Páiñ makes ťhĕ people ĉhañgĕ..
შენს თავს შეხედე... რად იქეცი, უკვირდები? იმდენად გაითავისე სიცარიელე და ერთი მთლიანობა გახდით, დაგიმონა, გესმის? დაგიმონა. შენ, რომელსაც თავისუფლება გიყვარდა, ყიოდა შენს სულში და ყოველთვის სინათლეზე უნდოდა ყოფნა, სრულ სიბნელეში ჩაიძირა. ამისთვის იბრძოდი? თუ იმისთვის, რომ ცნობილი გამხდარიყავი და ყველა ჰყვარებოდი?! შეგიძლია მიპასუხო? არა. ახლა მხოლოდ ცივი სხეული ხარ-სულის გარეშე. ყინულივით ცივმა წყალმა, შთანთქა შენი სული და სამუდამო სამყოფელში წაგიყვანა, საიდანაც ვერ ბრუნდებიან... მეც ვიყინები. შენთან ერთად ვიყინები და ნელ-ნელა ვკვდები. საიმისო ძალა არ გამაჩნია, რომ ეს ნელი და მტანჯველი კვდომა, ერთი ხელის მოსმით დავასრულო და მეც შენს გზაზე წამოვიდე. ძლიერი იყავი? როგორ ფიქრობ? ახლა რომ აქ იყო, რას მიპასუხებდი? მგონი, ვიცი.. "მე ძლიერი ვარ, ყველაფერს შევძლებ და გადავლახავ. ამ საშინელ დაავადებასაც ისე მოვერევი, როგორც შენ გერეოდი ბავშვობაში.."-შემდეგ გამიღიმებდი და მხარს მკრავდი. მაგრამ... ყველაზე სუსტი ადამიანი აღმოჩნდი, ვისაც კი ოდესმე ვიცნობდი. როგორ შეგეძლო? როგორ...? განა ამისთვის ვიბრძოდით? განა ეს გვინდოდა? ყველაზე საშინელი, ეგოისტი და უგულო არსება გამოდექი-დედამიწის ზურგზე... გახსოვს, ერთხელ, როდესაც საკუთარი თავი, ცხრაკლიტულში გამოამწყვდიე, რძისფერი კანი გაცვდა ისე, როგორც ფერები ცვდება. გაუფერულდა...არავისთვის გითქვამს, რომ ბრძოლა აღარ შეგეძლო. გაჩუმდი. საკუთარი თავი, მარტოობისთვის გაიმეტე და ბოლოს... ბოლოს იყო სიბნელე-ნათელის ნაცვლად. იყო ცრემლები, ღიმილის ნაცვლად. ამბობენ, ყველას ჰყავს თავისი ანგელოზი და დემონიო. შენ, შენი თავის დემონად იქეცი, მაგრამ ჩემთვის, ანგელოზი გახდი..თეთრი და წმინდა. სუფთა, როგორც ანკარა წყარო და ნათელი..ისეთივე ნათელი, როგორიც უღრუბლო ზეცაა, მაგრამ მიღირდა ყოველივე უშენობად?! არა, რა თქმა უნდა. ნეტავ სად ხარ..?! მიყურებ? თუ მიყურებ, როგორ ძლებ და როგორ არ გტანჯავს ჩემი ის ყოფა, რომელიც შენს შემდეგ დადგა ჩემს ცხოვრებაში? ნუთუ არაადამიანი იყავი? როგორ შეგეძლო გაგეთელა ყველა ის გრძნობა, რაც ჩვენ გვაერთიანებდა?! იცი, მინდა გკითხო.. სად გაქრა ის გოგო, რომელსაც უყვარდა სიმღერების წერა? სად გაქრა ის, რომელიც საათობით იჯდა და თავის შემოქმედებას აღფრთოვანებული მიზიარებდა...?! მოკვდა. დიახ, მოკვდა და თან წაიღო ყველა სასიცოცხლო ძალა... ის თუ გახსოვს, კოშმარებისგან შეშინებული, დაცვარული შუბლით როგორ იღვიძებდი და ჩემთან მოდიოდი..? გამეღიმა. ბოლოს როდის გავიღიმე, ეგეც არ მახსოვს. შენ იყავი ჩემი ღიმილი, მაგრამ წამართვი. აი, ასე...ადექი და გაუფრთხილებლად წამგლიჯე. არც კი გიკითხავს. ეგოიზმით შეპყრობილი და დაბრმავებული იყავი. ღირსი ხარ, გაცოცხლდე და ისე დაიტანჯო, როგორც მე ვიტანჯები, მაგრამ მე ვერ გაგიმეტებ. შენგან განსხვავებით, მე ამას ვერ გაგიკეთებ, რადგან მიყვარდი, მიყვარხარ და მეყვარები. ბანალურია. ბრაზილიურ სერიალს მაგონებს მსგავსი ამბები, მაგრამ...ყველა სერიალს, რეალური ცხოვრებიდან აქვს საწყისი. ალბათ, იქნებოდა ადამიანი, ვისაც მთელი გულით უყვარდა და სიმართლის მიუხედავად-რომ ვეღარ დაბრუნდებოდა ძველი დრო და სიყვარული, მაინც ელოდა. ელოდა მოთმინებით, ყოველ დღე...ყოველ თვე და შემდეგ იყო წლები...ხანგრძლივი და მტანჯველი წლები. მტკივნეულია. ყველაფრის გახსენება და გონების ზედაპირზე ამოტივტივება, ძალიან მტკივნეულია. მეწვის მთელი სხეული. ასე მგონია, მალე ფერფლად ვიქცევი და ვეღარ აღვსდგები-ფენიქსის მსგავსად. ფენიქსი...როგორი დიდებული და საოცარი ფრინველია. გახსოვს, "ტატუ" რომ გაიკეთე?! გავგიჟდი. არ მიყვარდა მოხატული ქალბატონები, მაგრამ რომ დავუკვირდი, ისე გიხდებოდა... მხარზე გაიკეთე. ყოველ დილით, როდესაც შენს გვერდზე ვიღვიძებდი, ვეფერებოდი. გეფერებოდი და მიყვარდი...ფენიქსიც მიყვარდა, რადგან შენი იყო. იმედი გქონდა, რომ როგორც ფენიქსი, ისე "გაცოცხლებოდი" და ფერფლისგან ახალი, სრულიად განსხვავებული ადამიანი აღმოცენდებოდა, თუმცა...მწარედ შევცდით. ცხოვრების დანიშნულება, მხოლოდ ტკივილია?! როგორ გგონია, მე რომ ასე გამეწირე, მაპატიებდი? არა, არ მაპატიებდი. მართალიც იქნებოდი..ადამიანი, როცა გიყვარს, გამიზნულად ტკივილს არ აყენებ. იქნებ..იქნებ არც გინდოდა?! იქნებ მსხვერპლი ხარ შენივე გონების..არ ვიცი. ან რა აზრი აქვს ახლა ამ ყველაფერზე ფიქრს? არანაირი. გინდა, ერთს კიდევ გეტყვი.. შენს საფლავთან ვიჯექი. ტკივილს ვკლავდი და საკუთარ სხეულს, ისე ვუჭერდი რომ ნეკნების მტვრევის ხმა, გულს მისერავდა. ამ დროს გაწვიმდა. გაინტერესებს რა მითხრა წვიმამ? მიჩურჩულა, რომ ტიროდი. მითხრა, რომ გტკიოდა. ჩემი ყველა ტკივილი, შენ ორმაგად გტკიოდა. ისიც გამიმხილა, რომ სულ ჩემზე ფიქრობდი. ავკანკალდი...საშინელი სიცივე ვიგრძენი, რომელმაც სხეული დამიხორკლა. მუცელში, ყრუ ტკივილის ხმაც მესმა. ხმას ვერ ვიღებდი. უხმოდ ტირილი დავიწყე და ზეცის გოდებას, ჩემი ცრემლები შევურიე. სახეს მიყინავდა და დაცვარულ ღაწვებს, წვიმის წვეთები მისერავდა. მტკიოდა, მაგრამ სულიერი ტკივილი, ყველა სხვა ტკივილს ფარავდა. ვკვდებოდი ცოცხლად...ვიფერფლებოდი წვიმაში და ისე მიჰქონდა ჩემი სხეული, როგორც ზღვას სჩვევია ქვიშის წალეკვა.. ახლა, ისევ შენს საფლავთან ვზივარ-არყის ბოთლით და ისევ წვიმას ვუსმენ. არაფერს მეუბნება. მხოლოდ მისმენს. აუტანელია. მინდა შენზე მიამბოს, მაგრამ ჯიუტობს. ისიც მკლავს, შენც მკლავ. საბოლოოდ, მეც შემოგიერთდები, მაგრამ ზუსტი დრო, ჯერ უცნობია. აი, ისევ ვიღიმი.. მაგრამ რატომ? არ ვიცი. ალბათ, ვერც გავიგებ, ან გავიგებ, თუმცა პასუხს ვერ ვიტყვი... იყო ქალი...იყო ცხოვრება და სინათლე. დრომ შეცვლა ყველაფერი. ამბობენ, მოგონებები გვაცოცოხლებსო.. ტყუილია. მე ისინი მკლავენ. მტკივა. ყველა ჭრილობაზე მეტად მტკივა..არ ვიცი, როდემდე გავუძლებ... ახლა იცი რას ვიზამ? ბოლომდე გამოვცლი არყის ბოთლს და შენზე დავესვენები. იქნებ, სიზმრებმა მაინც მომიყვანოს შენამდე...უიმედოდ ვარ, მაგრამ ცდა, ბედის მონახევრეო. არ მწამს ყოველივესი, მაგრამ ისე მინდა...ტკივილამდე მინდა, ამიტომ ყველა გზას ვცდი რომ შენამდე მოვიდე. ერთხელ, მესაფლავემ მითხრა: "ვინც კი კვდება, მისი ჩრდილი, ყველა ჩვენგანს ავიწყდება". ვუსმენდი..თითქოს, ვეთანხმებოდი კიდეც, მაგრამ ჯიუტად ვეცადე, რომ საპირისპირო დამემტკიცებინა. შევძელი. მიღიმის...ვხედავ, როგორ მიღიმის საფლავზე დამხობილს და ხელთ, ბარი უპყრია. გამარჯვებული სახით, მეც ვუღიმი და აქ წყდება ჩვენი კონტაქტი, რადგან სიბნელე ისადგურებს თვალებში... მოვედი... შენამდე მოვედი, ჩემო ოცნებად ქცეულო ქალბატონო. გულში ჩაგიკარი. ცივ გულს, თბილი სხეული შემოგაგებე და გავფრინდით...მარადისობაში გავფრინდით, სადაც ერთად შევმქნიდით ახალ რეალობას... ............................................................ სალამი, ისევ და ისევ...აბა, როგორ გიკითხოთ? მეც არა მიშავს..:დდ დიდი ხანი გავიდა, რაც არაფერი დამიწერია. არ ვიცი, რატომ დავწერე ეს, მაგრამ ხომ იცით, შინაგანი მდგომარეობა, როგორი ვერაგია, არა?!:დდ მაიძულა, რომ მსგავსი რაღაც დამეწერა. მითხრა, რომ ვერ ვსუნთქავდი. ვიგუდებოდი. დაიჯერებთ, თუ გეტყვით რომ წერის მომენტში, გავიყინე?! დიახთაც, გავიყინე.........))))) ხელები ისე გამეყინა, ვეღარ ვწერდი. არ ვიცი ასე რატომ დამემართა, მაგრამ იმხელა ბურთი ჩავყლაპე, ლამის დამახრჩო. ორჯერ ჩავისუნთქე და ამოვისუნთქე..ძალიან ღრმად. რა გავაყოლე ამ სუნთქვას, წარმოდგენა არ მაქვს, მაგრამ კარგი იყო. არ მაქვს იმის იმედი, რომ გადასარევი იქნება, არც იმის მოლოდინი, რომ ვიღაცას ისე აუჩქარებს გულს, როგორც მე ამიჩქარა, რადგან ეს ჩემი ტვირთი იყო...ის ტვირთი, რომელიც ვათრიე ამდენ ხანს და ვითომ გადმოვეცი?! წარმოდგენა არ მაქვს..:დ ისე კი მომენატრა ის შეგრძნება, როცა ვიღაც შენიშვნას მაძლევს...თუნდაც არაგამართულ ნაწერში, ან აზრებში...რა ვიცი. ყველაფერი მომენატრა. ისე მჭირდება...უჰ, ვერც კი გადმოგცემთ:დდდ (ღმერთმანი, რა ტრაგიკული გამოსვლა მაქვს..) ზოგჯერ მეც მაქვს ჩავარდნები. ნუ, არ მომწონს, მაგრამ რას ვიზამ... ერთი სიტყვით, ისეთივე გულის ფართხალით გელოდებით, როგორი ფართხალითაც ამ პაწაწინა ჩანახატს ვწერდი...:დდდ ყველაფერი მითხარით. კრიტიკაც, ისიც, ესეც.... მჭირდება...მართლა ჰაერივით მჭირდება.. პატივისცემით, თეთრი შოკოლადი...)) |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.