მიყ-ვარ-ხარ
შენ მე ის დამაჯერე, რაც დაუჯერებელი მეგონა... შემაძლებინე ის, რასაც შეუძლებლად აღვიქვამდი. შენ მე მასწავლე ის, რაც წესით არ ისწავლება. შენ ჩემი გამოძერწვა შეძელი. თითქოს მე დაუმუშავებელი თიხა ვიყავი და გადაწყვიტე ყოველი უჯრედი თითის ფაქიზი შეხებით გამოგეკვეთა. შენ შექმენი ჩვენ და ჩამისახე უამრავი ახალი გრძნობა იმ პატარა სხეულში თავად რომ გეკუთვნის. ნეტავ შემეძლოს ყველაფრის დეტალურად აღწერა, გადმოცემა, ალბათ მსოფლიოში არსებულ ყველა ქაღალდს მელნით დავსვრიდი. მე გეუბნები, რომ ეს ყველაფერი ჯადოსნურია და ამის მიზეზი ის ცრემლებია, ჯერ კიდევ უცნობი ადამიანის მიმართ რომ გავუშვი. მე შენ შემიყვარდი და ეს სიყვარული გახდა ჩემთვის ის, რაც მჭირდება იმისათვის რომ ვიარსებო. შენ გარეშე დავიკარგები. ხელი ჩამკიდე და მუდამ მყარად გეჭიროს ჩემი გრძნობა, რადგან ვიცი რომ მისი არ არსებობა გამაქრობს. მის გარეშე აუცილებლად გავქრები... 09/08/2021 გეძღვნება შენ, ჩემს ადამიანს, რომელმაც მიმახვედრა რომ ერთ რამეში მუდამ დარწმუნებული ვიქნები - იყავი, ხარ და მუდამ იქნები. სიტყვა მიყვარხარ იყოფა მიყ-ვარ-ხარ-დ და არასოდეს - მიყვ-არ-ხარ-დ. ———— ვნახე, რომ საიტზე უკვე არის მსგავსი სათაურის მქონე სიახლე, იმედია რაიმე პრობლემა არ შეიქმნება, უბრალოდ ძალიან დიდი სურვილი მქონდა ასე რქმეოდა ამ ჩანახატს. |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
გჯერათ ბიჭის და გოგოს მეგობრობის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.