შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ქეთი


13-01-2021, 20:25
ავტორი თ. ა.
ნანახია 1 070

(ქეთის)


სარკეში ვუყურბ ჩემს თავს და ქეთის მაგივრად მგონი ვიღაც სხვა მიყურებს. ფრუტუნით ვცილდები და თავს ვიწესრიგებ, თუმცა თმას ვერაფერს ვუხერხებ ყვავის ბუდეს დაემსგავსოს ბევრი არ უკლია.
დედაჩემის კივილს რომ ვჭამო რამე ყურადღებას არ ვაქცევ და სწრაფად გავდივარ სახლიდან. მგონი დღეს მნიშვნელოვანი რაღაც მოხდება გული უცნაურად მიცემს. კიბეზე ჩუმად, მაგრამ ვცდილობ სწრაფად ვიარო. არ მინდა ჩემი მეზობლის ბავშვი ლუკა გამოვიდეს. ძალიან საყვარელი ბავშვია კი ბატონო ოღონდ ახლა ვაგვიანებ. სადაცაა კიბეს ჩავათავებ და მორჩა გარეთ ვარ... მოულოდნელად მაღალ სხეულს ვასკდები და შიშისგან ვკივი. ორივე გაოცებული შევყურეთ ერთმანეთს ალბათ ისიც ჩემსავით ფიქრობს აქ საიდან გავჩნდი. მისგან მზერა იმ კარებზე გადამაქვს, რომლის გამოც ჩუმად მივიპარებოდი ცოტა ხნის წინ. კარი სწრაფად იღება და ბურთან ერთად ლოყებ გაბერილი ბავშვი ჩნდება სადარბაზოში.
- ქეთი...წივის გახარებული და ხელებს შლის. ორივე შეცბუნებულები შევცქერით. ბიჭი ბურთს დებს იატაკზე და ჩვენი მიმართულებით ისვრის. გვერდით ვიწევი თუმცა ჩემი მკვეთრი გადახრის წყალობით ორივე კიბის ბოლოში კრუსუნით ვეხუტებით იატაკს. თვალებ გაფართოებული ლუკა კიბის თავიდან დაგვყურბს, მალე გამოსახულება შავდება და ყველაფერი ქრება.
თვალებს ვახელ თუ არა ორი წყვილი თვალი დამყურებს. ერთი ნაცნობი თვალებია, მეორე არა.
-გაიღვიძა როგორც იქნა. ამბობს ერთი
-ვხედავ. ამბობს მეორე.
-გარეთ გაბრძანდით ახალგაზრდებო. მესმის მესამე პირის ხმა და ორივე წყვლი თვალი უჩინარდება. მალე თეთრ ხალათიანი მიახლვდება და იწყებს ჩემს გასინჯვას.
უკვე მოსაღამოვდა ექთანი შემოდის და მისი დახმარებით საავადმყოფოს შენობას ვტოვებ. როგორც კი გავდივარ საბურავების წუილით მსუბუქი ავტომობილი ჩერდება ჩემს წინ. დილის გმირი გადმოდის ავტომობილიდან და ყოველგავრი საუბრის გარეშე ავტომობილში მსვამს. (დაახლოებით ისე პაპარაცებისგან რომ იცავს ვარსკვლავს თავისი დაცვა) მსუბუქი ტვინის შერყევის ფონზე (ასე წერია დიაგნოზში), ვცდილობ ზედმეტად არ ვიმოძრაო. ჩემს გვერდით თავსდება და ხელს მიწვდის.
-ზაზა.
-ჰა? ვაღებ პირს გაოგნებული. მძღოლის ადგილზე მჯდომი ფხუკუნებს. ორივეს ავად დაგვცქერის მონაცვლეობით.
-გუგა. ახლა მძღოლი მეცნობა.
-ქეთი ვპასუხობ ორივეს და მოულოდნელად სამივე სიცილს ვიწყებთ. სახლში ავდივართ ოღონდ კიბეზე ამჯერად დილანდელზე ჩუმად და ფრთხილად. მშვიდობიანად ავედით სახლშიც და ოჯახიც ჩემდა გასაკვირად მშვიდად შეხვდა ჩემი ტვინის შერყევის ამბავსაც და უცნაურად მომზირალ დილის შეტაკების გმირს.
მალე ისევ დავიწყე სამუშაოზე სიარული. იმ დღის შემდეგ ლუკას ყოველთვი ჩავუვლიდი და ამოვუვლიდი თან თავის საყვარელ ორცხობილებს ვაძლევდი. ისიც გახარებული ლოყაზე ნამცხვრიანი ტკბილი ტუჩებით კოცნას მიტოვებდა და სახლში შერბოდა.
-ისევ ვაგვიანებ დღესაც. ლუკასთან ჩავლას ვეღარ ვასწრებ და ჩუმად ვაპირებ ჩავიპარო კიბეებზე. მალე კიბეს ჩავივლი და სამშვიდობოს ვარ. მოულოდნელად ფეხებში ბურთი მებლანდება და თავს ვეღარ ვიმაგრებ. სად ჯანდაბიდან გაჩნდა აქ ეს ბურთი ვფიქრობ და რბილ სხეულს ვეჯახები. ორივე იატაკზე ვეცემით. ვცდილობ ჩემს ქვემოთ მოქცეული სხეულის პატრონი ამოვიცნო. ხელებს იატაკზე ვაწყობ და თავს ზემოთ ვწევ.
-შენ? გაკვირვებული ვამბობ და ვდგები.
-ამ კიბეზე სიარული ისევ ვერ ისწავლე ხომ? სცრის კბილებში და ფეხზე დგება. ფეხის ხმაზე სადარაზოს შემოსასვლელისკენ ვიყურებით და მის მეგობარს ვხედავთ. ის ჯერ ორივეს გვიყურებს მერე ხარხარებს.
-ისევ დაგორდით?
სამივე ვიცინით და ტანსაცმლის წმენდვით გავდივართ გარეთ. სანამ ავტომობილთან მივალთ მაჩერებს და წვრილ სამაჯურს ხელზე მაბნევს. ზუსტად ისეთივეს ვამჩნევ მას ხელზე. უხმოდ ვჯდებით ავტომობილში და მივდივართ ჩემი სამუშაოსკენ.



№1  offline მოდერი sabah alkhyr

ცოტაც და ამეტირება, ძალიან მომწონს ❤️❤️მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️❤️

 


№2  offline წევრი თ. ა.

sabah alkhyr
ცოტაც და ამეტირება, ძალიან მომწონს ❤️❤️მადლობა ძალიან დიდი ❤️❤️❤️


არაფერს ჩემო საყავრელო შევეცადე კარგი გამოსულიყო. ჯერ ვერ ვარ ისეთი გაბედული როგორც მინდა. მიხარია რომ მოგეწონა.:-*:-*:-*:-*

 


№3  offline ახალბედა მწერალი ტერიკო74

თამილა, რომ იცოდე, როგორ გამახარე <3 გული გამითბო ამ ჩანახატმა. შენ კი უამრავ წარმატებას გისურვებ <3
წერე მეგობარო, წერე <3

 


№4  offline წევრი თ. ა.

ტერიკო74
თამილა, რომ იცოდე, როგორ გამახარე <3 გული გამითბო ამ ჩანახატმა. შენ კი უამრავ წარმატებას გისურვებ <3
წერე მეგობარო, წერე <3



მადლობა ჩემო საყვარელო <3დიდი სტიმული იყო შენი მხრიდან.<3
მეკი მახარებს შენი კომენტარი ჩემს პატარა ჩანაწერზე:-*

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent