შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

თინეიჯერის დღიური


15-01-2021, 17:57
ავტორი AnnyAdyaman
ნანახია 1 224

დღე 1

,,იმედის ნაპერწკალი"

https://www.youtube.com/watch?v=Cj0Tzu7duAE
Fly Me To The Moon - Frank Sinatra

როდის მთავრდება ბავშვობა? მე რომ მკითხოთ ალბათ არასდროს. ჩემში არსებული ბავშვის რწმენა არასდროს შემიწყვეტია. მაგრამ როდის წყვეტენ სხვები შენში ბავშვის დანახვას? მაშინ როცა ცხოვრება მთელი სიმძიმით გაწვება მხრებზე, მაშინ როცა შენს მშობლებს აღარ შეუძლიათ ატარონ შენი ცხოვრება, რადგან უკვე შენი ჯერია. რა რთულია არა? ხოო მერცხლებსაც უჭირთ თავიანთი ბუდის დატოვება როცა ფრენას ისწავლიან, მაგრამ უნდა გაფრინდნენ.
ბავშვობა მაშინ მთავრდება, როცა წყვეტ ყველაფრში სასწაულის დანახვას, მაგრამ იწყებ ცხოვრებას, რომელიც თავად სასწაულია. მეტად აფასებ იმას, რაც გხვდა წილად - სიცოცხლე. იწყებ ფიქრს, რომ რადგან ცოცხლობ ე.ი უნდა იპოვო ის მისია, რითვისაც გაჩნდი. ნუთუ სასწაული არაა რომ ამხელა სამყაროში, სადაც მილიარდობით ადამიანია, ღმერთმა ჩათვალა, რომ შენც იყავი საჭირო. ასე რომ ნუ დაელოდები დროს რამის გასაკეთებლად. ნუ დაჯდები იმის ფიქრით, რომ დრო მოვა და შენს კომფორტის ზონას დატოვებ. დრო არ მოდის... დრო მხოლოდ მიდის... და თუ რამისთვის დროის მოსვლა გჭირდება ე.ი ის რაღაც საერთოდ არაა საჭირო შენთვის. იცი რატომ? იმიტომ რომ როცა რაღაც გულით გინდა დროის მოსვლას კი არ ელოდები, თავად ქმნი დროს.
სულ ვცდილობდი ის ვყოფილიყავი რაც სხვას აკლია, კარგი მეგობარი, კარგი მესაიდუმლე, მრჩეველი, მაგრამ არასდროს არავის უფიქრია მე რა მაკლდა. მიუხედავად იმისა, რომ არავის უცდია ჩემი დანაკლისები შეევსო. ჩემი დღიურის წერის მიზანიც სწორედ ისაა რომ ვიყო ის ვინ თქვენ გაკლიათ - იმედის ნაპერწკალი. მჯერა, რომ სულ მცირე იმედიც იზრდება, იმდენად იზრდება,რომ მთელს სულს, სხეულს ედება. მაშინ როცა სრულიად სასოწარკვეთილი ხარ, იცი რას ნიშნავს ვიღაცამ იმედი მოგცეს? თითქოს თავიდან იბადები. გრძნობ როგორ ედება მთელ სხეულს იმედის სითბო. ყველაფერი რაც თქვენს გარშემო ხდება, წარმავალია. ცხოვრებაც კი წარმავალია. ცხოვრება ცხოვრებაა. თქვენს მერეც განაგრძობს სვლას. შეწყვიტეთ ცხოვრება წარსულით, მომავლით და იცხოვრეთ აწმყოთი.
იტირეთ! თუ ტირილი გინდათ იტირეთ. ან იყვირეთ არ მისცეთ ნეგატიურ გრძნობებს უფლება შეგჭამონ.
ცხოვრება თამაშს ჰგავს. მარტივად იწებ, მაგრამ რაც უფრო შორს მიდიხარ მით მეტად რთულდება. არავინ იცის როგორია ბოლო ტური, სწორედ ამიტომ, რადგან ამ თამაშში ჩაები, სანამ ბოლომდე მიხვალ უნდა ეცადო იმ გასავლელი ტურებით დატკბე.
ძვირფასო მკითხველო, თუ ეძებ მას ვინც გაგიგებს, ვინც შენს გრძნობებს განზე არ გადადებს, გააგრძელე ჩემი დღიურის კითხვა.
ალბათ ახლა ფიქრობ, რა მარტივია სხვებს უთხრა რა გააკეთონ და რა არა. არა, ჩემო მკთხველო მარტივი არაა, რადგან ადამიანის მეტყველება ხომ ნოტების ისეთი განლაგებაა, რომელთაც ვეღარასდროს გაიმეორებ. ამით ის მინდა გითხრა ადამიანო, რომ არავის ჰგავხარ და არც არავინ გგავს. შენ უნიკალური ხარ - ეს სულ გახსოვდეს. ყველა ადამიანს ერთანირად ვერ მიუდგები. ეცადე შენც გამგები იყო.
ძალიან მინდა წერა განვაგრძო, მაგრამ მეშინია რომ მოგბეზრდები. არ გთხოვ გჯეროდეს ჩემი და არც იმას გეუბნები რომ მე ყოველთვის მართალი ვარ. უბრალოდ შანსი მომეცი, მეც ვიყო შენი ნაწილი.
სანამ დავასრულებ შენთან ერთი თხოვნა მექნება, დილით რომ ადგები სარკეში ჩაიხედე და იქიდან მომზირალ ადამიანს უთხარი ,,დღეს ყველაფერი კარგად იქნება, რადგან მჯერა საკუთარი თავის".
თუ სიმღერა დამთავრდა, ჩართე თავიდან და მთელი სიმღერის განმავლობაში ჩემზე იფიქრე, როგორც შენს მეორე მეზე.
სიყვარულით ენი...



№2  offline წევრი AnnyAdyaman

ბუზღუნიზმი სულსა შინა
ენი კარგი ხარ ))????

<3 <3 <3 <3

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent