შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ეს არაა სიძულვილი მერწმუნე


29-11-2021, 18:30
ავტორი აიესმე
ნანახია 1 066

აი ვმოძრაობ.რაღაც გაურკვეველი ძალით ვმოძრაობ ! თითქოს მე მეკუთვნის ყოველივე.როგორი მაცდური ტყუილია ! სადაც მინდა იქ წავალ,ვინც მინდა ის ვიქნები. ეჰ,სისულელე ! აჰაა,ვჩერდები.პირველსავე სკამზე ვჯდები.თამბაქოს ძალიან საშიშად ვიმარჯვებ ჩემს მარცხენა ხელში.მუქარით ! ეს რომ ის ყოს... ვერავინ გადარჩებოდით ! წყეულნო,თქვენი ბრალია ყველაფერი.და აი მარჯვენა ხელში გადამაქვს.მუქარას ვწყვეტ და ვგრძნობ,რომ სჯობს კვლავ უკან დავაბრუნო.აჰაა,ცეცხლი ?! სადაა ცეცხლი.თფუი შენი,რატომ არასდროს ვატარებ სანთებელას.გამუდმებით რატომ ვტოვებ შეგნებულად ჩემს დიდებულ ბუნაგში ? აჰაა,მოვრჩი მუქარას,ახლა შეგიძლიათ მშვიდად იყოთ.გამიხსნათ თქვენი გული.მიდით,ქენით ეს.რადგან მოვუკიდო წყეულ ბალახს,რომლითაც როგორც საკუთარ,ასევე თქვენს განადგურებას დავაჩქარებ,მართალია რამოდენიმე წამით მაგრამ... ფრთხილად იყავით.ნაძირალა ! არ გამაბრაზო თორემ,ისეთ დღეს დაგაყრი ! მხოლოდ ერთი ღერით,რამოდენიმე წამს წაგგლეჯ.ისე ვიზამ,რომ შენც გაგიკვირდეს. ერთ სრულ დღე-ღამეში 6 კოლოფს დავწვავ ! ეს რამოდენიმე წუთი უკვე თქვენ ! გილოცავთ.ნუ გგონიათ,რომ თავის დაღწევას შეძლებთ.არ გავჩერდები ! არა,თანაც ჩემი თანამოძმენი,რომელთაც ერთი ურყევი მიზანი გვამოძრავებს,ჩვენ ყველას ერთად,ვერსად დაგვემალებით ! ჩვენ ჯოჯოხეთში მივდივართ,არ გაგიხარდეთ.თქვენც ჩვენ მოგვყვებით.აბა ?! აბა ? რა იფიქრეთ,მხოლოდ ჩვენთვის შევიძინეთ ბილეთები ? თქვენსასაც ჩვენ ვიხდით.არ იდარდოთ,იმხიარულეთ.დახურულ შენობებშიც ვერ დაგვემალებით.მე გირჩევდით,რომ მორჩენილიყავით ჩვენს წვალებას,დავიხეთქეთ ფილტვები და ტვინი,ამ შავბნელი ცხელ ცხელი აზრებით ! მოდით,მოდით ! პირდაპირ ავტომაგისტრალზე გაიშალეთ კარავი.ჩვენ გაცოცხლებთ.მოდით,გპირდებით ნამდვილად თქვენთვის გავაკეთებთ ყველაფერს.ჩვენ არ მოგატყუებთ.არა ! აბა როგორ ? ამას როგორ ვიზამთ ? არა... მივხვდით,რომ ეს აღარ გაჭრის.ამიტომ ახლა პირდაპირ გიყურებთ თვალებში და სიმართლეს გიყვებით.გიჩვენებთ ყველა ჩვენს გეგმას.გიხაროდეთ ! ჩვენ თქვენი ტანჯვის დასასრულზე ვფიქრობთ,და არამხოლოდ ეს.მთელი ძალებით ვცდილობთ ამ მშვენიერი გეგმის განხორციელებას.ჩვენ თქვენზე ვზრუნავთ.წინასწარ გილოცავთ.იზეიმეთ,იმხიარლეთ.აჰჰაა,ძალიან წამიღო... ძალიან.ასე სწრაფად როგორ ჩაიწვა ეს წყეული ? მაცადე მეორე ღერს ვიშიშვლებ.გული გამიხსენით,გული ! მოდით,მოდით მჭირდება ! თქვენი გულმხურვალება მჭირდება რადგან ჩემი საქმე გავაგრძელო,მშვიდად და აუღელვებლად.აჰა,გმადლობთ.მაგრამ წინასწარ არ უნდა გაგეფრთხილებინეთ წყეულო ? წარბი „შემეტრუსა“ აკონტროლეთ რა თუ შეიძლება თქვენი ცეცხლი გეთაყვა.აჰაა,მზერას ვგრძნობ.ზედ რაღაც წერია.არანორმალური,წყეული.რას დამჯდარა და რას გვანადგურებს ? ნაგავი.იმედია ურნაში მაინც ჩააგდებს ნამწვს.თან ისე რომ ცეცხლს არ გააჩენს.თორემ გვეყო ამდენი სიცხე.ამის ეს გამანადგურებელი ქმედებაღა გვაკლდა რა სრული ბედნიერებისთვის.ისედაც დავიღალეთ განკითხვით და აღარ ვიცით რა ვთქვათ,რა უნდა ? რად გვიმზერს ?! აჰა,ყველაფერი ვიგრძენი ! ნეტავ ბომბების დამზადება შემეძლოს.აჰჰა,ხვალ წავალ და საახალწლო „გრანატებს“ დავითრევ.შევკრავ,ორას-სამას ცალს და დამაცადეთ... თქვენს მტვერსაც კი არ დავტოვებ ! მტვერსასრუტი არავის გაქვთ ? ან იქნებ ფეიერვერკით დამეწყო.აჰაა,როგორ მიმართლებს.ჯერ ზეცას შეხედავთ,თვალს ვერ მოწყვეტთ,დათვრებით,იცეკვებთ და იმხიარულებთ.სანამ თქვენ ცას ართობთ თქვენი მზერით,მე თავში გასაოცარი აზრი მომდის ! აი ნახე.იქნებ სამასი ცალი საკმარისი არ იყოს ? ხმა რომ ჩაგაწყვეტინოთ და აღარ გავიგო თქვენი თავისუფლების კვნესა...ვსიო,გადაწყდა.სამიათასს შევკრავ.ნამდვილად ვერ გადარჩებით ! და დაისვენებს კოსმოსი,თქვენი ბინძური ვიბრაციებისგან,რომლებიც როგორც გულიდან ისე მთელი თქვენი სხეულის ატომიდან რომ გამოსჭვივის.საძაგელნო ! რითი დავიწყო ?? იქნებ სჯობს ჯერ ანძას დავარტყა ?! რომ ვერ გადასცენ პირველი ნათება.წარმოიდგინე,რა თქმა უნდა,ეს ჩემი კეთილი ნების გამოვლინების ფასად... ხალხში შფოთი,რომ არ ატყდეს.წარმოიდგინე,იმდენად არარაობა ხარ,რომ არა დრო,არამედ აი ასე „წამში“ გაქრები.შენ იცინებ,ან სულაც ლოგინში იწვები და იმაზე იფიქრებ,რაზეც ფიქრობ ხოლმე,რომ ვერ გადაგიწყვეტია რა ქნა და ბრახ ! რა მოხდა ? შენ გაქრი ! რატომ ? რადგან არც არასდროს ყოფილხარ ! შენ მწვალებელი ხარ,რომელიც საკუთარი თავის წვალებით იწყებ და შემდეგ მთელს ყოფიერებას აწუხებ.წყეულო.არა,ასე ვერაფერს გავხდები.ცოტაა,ძალიან ცოტაა.უფრო მეტი მჭირდება.სამასიათასი ! ან კიდევ უფრო მეტი.მაგრამ საიდან ამდენი „ფული“ ? იქნებ... ო ჩემო,იქნებ თქვენი „უ-ფ-ლი“-ს სახლი დამენგრია ! ამოდენა წონა ოქრო,რომ დაადეთ ზევიდან ? დამეხმარეთ,მარტო რა წაიღებს გადასადნობად ! წყეულნო ბნელნო.მოოქროვილი ხატები დაიდოს ! ეს გასწავლეს წმინდანებმა ? არაფერი გისწავლიათ.სიტყვაც კი არ გაგიგიათ.მწვალებლებო.თქვენი ბრალია,განა თქვენ დიდებულ ტაძარს გუმბათზე დადებული ენერგიით,რომელითაც თაყვანს სცემთ,ვიღაცას...ვის არც კი იცით ! თავს იტყუებთ და სხვებსაც ატყუებთ.ამ ენერგიით დახმარებოდით,ამ დიდებული ტაძრისკენ მიმავალ კართან მდგომ მდაბიოთ.ან... ოხ,თქვე საზიზღარნო ! ოხ თქვე თვალთმაქცნო.მიდით,საგნები „გადმოაბრძანეთ“ გაასულიერეთ უგრძნობი ენერგიები ! რა თქმა უნდა,აღარ სცეთ თაყვანი ცეცხლს.თორემ...თორემ გაგიგებენ ! თფუი შენი.ისევ ? გამიხსენით გულები,ცეცხლი მჭირდება.აჰა,მესამე ღერს ვიშიშვლებ.და პირდაპირ შიშველ ტაკოებზე მოგარტყავთ.იქნებ უბრალოდ დავლოდებოდი ?! როგორ გაიზრდებიან თქვენი პატარა „მანქანები“ - მერე როგორ დაჯდებიდან მანქანებზე.როგორ მოვა ეპოქა,მანქანები რომ მანქანებს დაუწყებენ მართვას და სულ მთლად,რომ გაქრება ეჭვი... რომ რაღაც რიგზე ვერ არის.იქნებ შენს ბავშვს,რომელიც დებილად გაგიზრდია.“გრანატა“ შევსთავაზო საჭმელად ? რა,განა არ შეჭამს ??? არაა ? შენც ისეთივე ნაგავი ხარ,ვისგანაც გამოხვედი.თფუი შენი,უკვე ვიხრჩობი.როგორი მშვენიერი დღეა.ოხ ეს წყეული ბნელი თვალები.აი რა აფუჭებს მთელ ამ დიდებულებას.შენი ბრალია შენი ! შენი ბრალია შე წყეულო.ყველაფერში შენ ხარ დამნაშავე.როგორ გგონია ვინ ხარ ? მამაშენი ? მამაშენის მამის მამა ? ხო.შენ იმ ფესვის ხარ ! შეხედე,როგორი ნაგავი გენი გაქვს.საქართველო...ჩემი საბრალო საქართველო გაანადგურეს.ჩემი ქრისტე,აი რას ჩამოჰკიდეს ფარდა.ჩემი ენა,რა შეგვრჩა ? იმდენად რთული სიტყვებით საუბრობს ერი,რომ...ეჰ,იმაზე რთულით,ვიდრე ქარ“რთული“-ა.დაგვამონეს „ცისფერსისხლიანები“ „ზე“ ხალხი.შეხედე რა გვიქნეს ! შენი ბრალია.მიდი ჰო,უმაღლესში მოეწყვე.სოციოლოგობა ხომ გსურს ? თუ რა ჯანდაბობა გინდა ! მიდი ჰო,შენ მოდი მმართველად.ამის შანსი კი გაქვს მაგრამ,რას იზავ ? გაგაქრობენ ! შეხედე,მთელ ამ მასხარაობას.შეხედე მთელ ამ საცოდაობას.დეტალებში გსურს ? გაეთრიე გარეთ და დაინახე,მოუსმინე ხალხს.ნებისმიერ ფენას.როგორ ღრმად აქვთ შიგ რაღაც...მათ შიგნით ის რაც აქვთ,ისე მოქმედებს.ოჰ,ისე ძლიერ...თფუ შენი.აღარ მინდა ! არა,არა,არ შევწყვეტ.გამიხსენით თქვენი უბიწო საგულეები.კიდევ რას იზავთ ? აჰა,შე ბრიყვო.შეხედე რა გიყვარს და რისი ღირსი ხარ ! გალიაში ხარ.როგორ მოგწონს ასფალტი და გამწვანებული ქალაქი.იდიოტო.ყველაფერი წაგართვეს.ყველაფერი ! შენ ხელოვნური ხარ.შენ სული არ გაქვს.შენ მანქანა ხარ ! რომელსაც სწორედ აი ახლა,ისეთი ბერკეტებისთვის ამზადებენ,რომელსაც ვერავინ ვერ დააღწევს თავს.მიმოიხედე ! ცივილიზებულო .მთელს შენს სახლში რაღაც ასხივებს.დამიჯერე,ყველაფერი შენს საზიანოადაა მომართული.ნაბიჯს ვერ გადადგამ უჩუმრად.როგორც ძაღლებს ისე მოგეპყრობიან.და მერე და მე რა ? მე დედამიწის ნებისმიერ წერტილში შემიძლია ვიცოცხლო.შენ მენანები.გენმოდიფიცერებული საკვებით,რომ გბერავენ და სულ,რომ გშია.შე საბრალო.ნარკომანი გაგხადეს.ბრძოლის უნარი წაგართვეს.და აჰა,სრულიად ავტომატურია ყველა შენი გამოვლინება,შენი გაღიზიანება ! შენი სიყვარული.ყველაფერი მართვადია შენში.შენ გამოჭერილი ხარ.საცოდავო.დაგიმონეს.იდეებით,რწმენებით,ხედვებით და სურვილებით.გადააგდებინეთ თქვენს მომავალ გენიოს ბავშვებს,ის ნივთები რითიც ამას აპირებენ ! რათაკ ვლავ ახედონ ზეცას და მიხვდნენ,რომ მდაბიონი არიან და ამით გაიხარონ ! როგორ ვძლიოთ ბოროტებას ? ბოროტებით ? ისემც არ მომიკვდე...თუ ეს როგორ არის ? შენ არ მომიკვდე... ? შენ ეშმაკასაც წაუღიხარ,თუ უკვე მის კლანჭებში არ ხარ.მხოლოდ ერთი გზაა ! მარა შენთან რა აზრი აქვს ლაპარაკს.ქველმოქმედო ! იხარე და იბედნიერ,ე.ეს არაფერია ) ყველაფერი დასრულდება.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent