,ცხოვრება მოითხოვს.გინდა არ გინდა იღიმი,შეიძლება რაღაც პატარა უმნიშვნელო დეტალზე გაგეცინოს,თუნდაც რამე სისულელეზე,სულიერ თუ უსულო არსებასა თუ ნივთზე ეს არავინ იცის.როგორც ამაოება მოულოდნელი ისეა ღიმილიც...თავისი კეთილშობილური თვისებებით,რომელიც ყველაჩვენთაგანს უხდება,ამშვენებს...ღიმილს სულ თან უნდა დავატარებდეთ ვფიქრობ,რომ აუცილებელი პირობაა იმისთვის,რომ შეიქმნა სასიკეთო მომავალი.აბა,ცოცხალი არსება იყო და საერთოდ არ იღიმოდე? წარმოიდგინე როგორი არაფრისმომცემი,წამგებიანი იქნება შენთვის და შენივე მომავლისთვის.როგორი განწყობითაც წაიყვან ცხოვრებას,მომავალიც ისეთივე გექნება.საერთოდ ადამიანის განწყობაზეა ესა თუ ის მოვლენა დამოკიდებული და ჰო,შეხედულებებზე როგორი გზითაც არ უნდა წაიყვანოთ თქვენი ყოფა და ცხოვრება ისეთივე გექნებათ აწმყო და მომავალი. ახლა შემეძლო `ც`-ც კი მეთქვა მაგრამ არ დავწერე,რადგან მომავალს ც-არ სჭირდება პირიქით ზედმეტიც კია...ჩვენს ირგვლივ არსებობს ისეთი რაღაცეები რაც ზედმეტია რეალურად არ გვჭირდება,არაფერში გვესაჭიროება და თავისუფალ ადგილს ტყუილუბრალოდ იკავებს.ასეთი შეიძლება იყოს თვით ადამიანიც,ერთ მხრივ ახლობელი მაგრამ მეორე მხრივ ზედმეტი ტვირთი.ის არის ზედმეტი ტვირთი ვინც არ იცის თავისი ადგილი,იმ მეორეს ატყუებს და სიბინძურით სავსე ხელებს ატრიალებს სხვის ცხოვრებაში რადგან აწყობილი ცხოვრება სურს,რომ დაუნგრიოს,ფერფლად უქციოს.რატომ?შური,ძვირფასო...მას,შენი შურს ამიტომ...მეორე ეს სიხარბეა...არ მოსწონს,რომ შენ შეძელი და სამყარო მოიწყვე თვითონ კი ეს ვერ შეძლო,უფროსწორად შენამდე ვერც მოვა ამიტომ სურს შენც თავისნაირი უსაქმური გაგხადოს,დაგაშოროს ყველანაირ მიზანს,წარმატებას და თავზე დაგენგრეს აწყობილი ცხოვრება.ის,ნელი და ჩუმი ნაბიჯებით მიიწევს წინ,ჭკვიანურად თამაშობს და ყოველდღიურად შენს სახლს თითო აგურს აცლის,გაცარიელებს ბოლოს კი საკუთარი სახლიდანაც გაგადებს და შენს ადგილს დაიკავებს.ასეთისგან თავი შორს დაიჭირე,გაუშვი,გაანებე თავი წავიდეს რა...მიხვდები მის ჩანაფიქრს ადრე თუ გვიან და როცა ეგ დღე დადგება აღარ ენდო უბრალოდ.ის,ნდობით სარგებლობს და შენი გულწრფელობით,სიკეთით აღარ უჩვენო ასეთს წრფელი გული.მიახვედრე,რომ უნდა წავიდეს და მისი ადგილი შენს ცხოვრებაში არ არის...შურისგან შორს იყავი...არ გახდე შენც იმნაირი,რადგან სჩვევიათ ბოროტ ძალას კეთილის გადაბირება და ბოროტად გადაქცევა.რაც არ უნდა ცუდი გაგიკეთოს შენ მაინც შენს აზზრზე დარჩი,არ გადახვიდე მის მხარეს მუდამ ის იყავი ვინც ადრე იყავი,ახლა ხარ და მომავალში იქნები.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent