შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სევდიანი თაობა


17-10-2021, 10:10
ავტორი უნდა ვწერო
ნანახია 2 031

"we are sad generation with happy pictures"

21-ე საუკუნეში ადამიანებს ბედნიერებაზე მეტად გვინდა, რომ ერთმანეთს თავი ბედნიერად მოვაჩვენოთ, ვცდილობთ ერთმანეთის დასანახად რაც შეიძლება მეტჯერ გავიღიმოთ და ეს ღიმილიც მარკეტინგულ ხერხად ვაქციეთ, ჩვენს დროსა და ენერგიასთან ერთად ვყიდით.
საკუთარ ნიჭს ჩვენი სულის რომელიღაც კუნჭულში ვაობებთ და ვხდებით რობოტები, რომ ცხოვრების ის მცირე მოთხოვნილებები დავიკმაყოფილოთ, რაც სხვანაირად არ გვეძლევა.
ბავშვობაში და მერეც, მოზარდობაში, გვგონია, რომ უმაღლეს მწვერვალებს დავიპყრობთ, გავხდებით ცნობილი მწერლები , ექიმები, მსახიობები .... რეალობა კი სრულიად სხვააა....
ერთ მშვენიერ დღესაც ვიღვიძებთ და ვხვდებით, რომ ჩვენი უნარები , განათლება არ შეესაბამება ჩვენს მოთხოვნებს და აღარ ვიცით სად ვეძებოთ ხსნა ...
ჩვენთვის სიყვარულის ცნება ქრება, ვთვლით, რომ უკვე ამოვწურეთ სიყვარულის რესურსი ... გარემოც ამავეს გვპასუხობს, მოსწონთ მხოლოდ ჩვენი სხეული და არც გვაძლევენ საშუალებას სული დავანახოთ, მოსწონთ ხმა და არა ფიქრები, სახე და არა ჩვენი შინაგანი "მე".
ბოლოს, როცა ვააანალიზეთ, რომ გავიზარდეთ , უფრო სწორედ გარშემომყოფნი გვახსენებენ, რომ "გათხოვების დროა" ოჯახს ვქმნით არა სიყვარულით, არამედ იმ მიზნით, რომ მათ გარეშე ვიცხოვროთ... თუმცა მაინც ვიღიმით ფოტოებზე და ვდებთ 66788 "სთორს"...
და ბოლოს ჩვენ ვართ სევდიანი თაობა ლამაზი ფოტოებით....




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent