შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ერთი კვირა


20-01-2021, 16:38
ავტორი მარიამი18
ნანახია 757

გული მიმძიმდება,როცა ვაცნობიერებ რომ შემეძო ყველაფერი სხვაგვარად წამემართა,ჩემ ბედს თავადვე დავპატრონებოდი და მემოქმედა ისე,როგორც მსურდა.ამის ნაცვლად,საპირისპიროდ მოვიქეცი,კომფროტი ვარჩიე და ეს ძვირადაც დამიჯდა. ვცდილობდი,არასდროს მეფიქრა ამ თემაზე,რადგან ჩემში განსაკუთრებულ ემოციებს:სინანულს,სიბრალულს,სიძულვილსა და ვინ იცის კიდევ როგორ გრძნობებს აღძრავდა. მე,კი იმის ნაცვლად რომ ჩემ მტერს შევბრძოლებოდი და სიმამაცე გამომეჩინა,მას გავექეცი. გაქცევა კი არ ნიშნავს გადარჩენას,გაქცევა ნიშნავს სიმხდალეს და იმას,რომ მდევარი ოდესმე მაინც დაგეწევა,შენი შფოთვა კი ორმაგდება და ყოველთვის შიშსა და ძრწოლაში გიწევს ყოფიერება.ადგილზე მყარად გაჩერების შემთხვევაში,ძლიერი ჭრილობების მიღებაა შესაძლებელი,მაგრამ არა შეუხორცებლის,რადგან ადამიანი იმდენად სასტიკია, ყველაფერს ეჩვევა და სწავლობს თუ როგორ იცხოვროს ჭრილობებით დამძიმებულმა. ამ შემთხვევაში ხომ მშვიდად მაინც იქნება და მუდმივი უჰაერობა არ დატანჯავს.იმედს ვიტოვებ, რომ ჩემი ამბის სათანადოდ გადმოცემას შევძლებ.ადამიანი ზოგჯერ ისე გვექცევა,რომ ჩვენში დიდ სიძულვილს იწვევს,მაშინ როცა ვიცით რომ ისინი არასწორად იქცევიან,არა მარტო ჩვენს მიმართებაში,არამედ საკუთარი თავების მიმართაც.მეტიც ასეთი პიროვნება ულმობლად მოპყრობის ღირსიც კია,რათა როგორმე გონს მოეგოს. ზოგჯერ და შემიძლია ვთქვა, უმეტეს შემთხვევაში ულმობელი ქცევა აუცილებელია,რათქმაუნდა დამსახურებულად და არა უმიზნოდ,თუმცა ასეთი ქცევა არავის ეპიტნავება და ყოველთვის თვლიან,რომ არასახარბიელო მიმართულება გააჩნია,მაშინ როცა შესაძლოა ტკბილი ქცევა,სიყალბისა და პირფერობის გამო,არასასურველ ქცევაზე უარესი იყოს. ჩვენ ხომ გარეგნულობას უფრო დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ,ვიდრე ნამდვილ არსს.
ყველაფერი სწორედ იმ ზაფხულს დაიწყო,როცა პრესტიჟულ საკურორტო ადგილას მოვხვდი.საიდან,როგორ ან რანაირად ამას მნიშვნელობა არ აქვს,თუმცა ორიოდე სიტყვით ვიტყვი,რომ მეგობრებმა,გადავწყვიტეთ იმ ზაფხულისთვის ზღვაზე წასვლა იქით გადაგვედო და ამჯერად გართობა,ჩვენთვის ასე მოსაწყენ ადგილას,მთაში გვეცადა. ჩვენი ვარაუდები მთაში დასვენებასთან დაკავშირებით მართებული არ აღმოჩნდა და მეტიც საკუთარი თავებით გაოცებულნი დავრჩით,როცა გავაანალიზეთ თუ რამდენად მოგვეწონა ის წყნარი,საბანგადაკრული და იდუმალი გარემო,რომელსაც ასე გამალებით უარვყოფდით.იქ ყველაფერი სხვანაირად იყო მოწყობილი,ხალხი განსხვავებულად ცხოვრობდა,ცივილიზაციას მოკლებული,სოფლის საქმეებში ჩართული... რაც მთავარია ისინი გულთბილობითა და კეთილსინდისიერებით გამორჩეულნი იყვნენ.მართალია,მათი ახლოს გაცნობის საშუალება არ მომცემია,მაგრამ საკმარისი იყო შეგესწავლა ამ გულღია ხალხის ცხოვრების ნირი,ყური მოგეკრა მათი უჩვეულო საუბრის მანერისა და გულიდან წამოსული თბილი სიტყვებისთვის,რომ თავადაც იფიქრებდი,რომ ამ ყველაფრის ნაწილი იყავი და შენც მათსავით გიხაროდა ცხოვრება.
მოხარული ვიქნებოდი,რომ შემძლებოდა ამ გასაოცარი გარემოს თითოეული დეტალი და იქ მცხოვრები უწყინარი არსებები აღმეწერა,მაგრამ იძულებული ვარ მთავარ საკითხზე გადავინაცვლო.
ჩვენ მიერ დაქირავებული პატარა სახლი,რომელიც სპეციალურად მოგზარებისთვის იყო მოწყობილი,შემაღლებულ გორაკზე იდგა და იქიდან მთელ სოფელს გადაჰყურებდა,უკნიდან კი ხეებში ჩაფლობილი ტყე ერტყა,რომლიდანაც მუდამ გრილი ჰაერი უბერავდა და გადახურებულ სხეულებზე მალამოდ გვედებოდა. შეუძლებელი იყო,შუა ზაფხულში აქ შორტით ან მოკლე მაისურით გაგევლოთ,არამედ თბილი ჟაკეტებითა და ზამთრის მაღალყელიანი ჯემპრებით. რათქმაუნდა შუადღით,ნაკლებად ციოდა და ზაფხული ასეთუისე იგრძნობოდა,თუმცა დღის უმეტეს მონაკვეთში თავი ჩრდილოეთ პოლუსზე გეგონებოდათ.ეს იყო მიზეზი იმისა თუ რატომ არ უყვარდათ ახალგაზრდებს მთაში დასვენება. იქ გართობა ხომ შეუძლებელია. გაგიკვირდებათ და ეს მხოლოდ სტერეოტიპია და მე ამაში სრულიად დავრწმუნდი. ალბათ,მეგობრებთან ერთად უკაცრიელ კუნძულზეც კი შეძლებ გართობას,მაშინ როცა იცი რომ განწირული ხარ და ლეოპარდების შესაჭმელი შეიძლება გახდე. მეგობრებთან ერთად ყოფნას კი მაშინ,კიდევ ერთი,რამ დაემატა,რაც გახდა მიზეზი ამ ყველაფრისა.
მთაში ჩვენი ჩასვლის დღიდან,რამდენიმე ხნის შემდეგ,ჩვენი სახლის მახლობლად,უფრო სწორად ჩვენს სახლშივე,კიდევ ერთი მდგმური ჩამოვიდა დასასვენებლად,რომელიც ინგლისელი აღმოჩნდა და მარტო მოგზაურობდა. თავიდან მე და ჩემი მეგობრები(სულ ოთხნი ვიყავით, ილია,ნინა და სანდრო) პატრონის უკმაყოფილონი ვიყავით,რადგან გაფრთხილებული გვყავდა რომ მარტო გვსურდა ყოფნა,თუმცა როგორც ჩანს ზედმეტ შემოსავალზე უარი ვერ განაცხადა.
იმ დღეს როცა ინგლისელი ჩამოვიდა,ყველას მეგობრულად გაგვეცნო,მახსოვს როგორ გვითხრა:
-მეგობრებო,კარგად გაერთეთ მე ხელს არ შეგიშლით,მხოლოდ ერთი ღამით ვრჩები-მაღალი,ოცდასამ წლამდე აღნაგობის,ჭკვიანი შეხედულობის გამხდარი ბიჭი იყო,რომელსაც სახე მუდამ უღიმოდა და აღატაცებით ლაპარაკობდა,თანაც ბრიტანული აქცენტი ჰქონდა,ეს კი კიდევ უფრო მეტ ქარიზმას მატებდა. დიდი,უზარმაზარი ჩანთა ერთ მხარზე მოეგდო, ტყვიასავით ჩანთა,რომელიც ჰაერივით ეჭირა,მის სიძლიერეზე მეტყველებდა,რადგან როცა სანდრომ შესთავაზა ჩანთას გამოგართმევო,მუხლებში კინაღამ ჩაიკეცა და მაშინვე ახლომდებარე დივანზე მიაგდო. ბიჭები,თითქოს მის მიმართ დადებითად იყვნენ განწყობილნი,მაგრამ იოტისოდენა შური ეწერებოდათ სახეზე. ორმეტრიანი კიბეებიდან წამის მეათასედში ჩამოქროდა,გულწრფელი ღიმილით მოგზაურობებში გადახდენილ ამბებს ყვებოდა,თან წინ ჩამოყრილ თმაზე ხელს ისვამდა და აქეთ-იქით გაფანტავდა, მისი ლაპარაკიდან კი გულიდან ამოსული წრფელი სიტყვები და თავდაჯერებულობა იფრქვეოდა,ეს ყველფერი კი რათქმაუნდა ჩვენ ყურადღებას იქცევდა და გვატყვევებდა. გაგიკვირდებათ და მან ერთ დღეში იმდენი დადებითი თვისება გამოამჟღავნა,რომ მთელი ცხოვრება მემახსოვრება,ისე როგორც არა ერთი ჩვეულებრივი ადამიანი,არამედ განსაკუთრებული,სიკეთით სავსე და ენერგიული პიროვნება,რომელსაც შინაგან მახასიათებლებთან ერთად გარეგნულობაც უწყობდა ხელს. თაფლისფერი,ალისფრად მოელვარე თვალები,გრძელი გოგოსავით ლამაზი წამწამები,არც ისე ხშირი წარბები, დიდი მოვარდისფრო კამკამა ტუჩები და სახეზე ოდნავ წამოზრდილი წვერი,ქათქათა თეთრი კბილები,შავგვრემანი მოკლე თმა,რომელიც მუდამ წინ ჩამოყრილი ჰქონდა და მუდამ ებრძოდა მას. იფიქრებდით,ამ ბიჭს იმაზე მეტი სადარდებელი არ აქვს ცხოვრებაში,ვიდრე წინ ჩამოყრილი თმის წვალებაო,იმდენად შესანიშნავი ცხოვრების მქონე ბედნიერი,მხიარული და კეთილსინდისიერი ადამიანი ჩანდა.
ერთხელ მახსოვს,ტერესაზე ვიჯექი და ტყიდან მონაქროლი გრილი ნიავით ვტკბებოდი,როცა გრილ სასიამოვნო ნიავს სუსხი შეერია და აქა იქ მიმოფანტა ჩემ სხეულზე პატარაზე ამოწვერილი წერტილები,თან ჟრუანტელი მივლიდა და კანკალს მაწყებინებდა.შიგნით შესვლა კი არ მსურდა და კვლავ განვაგრძობდი ბუნებასთან კავშირის აღდგენას,რომელიც სიცივემ დამირღვია. უეცრად ჩემს მახლობლად მდგარი ადამიანის სიახლოვე ვიგრძენი და მისკენ შევტრიალდი.
-ჰეი,კრის!-შევძახე მე გაფითრებულმა და მხრებზე ხელებშემოჭდობილმა.
-ჰეი,ვი! არ გცივა?-ინგლისურად მკითხა მან და ოდნავ გამიღიმა.
-რაღა დაგიმალო და მზე ისე აცხუნებს,რომ პირიქით!- გავეხუმრე და ამჯერად შესამჩნევი,უფრო დიდი ღიმილით დამაჯილდოვა,თან ჩაიცინა და მესიამოვნა.
-მოდი,შიგნით შევიდეთ თორემ მზე დაგვწვავს!-ისიც ამყვა და ამჯერად მე ჩავიცინე.
-არა,ცოტახნით იმ აურზაურისგან თავის დაღწევა მსურს!- შიგნით ჩემ მეგობრებს წვეულება ჰქონდათ გამართული,მთვრალები იყვნენ და უაზროდ ცეკვავდნენ,მე კი,რატომღაც ცუდ განწყობაზე ვიყავი და პირველად არ შევუერთდი მათ ბედნიერებას.
-ხვალ,მართლა ვაპირებ წასვლას!- უკვე რამდენიმე დღე იყო,კრისმა საკუთარ მარშურტს უღალატა და იმის ნაცვლად,რომ სხვა ადგილები მოენახულებინა,ჩვენთან დარჩა. ახლა კი,უკვე პირდაპირ ბრიტანეთში აპირებდა გამგზავრებას.
-რა გაეწყობა!- სიყალბეშერეული სიტყვები წარმოვთქვი და ვიგრძენი,რომ გულში ჩაღვრილი სიცივე მთლიან სხეულს მოედო.
-კარგი,მაშინ... დამშვიდობება მინდოდა... იმედი მაქვს,კიდევ შევხვდებით,ოდესმე-დაბნეული ჩანდა და სიტყვებს ძლივს წარმოთქვამდა მე კი უბრალოდ ვუთხარი:
-კი,როგორ არა,შევხვდებით! ოდესმე!
-მაშინ დროებით!-თქვა მან და გატრიალდა. წინანდელი სიმხნევე და მხიარულება არ ემჩნეოდა,თითქოს ნაკლებს იღიმოდა და აღარც წინ ჩამოყრილ თმას ისწორებდა გამალებით.
-რომელ საათზე მიემგზავრები?!-უკვე მოშორებით იდგა და შორიდან გავძახე,ის კი შემოტრიალდა,გარკვეული მანძილი გამოიარა,ცოტა ხნით უძრავად გაჩერდა და ბოლოს მითხრა:
-დილით,ადრე ალბათ გეძინებათ!-ის აღუწერელი გრძნობა დამეუფლა,რომლის არსი აქამდე არ მესმოდა და გამოაშკარავებას ლამობდა,მაგრამ კვლავ დავახშე და თავის დაკვრით უბრალოდ წყნარად ვუთხარი:
-მშვიდობიან მგზავრობას გისურვებ!
წვეულებაზე შევტრიალდი და გადავწყვიტე,რომ იმ ღამეს კარგად გავერთობოდი. ჩემი მეგობრები კვლავ ცეკვას განაგრძნობდნენ და ჩემ დანახვაზე შეძახილები მორთეს,სასმელი დამისხეს და ცეკვაში ამიყოლიეს. ფანჯრისკენ თვალი გამექცა და დავინახე,როგორ ადიოდა კრისი კიბეზე,ამჯერად,დინჯად, მშვიდად და აუჩქარებლად. ფანჯარასთან მივედი,ფარდა გადავწიე და გართობა განვაგრძე.მუსიკის ხმა ყურში იავნანასავით ჩამესმოდა,სასმელი გაყინულ სხეულზე კი თბილი საბანივით გადამეკრა,ცეკვის მოძრაობები კი ჩემ შინაგან მდგომარეობასთან უკუპროპორციულ კავშირში მოდიოდა. ამ ყველაფერზე კი მეცინებოდა,თავიდან მშვიდად და წყნარად,შემდეგ კი ხმამაღლა და გიჟურად. ამ ექსტასში გახვეულმა,კარის მძიმე შემოღება გავიგე,რომლიდანაც ცივი ნიავი შემოიჭრა და გამომაფხიზლა. მივიხედე და თითქოს მოჩვენება დამენახოსო ისე გავიკვირვე კრისის იქ გაჩენა. ხელით მანიშნებდა და თან მუსიკის ხმის გადაფარვას ცდილობდა.მივუხვდი,რომ მე მეძახდა და გარეთ გავედი,კითხვის მომცველი მზერა მივაპყრე და ჩვეულებრივ ვკითხე,თითქოს საღ გონებაზე ვყოფილიყავი და ერთი ჭიქაც არ მქონოდა დალეული:
-ოჰ,მეგონა უკვე გაემგზავრე! რა გინდა?!-უხეშად კი მომივიდა,მაგრამ სრული კონტროლი მქონდა ჩემ მიერ წარმოთქმილ თითოეულ სიტყვაზე.
-არაფერი,უბრალოდ ვერ ვიძინებ!-ისეთი გამომეტყველებით მითხრა,თითქოს სერიოზულ ამბავს მეუბნებაო.
-ეგ მე რატო მეხება?- სიტყვა გავაწყვეტინე კვლავ ზიზღნარევი ხმით შევეკითხე.
-შენთან საუბარი მინდოდა!აზრი არ აქვს,ძილინებისა!-დაიბნა,და თავი ქვევით დახარა. იმდენად მომხიბლა მისმა ასეთმა დაბნეულობამ და მორიდებამ რომ...
-რას გულისხმობ?!-ამჯერად სიბრალული გამოვიჩინე და ხმა შემირბილდა.
-მინდა რომ ჩემთან ერთად წამოხვიდე!-იმდენად ხმადაბლა წარმოთქვა მისი სიტყვები ძლივს გავიგე.
-სასაცილოა,სხვას გაეხუმრე!-სინამდვილეში,მის ხმაში კვლავ გულწრფელობა გამოსჭვიოდა და კარგად მესმოდა,რომ არ მეხუმრებოდა.
-ხუმრობის მეტყობა რამე?!-ჩემ პასუხში დარწმუნდა და წარმოდგენა სრულიად შეეცვალა.
-კარგი,მაშინ მიზეზი მითხარი თუ რატომ უნდა გავყვე უცხო ქვეყანაში,სამოგზაუროდ ერთი კვირის გაცნობილს,რომლის შესახებაც თითქმის არაფერი ვიცი?!-საკუთარი გულღიობით გავოცდი. კიდევ უფრო გამაოცა,მისმა გამბედაობამ და მსგავსი სახის შემოთავაზებამ,რომელიც აბსურდული და არარეალური იყო.
-ერთ კვირაში შეყვარების გჯერა?!- მის ხმაში ცინიკური დამოკიდებულება და აგდება იგრძნობოდა.
-დაუშვათ მჯერა?- სანამ არ დავრწმუნდებოდი მის პასუხში,არ ვაპირებდი გამომემჟღავნებინა ის,რაც მთელი ამ დროის მანძილზე მაწუხებდა.მართალია,სიუხეშეს ვიჩენდი და ამით წვალდებოდა,თუმცა ყოველთვის უნდა შეინარჩუნო ,,იმედია მოვხიბლავ" მდგომარეობა,სანამ მის გრძნობებში ბოლომდე არ დარწმუნდები.
-ერთ კვირაში შემიყვარდა,უეცრად ერთ ქვეყანაში გაცნობილი ადამიანი,რომლის პიროვნულობა,მანამდე შეხვედრილ ნებისმიერ გოგოს უსწრებდა და მის მიმართ ინტერესს ყოველდღე მიმძაფრებდა...-შეჩერდა,ცოტა ხანს დაფიქრდა და განაგრძნო-არ მინდა ზედმეტად პათეტიკურად გამომივიდეს,ამიტომ პირდაპირ გეტყვი რომ შემიყვარდი!-არც კი ვიცოდი რა მეთქვა,მაგრამ ცოტა სასმელმა გამაბედინა და სიტყვებს,ქცევით გამოხატვა ვამჯობინე.ვაკოცე და მხრებზე ხელი ძლიერად მოვხვიე.
შემდეგ რა მოხდა? ჰმ, შეუძლებელია შემდეგ რამე მომხდარიყო. იმდენად სულელი ავღმოვჩნდი,რომ მას წასვლის საშუალება მივეცი.ის,რათქმაუნდა პასუხს მიმიხვდა და საჭირო არ აღმოჩნდა განმემარტა თუ რატომ ვერ შევძლებდი მასთან ერთად წასვლას.სიმართლე რომ გითხრათ,თავადაც არ ვიცოდი,რატომ ვერ შევძლებდი! იქნებ შემეძლო,ჩემი მეგობრების მასთან დაკავშირებული რჩევა არ გამეთვალისწინებინა და თავადვე შემეფასებინა შექმნილი ვითარება,მაგრამ მაშინ სულელი ვიყავი,ამ ყველაფერს კი ვერ ვხდებოდი,უბრალოდ ბედს ვმორჩილდებოდი და მეგონა,რომ ის რაც ძლიერ მინდოდა ვერანაირად ასრულდებოდა,ამიტომ საკუთარ თავს ჩემ სურვილებსაც არ ვუმჟღავნებდი.დარწმუნებული ვარ,ჩემ ქმედებას ნებისმიერი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში ვინანებდი,ამიტომ რამდენიმე ხნის შემდეგ დავფიქრდი,რომ არც ისეთი სულელური გადაწყვეტილება მივიღე და ცხოვრება ჩვეულ რიტმში,ყველანაირი სინანულის გარეშე განვაგრძე.
რამდენიმე წლის შემდეგ კი სამსახურის საქმეებზე,ლონდონში ავღმოვჩნდი. ჩემი კომპანია,უცხოელ ინვესტორთან აპირებდა გარიგების დადებას.ამ ფრიად მნიშვნელოვან საქმეზე კი რატომღაც მე გამაგზავნეს.ვიცი,ახლა იფიქრებთ ბედი იყო და იმიტომ აღმოჩნდა,ის უცხოელი ინვესტორი კრისიო,მაგრამ მე ამაზე უბრალოდ გამეცინება. მახსოვს,როგორ გავოცდი,ტურისტულ კომპანიაში შესვლისთანავე,რომ მთავარი მენეჯერი შემომეგება და უზარმაზარ შუშიან შენობაში გზა მთავარი უფროსის კაბინეტისკენ გამიკვალა.კიდევ უფრო გავოცდი,როცა ოდესღაც მომხიბლავი და მხიარული კრისი,თმაშეკრეჭილი,ჯმუხი,სმოკინგში გამოწყობილი კაპრიზიანი ,,უფროსი'' აღმოჩნდა,რომელმაც მანამ ვერ მიცნო,სანამ ჩემი სახელი საბუთებში არ ამოიკითხა.სენტიმენტებით არ დაგტვირთავთ და არ ავღწერ მთელ იმ უხერხულობასა თუ ძველი ნაცნობის ნახვით გამოწვეულ აღფრთოვანებას. მაგრამ გეტყვით,რომ ამჯერად ინიციატივა თავად გამოვიჩინე,რომელიც უარყოფილი არ აღმოჩნდა,მაგრამ მისმა ''Fiancee'' ჩვენი მოკრძალებული შეხვედრა ჩაშალა.
რაც შეეხება,ჩემს ზემოთხსენებულ სინანულსა და ,,გული მიმძიმდება-ს" ეს ყველაფერი ,,ამ ამბავს'' სულაც არ ეხებოდა. არამედ,შესაძლებლობას მიმეღო მაღალი წოდება და კარიერულ მწვერვალი დამეპყრო. სამწუხაროდ,ეს მხოლოდ ერთი მიზეზის გამო ვერ მოხერხდა და სწორედ ესაა მიზეზი რატომაც მაქვს მსგავსი ,,გულის დამძიმება'' და სინანულის შეგრძნება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent