შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცხოვრება მის გარეშე


27-08-2021, 02:12
ავტორი Hamster2121
ნანახია 1 016

12 თებერვალი
00:33
დღეს, რატომღაც, ძალიან ბედნიერი ვიყავი... ვუყურებდი და ვგრძნობდი, თუ როგორ მიყვარდა მისი ყველა თვისებით... ბედნიერებას მანიჭებდა მისი თითოეული მზერა და თითოეული ჩემდამი მოწერილი ესემესი... აქამდე მიხვდებოდით, რომ რაღაცის იმედი მქონდა, მაგრამ, როდესაც ბალიშზე თავს დავდებ, ვიწყებ პესიმისტური და ოპტიმისტური ფიქრების შერწყმას, ყველაფერი ირევა...
ერთ მხარეს არის იმედი, ჩემი სხეულის ნახევარი, მთლიანი გული, რომელსაც სჯერა, რომ ყველაფერი კარგად იქნება და ყველაფერი გამოვა... და ეს გრძნობა ყველაზე თბილი და სასიამოვნოა... ნახევარი საათია საკუთარ თავს ვარწმუნებ, რომ თუ რაიმეს ვიწამებ და წრფელად დავიჯერებ, ახდება... რაღაც დროის განმავლობაში, მართლა მჯეროდა რომ ჩემი ტელეფონის ეკრანი მისი შეტყობინებით განათდებოდა... დიახ, ზუსტად ნახევარი საათის წინ დავიწყე ამაზე ფიქრი... და იცით, რას მივხვდი? როგორც ამ ნახევარმა იმედიანმა საათმა განვლო მშვიდად და აუღელვებლად, ისე გაივლის ის მომავლის იმედიანი დრო, როდესაც მჯერა, რომ რაღაც მოხდება...
მეორე მხარეს არის პესიმისტური განწყობა, იმედგაცრუება, დაღლილობის შეგრძნება, მობეზრება საკუთარი თავისთვის ერთი და იმავეს განმეორებით და გონება, რომელიც მეუბნება, რომ ტყუილად ცდილობ, თავს ნუ იტანჯავ, შეეშვი მასაც და საკუთარ თავსაც...
ამის შემდეგ ვფიქრობ, როგორ უფრო მარტივია ცხოვრება... შეეცადო უიმედოდ ყოფნას, რასაც მოვყვება უხასითობა და მომიწევს საკუთარი თავის მოტყუება, თითქოს ყველაფერი გადის, გავიწყდება... ასე უფრო მარტივი იქნება? ნუთუ არსებობს ადამიანის ამდენად შეყვარების საშუალება?
საკუთარ თავს, საკუთარ გადაწყვეტილებას ვერ ვპოულობ... ამბობენ, შეყვარებული ადამიანი სიყვარულის დროს საკუთარ თავს პოულობსოო... და მე პოვნის ნაცვლად რომ ვიკარგები?! ვერც ამაზე გამცემთ პასუხს? მაგრამ მეც გეკითხებით რა... ახლა იტყვით, გიჟია ეს გოგო, თავად ვერ გაურკვევია ვინაა, რას ფიქრობს ან საერთოდ რა უნდა და პასუხს ჩვენ გვთხოვსო... მე არ ვიცი რა მინდა, ვერ ვიღებ გადაწყვეტილებას... ორივე მხარე მაზარალებს და ჩემი ძალისხმევის გარკვეულ რაოდენობას მართმევს... თუ გულს დავუჯერებ, შეიძლება უფრო მეტკინოს საბოლოოდ, ან შესაძლოა, პერიოდულად დავდგე უფსკრულის წინაშე იმის გამო, რომ გული ერთს ამბობს და მეორე ხდება.... აქ უკვე კარგად ჩანს ჩემი მეორე მხარე და მისი პოზიცია... ყველაფერს წერტილი დაესვას, ყველანაირ იმედს, რწმენას და ა.შ. მაგრამ იქნება კი ეს კარგი? არ ვიცი, დავიბენი... ასეთი დაბნეული და გაურკვევლობაშო მყოფი ჯერ არ მინახავს საკუთარი თავი...




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent