ოთახი ზურმუხტისფერი კრეტსაბმელით
დიდი სქელი ფირუზისფერი ოთახის ორ მხარეს ფარავდა. აი ამ ფარდებზე ნამდვილად ითქმოდა კრეტსაბმელი. მოლურჯო-ზურმუხტისფერებში გადაწყვეტილიყო მთლიანი ოთახიც, აღმოსავლური გადაჭარბებული დატვირთულობით. ერთ მხარეს ფარდის უკან დარაბისმაგვარი კარები იყო, მეორე მხარეს სარკმლისებური გრძელი ფანჯრები. ამგვარი ფანჯრები მეჩეთებში მინახავს. მისი გაღება და გაქცევა შეუძლებელი. იყო. სარკმლის ჭუჭრუტანიდან ფერადი ყვავილებისა და პალმების ბაღი მოჩანდა. დანარჩენი კედლები ალაგ-ალაგ აღმოსავლური ორნამენტებით გაეფორმებინათ ფირუზისფერ-ლურჯის სხვადასხვა გრადაციებში. ოთახის ინტერიერს უზარმაზარი საწოლი, პატარა ტუმბო, გრძელი მოჩუქურთმებული სარკე, იატაკზე არეულად დაყრილი ფერადი ორნამენტებიანი ბალიშები, სავარძლები და დაბალი მაგიდა წარმოადგენდა. სრულიად განსხვავდებოდა ჩვენი საძინებლის სადა ინტერიერისგან. ერთადერთი საერთო ზურმუხტისფერი ფარდები გახლდათ. სხვა ვითარებაში აქაური ეგზოტიკით აღვფრთოვანდებოდი, მაგრამ ახლა მთავარი აქაურობიდან თავის დაღწევა იყო... გაოგნებული, გაშეშებული ვიდექი, თითქოს ეს ყველაფერი სხვა ადამიანის თავს ხდებოდა, რომელიც ორიენტალიზმის თემატიკაზე გადაღებული ერთ-ერთი ფილმის პერსონაჟი იყო და მე პოპკორნით ხელში ვუყურებდი. ეს იყო ოთახი ზურმუხტისფერი კრეტსაბმელით. ოთახი, საიდანაც დაიწყო გაარაბებული გურჯის, ბაღდადიდ წარჩინებული ოჯახის წარმომადგენლისა და თბილისელი გოგოს ისტორია. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ქალის და მამაკაცის ურთიერთობაში უპირველესი არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.