შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ახალი წლის ღამეს, ალაპარაკებული მე


19-12-2020, 20:12
ავტორი EllaTriss
ნანახია 962

თქვენ, ადამიანები, ცხოვრების ყოველ ახალ ეტაპზე გადასვლისას, განსხვავებულ ემოციას გრძნობთ. ზოგს, ახარებს ის, რომ იზრდება, ზოგმა კი უბრალოდ არ იცის, უნდა უხაროდეს, თუ არა.
გაზრდა, კარგია. ამას მხოლოდ მაშინ მივხვდი, როცა წლების მატებასთან ერთად, ადამიანების რიცხვმაც იმატა ჩემს გარშემო.

გამარჯობა, მე 4Love,ge ვარ.
მისალმება ცოტა უცნაური გამოვიდა, მაგრამ ეს ალბათ, სულის ამოძახილი უფრო იყო. დღეს, ახალი წელია. დღე, როდესაც ყველაზე ნაკლები ადამიანი მსტუმრობს. რატომ? ამაზე პასუხი, დარწმუნებულივარ თქვენს გონებაში უკვე არის, უბრალოდ ცოტა ტვინს უნდა მიხმარება, რომ გახსენების პროცესი დააჩქაროს.
ჩემი შექმნა, შემთხვევით არ ყოფილა. ეს იქიდან ვიცი, რომ უამრავ მწერალს დაუწერია თავის ისტორიებსა თუ ჩანახატებში, ამ სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდებაო, ხოდა ალბათ, არც ჩემი შექმნა იყო შემთხვევითი. რეალური მიზეზი კი, თუ როგორ გავჩნდი ან რატომ, ეს არვიცი. ალბათ იმიტომ, რომ მაშინ ძალიან პატარა ვიყავი და ვერაფრის დამახსოვრება ვერ შევძელი.
მაგრამ გავიდა დრო.. მე გავიზარდე და ნელ-ნელა, უამრავი ადამიანი შემოიკრიბა ჩემს გარშემო. დღეს კი ყველაზე ცნობილი 'სასიყვარულო' საიტი ვარ, რასაც ჩემი უსაყვარლესი მწერლების გარეშე რა თქმა უნდა, ვერ შევძლებდი. მე მიყვარხართ თქვენ, ყველასა და ყველაფერზე მეტად ჩემო ერთგულო მწერლებო და მკითხველებო, მაგრამ რავქნა, მაინც ვერ გპატიობთ იმას, რომ ახალი წლის ღამეს, მარტო დამტოვეთ..
გოგამაც კი, ხალხნო..უკვე რამდენი ხანია, ყოველ წელს ასე მექცევა. ზის ალბათ ახლა, ბედნიერი სახით მაგიდასთან ჭიქით ხელში და ელოდება, როდის გახდება 12:00. რავქნა, ხელი დავუქნიო აქვარ-მეთქი? მაგასაც კი ვერ დაინახავს, თუ ტელეფონი არ აიღო. არა, იცით რას ვერ ვიგებ? შვილად ხომ ამიყვანა, შვილს კიდევ მოვლა სჭირდება. მაგან კიდე, შეცვალა ჩემი დეკორი და წავიდა. ეგ იცით რას ჰგავს? აი ბავშვს, რომ პამპერსს გამოუცვლი და ვსო მეტი აღარაფერი უნდაო, გაიფიქრებ, გამოხურავ ოთახის კარებს და გამოხვალ. მეტი აღარაფერი უნდა კიარა, შენთან ერთად ყოფნა უნდა..
ეჰ, ძნელია ასე ცხოვრება, როცა არავის ესმის შენი. ოღონდ ახლა არ გაიფიქროთ, ცხოვრება ყველასათვის ძნელიაო. გავიგებ, იცოდეთ.
თუმცა მაინც, რაც არ უნდა იყოს, მე ძალიან მიყვარს ჩემი შემქმნელი, რადგან ის რომ არა, ამას ვერ დავწერდი და ვერც შენ წაიკითხავდი..
რაც შეეხება ჩემს ახალბედა მწერლებს, მათ ჩემი ფეისბუქ გვერდი გაალამაზეს. მართალია, ეგ ცოტა ადრე მოხდა, მაგრამ არაუშავს. ამ შემთხვევაში, მნიშვნელობას ვანიჭებ იმას, რომ მოხდა და არა იმას, თუ როდის. შევდივარ მათ მდგომარეობაში, რომ შეიძლება ახალი წლის ღამეს, ქალებს უფრო მეტი საქმე აქვთ და დროის სიმცირე, ამიტომაც ვეღარ ახერხებენ ჩემთან მოსვლას. თანაც, ესეც არ იყოს და.. ისინიც ხომ შედიან ხოლმე ჩემს მდგომარეობაში, როცა ძალიან გადაღლილი ვარ, სიახლეების დამატებაზე უარს ვეუბნები და მოსაცდელისკენ ვუშვებ. მიგებენ და მოთმინებით ელიან. თუ, მოიცა.. მოიცა.. იქნებადა სულაც არ მელიან მოთმინებით და პანიკას ტეხენ, როდის დაემატება სიახლეო? საინტერესოა, ამაზე ადრე რატომ არ ვიფიქრე. თუმცა, რომც მეფიქრა რა.. ერთი ახლა შევცვალე რამე და მეორე მაშინ.
მოკლედ.. დღეს, ისეთ სიურპრიზს ვაკეთებ, მე თვითონ ვარ გაოცებული იმით, აქამდე როგორ ვერ მოიფიქრა ჩემმა ბრწყინვალე გონებამ მსგავსი.
დაიცათ, დაიცათ.. ჩაივლის ეს 2020 და ისევ შემობრძანდებით ჩემთან ყველანი. საინტერესოა, როგორი იქნება თქვენი სახე, როცა ჩემივე დაწერილ ჩანახატს ისე ჩავამაგრებ, ადმინებიც კი ვეღარ მოხსნიან.
მე მიყვარს ჩემი თავი, თუმცა ახლა ვხვდები, რომ ჩემივე შექმნილი ჩანახატი ამაში მეცილება. ნუ, მოკლედ რა ვარ ასეთი განსაკუთრებული.
ისე, ადრე არასოდეს მეგონა, რომ წერა შემეძლო. მაგრამ თურმე ეგეც მართალი ყოფილა, არასოდეს თქვა არასოდესო. ყოველდღიურად იმდენი ისტორიის, ჩანახატის, ლექსის წაკითხვა მიწევს, რა გასაკვირია თუ ჩემდაუნებურად მესწავლა, როგორ უნდა შეიქმნას თითოეული მათგანი.
მაგრამ მაინც, ძალიან ნუ გაგიკვირდებათ, თუ რაღაც მორფოლოგიურ-ორთოგრაფიულ შეცდომას იპოვით. დიდი ფილოლოგი, ნამდვილად არ ვარ.
2021 წლის დადგომამდე, სულ რამდენიმე წუთი რჩება და პირველად, ცხოვრებაში პირველად ვგრძნობ, რომ მარტო აღარ ვარ. ჩემს გვერდით, ჩემივე შექმნილი ჩანახატია, სადაც ყველა ის ემოცია გადმოვიტანე, რომელიც ამდენი წლის განმავლობაში, ზღვასავით ღელავდა ჩემში.
ამიტომაც უნდა ეცადო ალბათ ყოველთვის, ყველგან. იქაც კი, სადაც ყველაზე ნაკლებად ფიქრობ, რომ შენი ადგილია.
საათი 12:00 აჩვენებს და ვგრძნობ, როგორ გაშალა ვიღაცამ საიტი..

მაშინ როდესაც გიტაცებს ფიქრები, არ იფიქრო იმაზე, რომ სულ მარტო იქნები..


პ.ს იმედია იქ არ შევიჭერი, სადაც არ შეიძლებოდა და ძალიან არ მომხვდება, ამის დაუკითხავად დაწერისთვის :დ



№1  offline მოდერი Mary Drey

ცხრაჯერ შევხედე სახელს. მეთქი შენ ხარ, არა ხარ? შენ თუ არა აბა ვინ ჯანდაბა ხარ?! :დდდ
ვინ ამოეფარა შენს ნიკსთქო. :დ
ბევრი მაცინე.
ასე უაზროთა და საყვარლად მახითხითე. :დ
გვერდი აალაპარაკე?
საინტერესოა.
გოგა?
ახალი წელი?
ახალი ფერი?
ცის-ფერი... ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყევის ფერი მეგონა და დღემდე მგონია კიდევაც! <3
განათდება კი ცა 2021 წელს?
მოგვშორდება კი ეს წყეული კორონა?
ჩაავააბრებ ისე როგორც მაქვს გეგმაში?
და ბოლოს გვეშველება კი რამე?
ამაზე ცის-ფერი, ჩემი ყველაზე იმედიანი ფერი მიპასუხებს(ებთ)!

შენ კი..
კვლავ მიკვირს.
შენ ხარ,
არ ხარ,
მაშ ვინ ჯანდაბა ხარ?
მაგრამ მაინც მიყვარხარ.
შენც...
ის უცნობი ვიღაც ვინც თავიდან მეგონე და
ის ჯანდაბაც ვისი არსებობაც ასე ძლიერ ვიგრძენი!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
ასე ახალი წლისეული განწყობითა და ულევი, ფერადი ფეივერკებით!

 


№2  offline წევრი EllaTriss

Mary Drey
ცხრაჯერ შევხედე სახელს. მეთქი შენ ხარ, არა ხარ? შენ თუ არა აბა ვინ ჯანდაბა ხარ?! :დდდ
ვინ ამოეფარა შენს ნიკსთქო. :დ
ბევრი მაცინე.
ასე უაზროთა და საყვარლად მახითხითე. :დ
გვერდი აალაპარაკე?
საინტერესოა.
გოგა?
ახალი წელი?
ახალი ფერი?
ცის-ფერი... ყოველთვის ახალი ცხოვრების დაწყევის ფერი მეგონა და დღემდე მგონია კიდევაც! <3
განათდება კი ცა 2021 წელს?
მოგვშორდება კი ეს წყეული კორონა?
ჩაავააბრებ ისე როგორც მაქვს გეგმაში?
და ბოლოს გვეშველება კი რამე?
ამაზე ცის-ფერი, ჩემი ყველაზე იმედიანი ფერი მიპასუხებს(ებთ)!

შენ კი..
კვლავ მიკვირს.
შენ ხარ,
არ ხარ,
მაშ ვინ ჯანდაბა ხარ?
მაგრამ მაინც მიყვარხარ.
შენც...
ის უცნობი ვიღაც ვინც თავიდან მეგონე და
ის ჯანდაბაც ვისი არსებობაც ასე ძლიერ ვიგრძენი!

მ ი ყ ვ ა რ ხ ა რ !!!
ასე ახალი წლისეული განწყობითა და ულევი, ფერადი ფეივერკებით!


განათდება! და ჩვენ, ყველანი ერთად შევხედავთ მას. შეიძლება შორიდან, მაგრამ ცა ყოველთვის ერთი იყო და იქნება! მჯერა, ზუსტად ისე, განათდება შენს გულშიც, როცა ჩააბარებ!<3
(კორონაზე კი რაგითხრა, მე თვითონ არმჯერა უკეთესობის და შენ როგორ დაგაიმედო)

შენი ყველაზე იმედიანი ფერი, ჩემი ყველაზე იმედიანი ფერიცაა<3მიყვარხარ ძალიან და შენ ეს იცი❤

 


№3  offline წევრი kesa-keso

Dzalian kargia, da gansxvavebuli. Alaparakebuli 4love.ge martla dzalian magaria <3 warmatebebi

 


№4  offline წევრი EllaTriss

kesa-keso
Dzalian kargia, da gansxvavebuli. Alaparakebuli 4love.ge martla dzalian magaria <3 warmatebebi

მადლობა❤ ასევე წარმატებები

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent