შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წუთის-სოფელი


18-06-2021, 02:37
ავტორი laelake
ნანახია 9 310

რაც დრო გადის მით უფრო ძნელია ცხოვრება. თანდათან კარგავ იმ ადამიანებს ვინც გიყვარდა, იცნობდი, ურთიერთობა გქონდა და იცი ოდესღაც შენც ასე წახვალ ამ ცხოვრებიდან. საბოლოოდ მაინც გეფიქრება, რა დავტოვე? რა გავაკეთე? ფუჭად ჩაიარა ჩემმა ცხოვრებამ? გეძნელება საყვარელი ადამიანების დატოვება, ეს იმ შემთხვევაში თუ დრო გაქვს დაფიქრდე შენს ცხოვრებაზე. არ იცი როგორ დატოვებ წუთის-სოფელს, იქნებ სულაც ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწრო, ისე წახვიდე ამ ქვეყნიდან ვერაფერი დატოვო. ძნელია სიკვდილი. და მაინც, საბოლოოდ ყველას ავიწყდები, შენს გარეშე ცხოვრებას სწავლობენ. ეგოისტი ვარ არა? მინდა ბოლომდე ვიყო ჩემი საყვარელი ადამიანების ცხოვრებაში, მათთვისაც ძნელია, მე კი ვითხოვ არ დამივიწყონ, რაღაც დროის შემდეგ, მაინც გაიღიმებენ, მაინც აუციმციმდებათ თვალები, ისწავლიან ჩვენს გარეშე ცხოვრებას და დიახ, რაც არ უნდა ეგოისტი ვიყო, მაინც რთულია როდესაც ფიქრობ, ყველა დაგივიწყებს...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent