შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საძულველი ზამთარი (სრულად)

20-01-2022, 19:45
ავტორი guroo
ნანახია 6 687

თოვას აპირებს. მალე დაეშვება ციდან ქაღალდივით ფარატინა ფიფქები და ყველა იგრძნობს ზამთრის დადგომას, ამ ცივი და სასტიკი, უსიცოცხლო, ჩამკვდარი ზამთრის დადგომას, რასაც მთელი წლის განმავლობაში ზიზღით მოველი ხოლმე, რადგან ერთხელ ზამთრის გიჟურმა დღეებმა თოვლის ნამქერში მოაყოლა მამაჩემი, სამუდამოდ გამომტაცა ხელებიდან და წარმოუდგენლად შორი, გაუვლელი და გადაულახავი მანძილით დამაშორა. ისე რომ, ახლა გახსენებაც მიჭირს და მამასთან დაკავშირებული მოგონებებიც რაღაცნაირად გამეცრიცა, თითქოს დროთაგანმავლობაში ვიღაც ჯიქურ შლის: ხელში უზარმაზარი საშლელი უჭირავს და უსვამს და უსვამს მამაზე მოგონებებით გატენილ ფურცელს, რომ როგორმე ჩემი მეხსიერებიდან მამაჩემი ამოირეცხოს. გეგონება ტანსაცმელზე ჩამკვდარი უსიამოვნო ლაქაა. აბა, მე მკითხეთ, საერთოდაც რანაირი ტანსაცმელია ჩემი ცხოვრება. ჩამოძონძილი და ჭუჭყში ამოგანგლული. ჰო, ათას ადგილას დაფხრეწილი, დაკემსებულ-ამოკერილი, მერე ისევ უარესად გახეული და ასე - დაუსრულებლად.
მამაჩემი ერთი დიდი ჭრილობაა, მოუშუშებელი იარა, რომელმაც ერთხელ რომ დააღო წყვდიადის ხახასავით საზარელი პირი, იმის მერე მორჩენისკენ და გავლისკენ აღარ წასულა. მგონი, არც არასდროს უფიქრია, აი, ახლა გავქრები გურამის სხეულიდან თუ სულიდანო, ავიკრავ ჩემს გუდა-ნაბადს და წავალო. ჰო, ამაზე არასდროს უფიქრია და ნეტავ ოდესმე თუ მიხვდება, მე როგორ გამაწვალა, როგორ დამტანჯა და რამდენი ცრემლებიანი ღამე გამატარებინა? მახსოვს, უმამაჩემობის პირველ ღამეს ბალიში ჩავალპე. ის ცრემლები დღემდე შენახული მაქვს და როცა მამა გაუსაძლისად მომენატრება ხოლმე, კარადიდან ვიღებ ბალიშის პირს, იმ ღამით რომ ჩემს ბალიშს ემოსა, ვიხუტებ და მხოლოდ ამის შემდეგ ვახერხებ დაძინებას.
გულწრფელი რომ ვიყო, მისგან დიდი არაფერი მისწავლია. არ იყო კარგი კაცი. ახლაც პირში სული რომ ედგას და ძველებურად ავსებდეს ჩემი ოჯახის ცხოვრებას თავისი არსებობით, ალბათ, ყველა ერთად მივატოვებდით. დარჩებოდა მარტო, თავის უმართავ აგრესიასთან ერთად და შვილების მონატრებით გამოწვეულ სევდის ზღვაში ჩაიხრჩობოდა ოდესმე, როცა ყველა კუნთი გადაეღლებოდა და ცურვას ვეღარ შეძლებდა. მამაჩემის ასეთ დასასრულს რომ წარმოვიდგენ, წამითაც არ მიჩნდება აზრი, რომ სიკვდილის ის ფორმა უკეთესია, რომელიც განგების ძალამ შეურჩია. მაშინ მამაჩემი ჩემს გვერდით მინდოდა მყოლოდა. თუნდაც ემოციურად ახლოს ვერ მოსულიყო, დავეხუნძლე ათასი კომპლექსით, თუნდაც ნერვები დაეჭამა ჩემთვის, მაინც მერჩივნა ცოცხალი კავშირი მქონოდა მამაჩემთან და არა უბრალოდ მასთან მიბმული აყროლებული ძაფები მჭეროდა ხელში, რომელიც იმიტომ იყო მყრალი, რომ მძორს, უსიცოცხლო ლეშს უერთდებოდა და მამაჩემის გარეშე, მე, ძალიან პატარა ბავშვს, სიკვდილის თრევა მიწევდა, იმ ხრწნა-კვდომა შებუდებული განცდებისა და ტკივილებისა, რომელთაც დღემდე უსქელდებათ და უსქელდებათ ისედაც ღრმა ფესვები და ლამის დამახრჩონ, ბოლომდე ამოავსონ სასუნთქი გზები და ჟანგბადს ჩაუხერგონ ფილტვებამდე მისაღწევი გზა.
აი, ჩამოთოვა. თეთრად მოვიდა დედამიწაზე სიკვდილის მძიმე საფარი. მამაჩემსაც ზუსტად ასე კეთილშობილურად, თბილი საბანივით ეხურა თოვლის დიდი გროვა და მაშინაც მხოლოდ მე ვღრიალებდი. იმიტომ, რომ გული მიგრძნობდა, კარგი არაფერი უნდა მომხდარიყო ჩემს თავს. რამდენჯერ ჩავხუტებივარ, მოვფერებივარ სახეზე, რამდენჯერ მიგრძვნია ლოყაზე ამოსულ წვერებზე შეხებისას უსიამოვნო ჩხვლეტვა, მაგრამ იმ შეგრძნებას და ტკივილს ვერაფერს შევადარებ, საერთოდ ვერაფერთან მივამსგავსებ მკვდარი და გაყიული მამაჩემის სახიდან თოვლის გადაწმენდისას სხეულში უკითხავად შემოჭრილ სისაზარლეს და ძრწოლას და სიკვდილის გემოს, რაც მერე აღარ დამვიწყებია, ჩამრჩა და ჩამრჩა გონებაში, აღარასდროს ამომვარდნია მეხსიერების ახოვან კედლებს მიღმა. ცხოველი რომ პირველად გასინჯავს სისხლის გემოს, დაახლოებით მსგავსი რაღაც იყო.

***
ბნელა, თოვს, ცივა და ქარია. გზად არაფერი ჩანს, ნისლი გადაეკრა დედამიწას თვალის ბადურაზე. ქარს სუსხი მოაქვს. ჰელოუინის წყეულ ღამესაც შეშურდება, ისეთი კოშმარული, ვერაგული და სისხლიანი ღამეა.
ახლა საიდანაც მოვდივარ, იმ სახლის საახალწლო მორთულობაში წითელი ფერი ჭარბობს. ერთხელ შემთხვევით ჩავიარე იმ ქუჩაზე და მაშინვე თვალში მომხვდა ჭარბი წითელი. ჰო, წითელი იყო ის სახლი და მთელი არსებით ვიგრძენი, რომ მალე მოვიდოდა მლაშე სიკვდილი და წყლის დასალევად გამოწვდილ ჭიქებს მგლოვიარეთა ცრემლით აავსებდა და მეც არ დავაყოვნე - ბოლო ხმაზე დავიღრიალე.

№1 სტუმარი Ana-maria

იმ ადამიანის იმიერში გადასვლა,რომლის ნაწილიც ხარ ყოველთვის ძალიან ძნელია. როგორიც არ უნდა იყოს,მის გარეშე ცხოვრების შეგუებაა ძნელი და ამას წლებიც ვერ ანელებს. მე ძალიან მიყვარს თოვლი. ჩემი კარგი მამიკო კი წლებია სულ თან დამყვება,სულ გულშია და სულს მატკიებს. მომეწონა ეს პატარა სევდიანი ისტორია. წარმატებები

№2  offline მოდერი guroo

Ana-maria
იმ ადამიანის იმიერში გადასვლა,რომლის ნაწილიც ხარ ყოველთვის ძალიან ძნელია. როგორიც არ უნდა იყოს,მის გარეშე ცხოვრების შეგუებაა ძნელი და ამას წლებიც ვერ ანელებს. მე ძალიან მიყვარს თოვლი. ჩემი კარგი მამიკო კი წლებია სულ თან დამყვება,სულ გულშია და სულს მატკიებს. მომეწონა ეს პატარა სევდიანი ისტორია. წარმატებები

დიდი მადლობა ანა-მარია. ძალიან გამახარეთ.
heart_eyes heart_eyes heart_eyes heart_eyes

№3 სტუმარი natia

ბოლოს ვინმე კვდება მართლა? თუ ეს ვიღაც კლავს? ანუ ჰელოუინს შეშურდება ისეთი სისხლიანი ღამე დგასო და... ვიფიქრე, რომ მკვლელია. თან მარტივი ბავშვობა არ ჰქონია როგორც მივხვდი.
მომეწონა. და არ მეყო. უცებ მორჩა, როცა მუღამში ვიყავი კითხვის.
თუ გააგრძელებ, წავიკითხავ.
წარმატებები.

№4  offline წევრი Life is beautiful

"მალე მოვიდოდა მლაშე სიკვდილი და წყლის დასალევად გამოწვდილ ჭიქებს მგლოვიარეთა ცრემლით აავსებდა" სიკვდილს ცრემლები წყურია არა?
სამწუხაროდ , ხშირად იღებს და საზრდოობს ამით.
წითელი ზამთარი, მხოლოდ ფურცელს უხდება, სამწუხაროა, რომ ფურცლიდან იქაც იღვენთება წითელი ზამთარი, სადაც ჩვენ ვსუნთქვათ, ალბათ მაშინ იამებს წყურვილს.
ძლიერი ჩანახატი იყო.

№5  offline მოდერი guroo

natia
ბოლოს ვინმე კვდება მართლა? თუ ეს ვიღაც კლავს? ანუ ჰელოუინს შეშურდება ისეთი სისხლიანი ღამე დგასო და... ვიფიქრე, რომ მკვლელია. თან მარტივი ბავშვობა არ ჰქონია როგორც მივხვდი.
მომეწონა. და არ მეყო. უცებ მორჩა, როცა მუღამში ვიყავი კითხვის.
თუ გააგრძელებ, წავიკითხავ.
წარმატებები.

გამარჯობა, ნათია.
მიხარია, რომ მოგეწონა და არ გეყო და კიდევ გინდოდა წაკითხვა.
მკვლელია ჩვენი ვითომ საცოდავი პერსონაჟი. დამეზარა წერის გაგრძელება და იმის მოყოლა, ვინ მოკლა და როგორ მოკლა.
მადლობა კომენტარისთვის. კომენტარები ძალიან მიყვარს.

Life is beautiful
"მალე მოვიდოდა მლაშე სიკვდილი და წყლის დასალევად გამოწვდილ ჭიქებს მგლოვიარეთა ცრემლით აავსებდა" სიკვდილს ცრემლები წყურია არა?
სამწუხაროდ , ხშირად იღებს და საზრდოობს ამით.
წითელი ზამთარი, მხოლოდ ფურცელს უხდება, სამწუხაროა, რომ ფურცლიდან იქაც იღვენთება წითელი ზამთარი, სადაც ჩვენ ვსუნთქვათ, ალბათ მაშინ იამებს წყურვილს.
ძლიერი ჩანახატი იყო.

უმმ, დიდი მადლობა.
გუშინ რაღაც მჭირდა. საღამომდე არ მომცა მოსვენება, ვიდრე ეს არ დავწერე.

№6 სტუმარი სტუმარი თიკო

მაპატიე, შემთხვევით ,,დავაჰაჰავე", როცა ,,ლაიქისთვის" უნდა დამეჭირა.

პ.ს. თოვლი მიყვარს, რადგან ცუდი მოგონებები ერთმანეთთან არ გვაკავშირებს. ჯერ არ. ჩემს გონებაშიც, თვალშიც ის ყველანაირად სუფთა და სპეტაკია. მეც თოვლის სეზონზე დაბადებული, ყოველთვის დიდი სიხარულით ვხვდები მას. ლამაზი ჩანახატი იყო. კითხვისას, ყველანაირი სევდიანი შეგრძნება მაინც იმან გადაფარა, რომ ბოლოს ავდექი და ზამთრის პეიზაჟს გავხედე ფანჯრიდან. ახლა სადაც მე ვარ, ბევრი, თეთრი, ნაზი და სპეტაკი თოვლია. წარმატებები.

№7  offline მოდერი guroo

სტუმარი თიკო

არაუშავს, რომ ლაიქის ნაცვლად სიცილის ლაიქზე მოგიხვდა ხელი. რა ონავარი თითი გქონია :დდდ
თოვლის სეზონზე დაბადებული თუ ხარ, ვივარაუდო, რომ მერწყული ან თხის რქა ან მშვილდი ან თევზები მელაპარაკება ამ კომენატარიდან? ასტროლოგიაც კომენტარებივით ძალიან მიყვარს. ეს ხშირად უნდა ვახსენო ხოლმე.
ღმერთო, როგორ მიხარია, რომ ჩანახატი მოგეწონა და რომ თქვი სევდიანიაო. სიხარული მალაპარაკებს ახლაც.
მადლიერი ვარ, რომ წაიკითხე, მოიწონე, დააკომენტარე და გამახარე.

№8 სტუმარი სტუმარი თიკო

guroo

მე და ასტროლოგია და მის მიმართ ინტერესი/ცოდნა ძალიან შორს ვართ ერთმანეთისგან, თუმცა დანამდვილებით შემიძლია გითხრა, რომ მერწყული ვარ, ესეც, მეგობრისგან ვიცი :დ:დ

№9  offline მოდერი guroo

ასტროლოგია თავშესაქცევი, საინტერესო სწავლებაა. მჯერა, ოდესმე ერთმანეთს ძალიან დაუახლოვდებით და ორივე ისიამოვნებთ ამ სიახლოვით.
პ.ს. მერწყულები მიყვარს, თითქმის 40% მერწყულის გავლენები მაქვს რუკაში.

საოცრად ლამაზად არის აღწერილი გარემოება ..

სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს შეფასებებს, ჩემს ისტორიაზე. ^_^
--------------------
მ.სეხნიაშვილი

№11 სტუმარი one

mdzimea- magram dzalian kargia)
emociis mteli sizustit gadmocema tqveni savizitoa)
xshiri muza da warmatebebi)

№12  offline მოდერი guroo

მარიამ სეხნიაშვილი
საოცრად ლამაზად არის აღწერილი გარემოება ..

სიამოვნებით მოვისმენდი თქვენს შეფასებებს, ჩემს ისტორიაზე. ^_^

კომპლიმენტისთვის მადლობას გიხდით.
დრო რომ მექნება, წავიკითხავ და გაგიზიარებთ შთაბეჭდილებებს.

№13  offline მოდერი guroo

one
mdzimea- magram dzalian kargia)
emociis mteli sizustit gadmocema tqveni savizitoa)
xshiri muza da warmatebebi)

მადლობა❤️ წარმატებაზე მეტად არაფერი მჭირდება. ეგ მაძლევს ძალას, რომ ვიცოცხლო.
მიხარია, რომ ემოციები, განცდები და შეგრძნებები, ყველაფერი, რაზეც ვწერ, თქვენამდე ბოლომდე მოდის, მთელი სიზუსტითა და სიმძაფრით.

№14 სტუმარი ელ

ახლა მარტია... თუმცა ზამთარი წასვლას არ აპირებს. ჩემთან ისევ ძველებურად თოვს... როგორც ზამთრის გასულ სამ თვეში... მიყვარს თოვლის სისპეტაკე. თითქოს დედამიწას ცოდვებისგან წმენდს.. თუმცა, ხშირად, თავადაც სჩადის ცოდვას... რთულია იცხოვრო მუდმივი მონატრებით. როგორიც უნდა იყოს მშობელი, მასთან მაინც დაკავშირებული ხარ, და ყოველთვის გრხნელება განშორება, მითუმეტეს სამუდამო. სევდიანი იყო...(ჩემი ზამთრისადმი სიყვარულიც უკანა პლანზე გადასწია... თოვლის სითეთრე უკვე სუდარად მეჩვენება... შენი შედარებები ისევ მაოცებს ♡♡♡

№15  offline მოდერი guroo

ელ

ჰო, გაწელილი, გრძელი ზამთარი დაგვიდგა წელს. ამ შაბათ-კვირას ძვლებში არ დავმტვრეულვარ, მაგრამ იმდენი დაზიანება მივიღე, ძლივს დავბობღავ. საწოლში კვნესა-ამოქშენით ვწვები, სკამზეც იგივე ხმებით ვთავსდები და საერთოდაც ჩემი სახლი ერთ დიდ პორნო ოთახს დაემსგავსა. მოკლედ, მეც მიყვარს თოვლი. ზამთარი - არა. მიყვარს თოვლში არაადამიანური გართობაც.
მარტში მოგვითოვა და ძაან მაგარია, არა? მე გამისწორდა. არაორდინალური და რომანტიკულია ერთდროულად.
თუმცა, ამ ჩანახატის ლირიკულ გმირს არც თოვლი უყვარს, არც მშობლები... მხოლოდ სიკვდილი.
სიკვდილის ესთეტიკა ხომ არა? ალბათ, ეს უფრო.
არამგონია, თოვლის სითეთრე რომ სუდარად გეჩვენება, ეგ ჩემი დამსახურება იყოს. ორივე ჩვენგანში უკვე წინასწარ იყო ასეთი ასოციაცია ჩადებული. მოდი, წარმოვიდგინოთ, რომ შპრიცით შეგვიყვანეს უჩუმრისპირად და ჩვენ ვერ შევნიშნეთ - როდის, როგორ და რაც მთავარია, რატომ.
მონატრება მართლა რთულია. გაუსაძლისიც.
გმადლობ♥️♥️♥️

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent