შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცამდე


25-05-2021, 17:30
ნანახია 872

“არა მე, არამედ ქრისტე ჩემში”
პავლე მოციქული

რამდენი მშვენიერი ქალი ნატრობს ჩემს ცოლობას, ჩემს დანახვაზე რამდენი შესძახებს აღტაცებით: ო, ბედისწერავ, შემახვედრე ქმრად ეს კაცი, რომელიც გონიერი და ენაწყლიანია, რომლის ფეხის ხმა გულს მიჩქარებს და საუბარი თავბრუს მახვევს, რომელსაც უძვირფასესი სამოსი მოსავს და მიხვრა-მოხვრით ლერწმის ღეროს ჰგავს ქარის რხევისას. შენ კი, შენ გაივლი და ვერ შემამჩნევ სხვა ქალებივით. ვერ შეამჩნევ ჩემს ჩვეულებრივ თვალებს, ჩვეულებრივ მოძრაობას, რომელიც ზოგჯერ წუმპეში ფეხების ტყლაშუნად მოგეჩვენება, მზერას რომელიც ნემსის ნაჩხვლეტებს მოგაგონებს... მოგეკუმება მშვენიერი ბაგე, მოგეჭუტება ფართე თვალები, ნაოჭი დაგაჩნდება წარბებშუა და ჩაივლი, აღარ გამომხედავ. შენ გამო დამცინებს ირგვლივ მყოფი ყველა ქალი და იფიქრებენ: აი, არ გინდოდით ჩვენ, შენით მცხოვრებნი და ის გიხდის ჩვენ წილ სამაგიეროს... და მე მოვცილდები მათ, რომ დავედევნო შენს ნაკვალევს, რომ შენი ნატერფალის სითბო გადმოვიდეს ჩემზე, ვიდრე მამისეული სახლის კედლები არ დაგმალავენ. მე თავს დავხრი და ასე მივალ ჩემს ეზომდე, სადაც ყველაფერია შენ გარდა და ეს ყველაფერი არის ჩემი შენ გარდა. აქ უშენოდ თენდება ყოველი დღე... მე ვიცვამ და მივდივარ დიდ ბაზარში, რომელიც ცარიელია უშენოდ. ჩემი მსახურები ჩემს სამჭედლოში დამზადებულ ძვირფას ნივთებს ფენენ ბაზარში და მე ათასი რჯულის ხალხს ვევაჭრები. დღესაც, როგორც ყოველთვის, კარგად მიდის ვაჭრობა და უცებ, ზურგის ქარმა შორიდან მოიტანა სითბო და სინათლეც – ერთად... მე მეგონე შენ და მივიხედე... ის იყო ძალიან მაღალი, თეთრ სამოსში გამოწყობილი, თხელი წვერით და ეს უცნაური სითბო, თურმე მისი თვალების სიღრმიდან მოდიოდა. მომიახლოვდა და მშვიდად მითხრა: დატოვე შენი ქონება, ადექი და გამომყევი მე!.. და მე ვიგრძენი, რომ ეს არ იყო უბრალოდ წასვლა, მაშინ დავაგდე ძვირფასი მოსასხამი და მივყევი მას. მსახურები გამომედევნნენ, დახლზე დარჩენილი სიმდიდრე კი ბაზრის მოვაჭრეებს დაუნაწილებიათ... მაგრამ მე არაფერი შემიმჩნევია, მე მივდიოდი და ვგრძნობდი, როგორ მისწორდებოდა დაგრეხილი ფეხები სიარულისას, რომლებსაც შენ ვერ უყურებდი, როგორ განივრდებოდა ჩემი ვიწრო მხრები, რომელსაც შენ ვერ ამჩნევდი... ასე მივედი მდინარე იორდანემდე და როცა წყლის პირველი შხეფები მომხვდა, სიშავე დაკარგა ჩემმა სხეულმა. მე ამოვედი მაღლა და დაგინახე შენ მდინარის პირას. თმა გაიშალე და ამ თმით შემიმშრალე სველი ფეხები, მე წამოგაყენე და ჩვენ ერთად წარმოვთქვით: “ოსანა, მაღალთა შინა!” და ჩვენი ხმები ერთმანეთს დაემსგავსა.



№1  offline წევრი Lizkaa

მშვენიერი ჩანახატი იყო

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent