შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გაქცევა


24-08-2021, 16:28
ავტორი ნინექსა
ნანახია 968

არის მომენტები,როდესაც მინდა რომ ძალიან დიდხანს დავიძინო და ამ სამყაროს გავექცე!
ალბათ ძალიან მაგარი უნდა იყო რომ
გულთან არაფერი მიიტანო,ალბათ მაშინაც ძალიან მაგარი ხარ როცა ძლიერი და კეთილი ხარ,როცა სიყვარული შეგიძლია იმხელა რამხელაც სხვებს არ შეუძლია,ვინმე როცა შემოგხედავს რომ ვერც გაიფიქროს რას გრძნობ,მაგრამ საყვარელი ადამიანების ყურების დროს იმხელა სიყვარულს ასხივებდე ერთი შეხედვითაც რომ ჩანდეს როგორი ხარ! მაშინაც მაგარი იქნები როცა ყველაფერს ოპტიმისტით შეხვდები და შეხედავ,როცა გგონია რომ მოუგვარებელი არაფერი არსებობს,მაშინაც ძალიან მაგარი ხარ როცა გგონია რომ არც რამეზე ცრემლების ღვრა ღირს…მითუმეტეს ვინმეს გამო!
მაგარი ხარ როცა არ იტირებ იმ ადამიანის გამო ვინც არ დაგაფასა და სულ რომ მიგატოვოს მაინც არ მისცემ ცრემლებს თვალის ჯებირების გადმოლახვას!
ძლიერი და მაგარი ხარ როცა შეგიძლია თქვა ის,რასაც მთელი გულით გრძნობ,როდესაც შეგიძლია სიტყვებად აქციო სულში დატრიალებული ემოცია,როდესაც უბრალოდ შეგიძლია თქვა:-“მე შენ მიყვარხარ!”,ისე არა როგორც ამას ფილმებში,ლექსებსა თუ პოემებში აღწერენ.არამედ გაცილებით უფრო ძლიერად,უფრო ყოვლის მომცველად…
ამ დროს ხარ მაგარი,ყველაზე მაგარი!




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent