შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

წერილი ათენას


21-01-2022, 02:58
ავტორი აიესმე
ნანახია 9 379

იმით დავიწყებ ჩემო ძვირფასო,რომ სულერთია მოაღწევს თუ არა ეს წერილი შენამდე.რადგან „მე“ ისეთი მიზანი მაქვს რომ... ნუ იფიქრებ ამას,თითქოს შენ ჩემი „მიზნის“ განსახორციელებელი საშუალება იყო ! შენ ხარ ჩემი მიზანი.შენ ხარ ჩემს შინაგან სამყაროში ყველა აკვიატებულ მიზანზე აკვიატებული მიზანი .

მხოლოდ შენ ათენავ

ღვთაებავ-ქალღმერთო !

ჩვენს მსგავს არსებებს უამრავი რამის სწამთ

სწამთ-სწამთ, მათ სულ რაღაცის სწამთ !

განა მე არ მაქვს უფლება რომ შენი არსებობის მწამდეს ?!

უფლება და რწმენა კი არა.შენ უნდა არსებობდე ობიექტური კანონების - გათვალისწინებით.

შენ მართლაც არსებობ...

იმდენი რამ მაქვს შენთვის სათქმელი... ამ ყველაფერს ამ წერილში ვერ დავატევ.თანაც დიდია იმის ალბათობა რომ საერთოდ ვერ შემოეფეთო ამ „წერილს“

ეს ალბათობის თეორია... ყოველთვის მთრგუნავდა ~

როგორც იტყვიან : დიდია, დი - დი !!!

ჯანდაბა,ამას არ აქვს მნიშვნელობა რომ ეს შესაძლოა არ მოხდეს
და არც იმას რომ ის რასაც ახლა ვაკეთებ,შესაძლოა ყოვლად გაუმართლებელ და „უაზრო“ ქმედებად მოინათლოს.ყველაზე უაზროდ რისი გაკეთებაც „მოაზროვნე“ არსებას საერთოდ ეხელწიფება.

ეს ვერ იქნება უაზრობა.ამას უმთავრესად იმისთვის ვაკეთებ რომ შენს ძალა გამოცლილ არსებას სასიცოცხლოდ დაკარგული ენერგიები დავუბრუნო. ორივე შემთხვევაში- მოვა თუ არ მოვა

ამიტომ პირდაპირ გეტყვი...


მე ვარსებობ !


ხო ძვირფასო.ნუ გადაიწურავ იმედებს,სწორედ ამას გწერ.ამას...

რომ „ჩვენ“ ვვარსებობთ !

როგორი უსამართლოა ეს თავნება „ბედი“ რომელიც ცხოვრების საშინელ ზღვაში უმოწყალოდ გვათამაშებს !

ზღვაში უმოწყალოდ თამაშთან დაკავშირებული,ერთი ჩემი „პირადი“ ისტორია მსურს მოგიყვე...

ვაჟადან ვბრუნდებოდი შინ,სახლში.მოკლედ პირდაპირი გეზი მქონდა აღებული სამყაროს დასალიერისკენ. და აი ჩემი ფსიქიკური არანორმალურობების მრავლობითობის გამო რომელიც იმ დროისთვის ჩემთვის უმრავლესობა უკვე „მართვადი“ იყო.უ ც ბ ა დ ჩემთვის სრულიად „ნორმალურ“ მდგომარეობში აღმოვჩნდი. რატომღაც „თავი“ დავკარგე.თან ისე... სრულიად ფზიხელ გონებაზე.და აი რა გავაკეთე.- მე, იმის ნაცვლად რომ „მოედანზე“ ჩავსულიყავი,ჩემი გეზის შესაბამისად. რატომღაც წერეთელზე ჩამოვედი.ან შესაძლოა არც იყო წერეთელი.ერთი გაჩერებით - წინ ან უკან - . მოკლედ ეს ზუსტად არ მახსოვს.ამას არც აქვს მნიშვნელობა.ჩამოვხტი ამ ჩემთვის დაუნიშნავ გაჩერებაზე და მხოლოდ შემდეგ გავიაზრე რომ ეს მოედანი არ არის ! თუმცა ამ დროს „გემი“ უკვე წასულიყო.თავი დავკარგე მეთქი ვთქვი იმიტომ რომ მართლაც ასე მოხდა. მე საერთოდ ვერ ვიხსენებდი საიდან მოვდიოდი - და სად მივდიოდი. უფრო მეტიც... მე საერთოდ დავკარგე ორიენტაცია. გემების მიმართულებაც კი ამერია-წარმოიდგინე.როცა ცოტა გონს მოვედი,კვლავ გრძელებოდა მთელი ეს „არანორმალურობა“ და მე გულწრფელად ვერ „ვიცოდი“ მარცხნივ გავჩერებულიყავი თუ მარჯვნივ. რატომღაც სწორედ იმ გემზე მოვხვდი რომელმაც კვლავ ვაჟაზე დამაბრუნა. რა თქმა უნდა ძალიან გავცხარდი.რამოდენიმე წუთით ჩამოვჯექი და გახსენებას,უფრო ზუსტად კი დამშვიდებას ვცდილობდი.მადლობა ღმერთს ! - კვლავ დამიბრუნდა „ცნობები“ . ჩემმა უჩველო შეტევამ ძალიან დამაბნია. იმდენად დამაბნია და ისეთი ძალით დავიწყე ამ ყველაფერზე ფიქრი რომ როგორ „ავედი“ გემზე და კვლავ სხვა სანაპიროზე როგორ ჩამოვხტი ვერ გავიგე. ამ დროს ცნობები კვლავ გამაჩნდა ჩემს თავზე და ჩემს „მარშრუტზე“ და მე უკვე მართლა წერეთელზე აღმოვჩნდი.და აი როდესაც როგორც იქნა წყვდიადმა დამტოვა და ცოტა გამოიანათა... რა მოხდა ? - მე კვლავ ორიენტაცია დავკარგე.კვლავ დავკარგე ჩემი საცოდავი თავი და ყველა ცნობა ამ თავზე ! . მხოლოდ ის ვიცოდი ამ მდგომარეობაში რომ ეს ყველაფერი ჩემთვის ჩვეულ რამეს წარმოადგენდა და საერთოდ არ იყო პანიკა საჭირო.ვიცოდი რომ ღრუბლები ადრე თუ გვიან გადავიდოდნენ. და აჰა,ასეც მოხდა.-ძალიან გაკვირვებული ვიყავი რადგან მთელი რიგ „მხედველობით-სმენით-სხვადასხვა შეგრძნებით“ არანორმალურობების სრულიად მიჩვეული ვიყავი ! უფრო ზუსტად ეს ყველაფერი ჩემთვის ისეთივე „ნორმალურობა“ იყო როგორც აი ის... ციფრული სამყაროს გამოსხივებას რომ ვშთანთქავთ და არ გვიკვირს.ერთი სიტყვით სხვა ყველა დანარჩენ მდგომარეობას ასე თუ ისე ვაკონტროლებდი ნებისმიერ გარემოსა და ვითარებაში.მაგრამ ეს... მთელი ჩემი სიცოცხლის განმავლობაში პირველად და უკანასკნელად დამემართა.და აი ვცდილობ არ ვიფიქრო ამაზე მანამ სანამ სახლში ჩემს ოთახში,რომელიმე ცხელი ნივთიერებით ხელში არ აღმოვაჩენ ჩემს თავს და ჩვეულებრივ ნორმალურ მდგომარეობას დავუბრუნდები.აი კვლავ გემზე ვარ.ძალიან მყარად ვდგავარ და საკუთარ თავს მხოლოდ ერთ რამეს ვეუბნები „თავი არ დაკარგო,თავი არ დაკარგო !“ მხედველობითი და სმენითი ჰალუცინაცები ძვირფას ადამიანებთან ყოფნის დროს იმდენად არ მაწუხებდა. და აი ჯანდაბა ! - დაიწყოო ? ჰოო დაიწყო.მეჩვენება-მე ჩვე ნე ბა ა. ის არარის ნამდვილი.

ვფიქრობ მაშინ შენ დაგინახე !


„შენ“


ჩემს თავს ვუთხარი რომ ეს ყველაზე საოცარი რამ იყო მთელი ჩემი არანორმალური ცხოვრების განმავლობაში რაც კი ოდესმე მომსვლია.-რადგან ეს მართლაც ასე იყო,რადგან შენი ზედაპირული მშვენიერება საერთოდ დაეჩრდილათ შენს შიგნიდან გამოფრქვეულ ოქროსფერ სხვივებს.მთელი შენი ატმოსფეროთი მოდებოდი მთლიან „ბორანს“.დარწმუნებული ვარ ! დიახ... ამაში ეჭვიც არ მეპარება რომ ნებისმიერმა იგრძნო.იგრძნო რაღაც უჩველო მაშინ იქ,შენი ყოფნისას.როგორი ინერტული შეგრძნებების მქონეც არ უნდა ყოფილიყო იგი,უეჭველი იგრძნობდა რაიმეს.სიმშვიდეს მაინც.

ჯანდაბა...

მსგავსი ფერი არასდროს მინახავს.ასეთი რამ მხოლოდ მზეს სძალუძს ! შენმა ყოფნამ ისე ძლიერ გამათბო,ისეთი სასიამოვნო შეგრძნებებით დამათრო... ---ოოხ... ეს ისეთი კარგი იყო. რა გავაკეთე ?

რა თქმა უნდა შენ იცი რაც გავაკეთე


მე გავაკეთე „არაფერი“ რაც ასე ძალიან კარგად გამომდის !


მხოლოდ ყოველგვარი სინანულის გარეშე. უმთავრესად ასე იმიტომ მოვიქეცი რომ შემეშინდა შენი. შემიშინდა იმის რომ მსგავსი გამოსხივების მქონე არსებისთვის ჩემი ბინძური გამოსხივებით არაფერი დამეშავებინა. ამრიგად და კიდევ ბევრი მიზეზის გათვალისწინებით მე შენგან გავიქეცი.მთელი „გზა სახლამდე“ მხოლოდ „შენ“ მედექი თვალწინ.ახლაც შემიძლია გავიხსენო შენი დიდებული გამოსხივება.შემიძლია გაგიხსენო... „მახსოვხარ-მახსოვხარრ“.

ხანდახან სევდა შემომაწვება ხოლმე.რადგან ვისწავლე „ფერების“ მართვა და ძებნა დაგიწყე.ვეღარ გპოულობ ! ვეღარ...ეს შესაძლოა ბევრი მიზეზით იყოს განპირობებული.შესაძლოა რომელიმე პლანეტამ თავის ორბიტაზე გამოგიჭირა და „მოგხიბლა“ კიდეც.ან შესაძლოა უეცრად შენი ცხოვრებისეული გარემოპირობები ისე მკვეთრად შეიცვალა რომ... აჰა,აღარსად ჩანხარ ! მთელს დედამიწაზე არავინ ანათებს მსგავსად.ა რ ა ვ ი ნ !!! გესმის ?! მინდა შენს შინაგან მზერას მისცე საშუალება რომ დაინახო ის თუ რას ასხივებდი მაშინ და რას ასხივებ ახლა ! ჯანდაბა-ჯანდაბა ჯანდაბ ა ! რა დაგემართა.მაინც რაა ? თუ კი რომელიმე „სამომავლოდ გასაციებელი“ პლანეტის ორბიტაზე ნებით თუ უნებლიეთ ბრუნავ... მისმინე ! მ ი ს მ ი ნ ე !!! შეწყვიტე ! შეწყვიტეე !!! ის გაცივდება და თან წაგიყოლებს. მათი გაციება გარდაუვალია ! ისინი ვერ გეტყვიან იმას რომ „შენში“ „შენ“ არათუ უყვართ... მოსწონთ ! გესმის ?! მათ არ აინტერესებ შენ.თუმცა ნუ გაამტყუნებ.რადგან ვერ აქვთ საკუთარ თავზე საკმარისი „ცნობები“ მათ რომ იცოდნენ „ვინ-რა“ აცნობიერებს თავიანთ არსებობას,მაშინ შენს გაცნობასაც შეძლებდნენ.

დაბრუნდი...

დაბრუნდიი ! არა მარტო ამ პლანეტებს ემუქრებათ საფრთხე,საფრთხე „გაციებს“,არამედ მთელ ჩვენს სამყაროს. დაბრუნდი !

გადამარჩინე

გადავარჩინოთ სამყარო თითქმის გარდაუვალი „გაყინვისგან“




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent