შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სამგლოვიარო შავი ვარდი


13-03-2022, 22:28
ავტორი guroo
ნანახია 10 169

საფლავში ჩადებამდე თავახდილი კუბო დაასვენეს თხრილის სიახლოვეს სევდით გარემოცულებმა, მერე მოშორებით გადგნენ. გამხმარი შავი ვარდის მკვდარი ბუტკოსავით გვირგვინშემოძარცვული დატოვეს გარდაცვლილი და თითქოს იგრძნეს სიკვდილთან ამგვარი კავშირი, თვალები გამოუშრათ, ზუსტად ვარდისავე ჩამომხმარი ფოთლებვით დაუჭკნათ და ამის გამო შერცხვენილებმა, სინდისის ხმასთან დასაზავებლად თვალთმაქცურად წაუსრუტუნეს და მოისვეს ხელი უთანაგრძნო, მაგრამ უაღრესად მლიქვნელ სახეებზე.
ედომაც ვერ ამოთქვა მწუხარე ტკივილი. მკვდარ კანზე თრთოლვით დაადო ტუჩები გარდაცვლილს და ვერაფერი იგრძნო. მოგონებები არ აეშალა. არც უსუსურობა მოეძალა, არც - მწკლარტე, მოშხამული სინანულის გემო მოედო გრძნობის რეცეპტორებს. ან კი ამაზე მეტი რა უნდა მომხდარიყო? დაკრძალვაზე შენი როლი გაქვს და ზედმიწევნით კარგად უნდა შეასრულო. თამაშის გარდა ვერაფერს გააკეთებ. ფარსს მიაქვს ფაქიზი აღმქმელობა, ამ ქერქისგან გათავისუფლებს, ამ ყვითელი და სლიკინა საფარისგან, რომ როგორც ბანანი, დამცველი გარსისგან გაშიშვლებული, მარტივად გახდე მისი ლუკმები მორიგ წახემსებაზე.
დიდხანს შერჩა ედო პაპამისის ცხედარზე გადაწვენილი იმის მოლოდინში, რომ აი, სადაცაა სევდა ჩაავლებდა თავის მძიმე ხელს და გულისდამდუღვრელად ააქვითინებდა, მაგრამ ტუჩებსაც მობეზრდათ მკვდრის შუბლზე უგულო, უემოციო, ყალბი ამბორი და ედომ ცხოველის ხმით დაიღრიალა ძალიან ხმამაღლა. ისე რომ, მისმა ხმამ უმალ გაბზარა დამსწრეთა შუშის გულები, თან სათითაოდ ყველას მოავლო მზერა და დააკვირდა ვის უცვიოდა თვალებიდან წვრილ-წვრილად ჩამოფშხვნილი, ზოგი უფორმო და ზოგიც - წარმტაცი ნამსხვრევები.
იმ დღეს არ წვიმდა და ვერაფერმა დაასველა სამგლოვიარო შავი ვარდის მკვდარი ფოთლები.
ედომ შვება იგრძნო, როცა მხარზე დედამისი ჩააფრინდა და განზე გაიყვანა.
- ახლა სხვებს აცადე, დედა გენაცვალოს, ახლა სხვების ჯერი არის.



№1  offline მოდერი guroo

ანუ აქაც სიჩუმეა. ვაუ.

 


№2 სტუმარი ელ

როგორ ვერ ვიტან ძალით ატირებულ ვითომ ჭირისუფლებს ( ხმით რომ ტირიან, სახეზე კი ოდნავი მწუხარებაც არ ეტყობათ. ტიპური აფერისტობის ზეიმია ხოლმე. ბაბუს ვერ ჩავეხუტე. მეშინია სხეულში გამეფებული სიცივის.. მინდა ისევ თბილი მახსოვდეს, ასეც იქნება.. ბებოს რომ ჩავეხუტე, გამომშვიდობებისას, იქიდან მომყვება სიცივის შიში... ვეღარ ავიტანე.. .. .. ზოგადად, ყველაფერი მაღიზიანებს, რაც მხოლოდ ხალხის დასანახად კეთდება, რაც გულიდან არ მოდის...
ისევ ავცდი ხაზს. ამ ბოლოს, მთვრალი კაცივით მერევა ნაბიჯები.... მიყვარხარ მე შენ შენი წერის მანერით.... ♡♡

 


№3 სტუმარი სტუმარი Life is beautiful

შევგუბდი...
ისე ვარ, როგორც თევზი უწყლოდ –პირდაფჩენილი.
იმდენად მესმის და მზარავს, რომ მეც ვარ შემოქმედი ნიაგის ცრემლების...
ბაბუ არ ვიცი, ზედმეტად პატარა ვიყავი, ის კი ზედმეტად უხეში.
არ მიტირია მისი გარდაცვალება, უბრალოდ დედაჩემის ცრემლები მწყინდა. რავიცი, ალბათ საკმარისად შეყვარება ვერ მოვასწარი, თუმცა მეუბნებიან რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი. (არ მესმის რატომ.).
გულწრფელად მიტირია, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი, იმიტომ რომ მასთან მაკავშირებელი პიროვნების დარდი მტკიოდა. აი ასე, ყოველგვარი შედარებების, ეპითეტების და ა.შ გარეშე.

"ედომაც ვერ ამოთქვა მწუხარე ტკივილი. მკვდარ კანზე თრთოლვით დაადო ტუჩები გარდაცვლილს და ვერაფერი იგრძნო. მოგონებები არ აეშალა."
სწორია!
მოგონება თუ არ გაქვს, წრფელი ცრემლები ვერ წამოგივა, რაღაც კარგთან დაშორება გვიჭირს ადამიანებს ამიტომ ვტირით, როცა ტკბილი მოგონება არ არსებობს... პასუხი ნათელია.
ცრემლი ეგოისტობის ერთერთი გამოხატულებაა, რომელიც ჩემს ენაზე რომ ვთქვა, ბედნიერებასთან განშორების ტკივილია და მასზე უსუსურად მოპოტინება.
მე ვიცი, შენც იცი, სხვებმაც იციან, რომ ამ ქვეყანაზე ვერ ვიქნებით100 -150 წელზე მეტი, ამდენზეც ზედმეტია ლაპარაკი, (უბრალოდ ასეთი რიცხვები მიყვარს. :დ ) ცრემლი კი საკუთარი თავის დატირებაა, ხო... თუ ნამდვილია ასეა... დატირება, საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენილი საკუთარი თავის, დატირება...
ანუ აქაც რამდენი ვილაპარაკე :დ (ესთი ვარ, რა ვქნა. :/)

ხო, ამ "ვეფხისტყაოსნის" გარე ბიძაშვილის მამიდაშვილით (ყვავის ჩხიკვის მამიდა) თუ ვერ მიხვდი რისი თქმა მინდოდა, ვეცდები ავხსნა. :დ
სწორი ხარ-მეთქი რომ გითხარი, მართლა სწორი ხარ.
სხვა მხრივ მომწონს, შენეული აზრის მიბმა ერთმანეთზე და ვერდაფარული ზიზღით აღვსილი სტროფები. (სულ მაღიმებს, რაღაცნაირად. :დ)
მე თუ სინამდვილეს არ ვწერ, არ ვარგა, (მარტივად) ხელოვნება და ხელოვნების ნიჭი კი ისაა, სიცრუეც რომ იყოს, მაინც დაწყობილად კარგად რომ გამოგდის...
ხშირად ვამბობ ხოლმე, ტყუილს რომ ნიჭი უნდა, ისე არაფერს. :დ
ანუ ნიეჭიერი ხარ, გურამიკო. :)))
აბა, კარგად...
შემდეგამდე.

 


№4  offline მოდერი guroo

ელ
როგორ ვერ ვიტან ძალით ატირებულ ვითომ ჭირისუფლებს ( ხმით რომ ტირიან, სახეზე კი ოდნავი მწუხარებაც არ ეტყობათ. ტიპური აფერისტობის ზეიმია ხოლმე. ბაბუს ვერ ჩავეხუტე. მეშინია სხეულში გამეფებული სიცივის.. მინდა ისევ თბილი მახსოვდეს, ასეც იქნება.. ბებოს რომ ჩავეხუტე, გამომშვიდობებისას, იქიდან მომყვება სიცივის შიში... ვეღარ ავიტანე.. .. .. ზოგადად, ყველაფერი მაღიზიანებს, რაც მხოლოდ ხალხის დასანახად კეთდება, რაც გულიდან არ მოდის...
ისევ ავცდი ხაზს. ამ ბოლოს, მთვრალი კაცივით მერევა ნაბიჯები.... მიყვარხარ მე შენ შენი წერის მანერით.... ♡♡

მეც მიყვარხარ, სასწორო♥️ გული სავსე მაქვს წრფელი მადლიერებით.
რაღაცას გაგიმხელ. პირდაპირ ვერ გავბედე შინამოსახლის გამოლანძღვა. ნიღაბი სულ უკეთია, ჩამოხსნილი არ აქვს ხოლმე და მე რომ მისთვის მეთქვა, აფერისტი ხარ, ყველას თავს აჩვენებ, სულ თამაშობ-მეთქი, გაიკვირვებდა, მკითხავდა კიდეც რატომ მეუბნებიო ამას. აი, ამ კითხვაზე პასუხის გაცემაა რთული. უფროსწორად, შრომატევადი. ბევრი უნდა იჩხრიკო წარსულში, გაიხსენო, დაახარისხო, დარაზმო არგუმენტებად და მერე მთელი მრისხანებით შეუტიო, რომ სული ვერ მოითქვას ახალი ილუზიების თავსმოსახვევად. ოღონდ ჩინეთში რომ არის, კერამიკული არმია, სახეზე ბრძოლის ჟინი და განწყობა რომ აქვთ გამოსახული, მაგრამ უძრავად დგანან, ბრძოლა უნდათ და ვერ მიდიან - აი, ასეთი რამ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაგემართოს.
მე დავფრთხი. ვიცოდი, რომ ნებისყოფა საკმარისი არ მექნებოდა ამ საქმის შესასრულებლად. შეფარვით ვანთხიე ბოღმა საკუთარ თავზე.

სტუმარი Life is beautiful
შევგუბდი...
ისე ვარ, როგორც თევზი უწყლოდ –პირდაფჩენილი.
იმდენად მესმის და მზარავს, რომ მეც ვარ შემოქმედი ნიაგის ცრემლების...
ბაბუ არ ვიცი, ზედმეტად პატარა ვიყავი, ის კი ზედმეტად უხეში.
არ მიტირია მისი გარდაცვალება, უბრალოდ დედაჩემის ცრემლები მწყინდა. რავიცი, ალბათ საკმარისად შეყვარება ვერ მოვასწარი, თუმცა მეუბნებიან რომ განსაკუთრებულად ვუყვარდი. (არ მესმის რატომ.).
გულწრფელად მიტირია, ჩემთვის სრულიად უცნობი ადამიანი, იმიტომ რომ მასთან მაკავშირებელი პიროვნების დარდი მტკიოდა. აი ასე, ყოველგვარი შედარებების, ეპითეტების და ა.შ გარეშე.

"ედომაც ვერ ამოთქვა მწუხარე ტკივილი. მკვდარ კანზე თრთოლვით დაადო ტუჩები გარდაცვლილს და ვერაფერი იგრძნო. მოგონებები არ აეშალა."
სწორია!
მოგონება თუ არ გაქვს, წრფელი ცრემლები ვერ წამოგივა, რაღაც კარგთან დაშორება გვიჭირს ადამიანებს ამიტომ ვტირით, როცა ტკბილი მოგონება არ არსებობს... პასუხი ნათელია.
ცრემლი ეგოისტობის ერთერთი გამოხატულებაა, რომელიც ჩემს ენაზე რომ ვთქვა, ბედნიერებასთან განშორების ტკივილია და მასზე უსუსურად მოპოტინება.
მე ვიცი, შენც იცი, სხვებმაც იციან, რომ ამ ქვეყანაზე ვერ ვიქნებით100 -150 წელზე მეტი, ამდენზეც ზედმეტია ლაპარაკი, (უბრალოდ ასეთი რიცხვები მიყვარს. :დ ) ცრემლი კი საკუთარი თავის დატირებაა, ხო... თუ ნამდვილია ასეა... დატირება, საყვარელი ადამიანის გარეშე დარჩენილი საკუთარი თავის, დატირება...
ანუ აქაც რამდენი ვილაპარაკე :დ (ესთი ვარ, რა ვქნა. :/)

ხო, ამ "ვეფხისტყაოსნის" გარე ბიძაშვილის მამიდაშვილით (ყვავის ჩხიკვის მამიდა) თუ ვერ მიხვდი რისი თქმა მინდოდა, ვეცდები ავხსნა. :დ
სწორი ხარ-მეთქი რომ გითხარი, მართლა სწორი ხარ.
სხვა მხრივ მომწონს, შენეული აზრის მიბმა ერთმანეთზე და ვერდაფარული ზიზღით აღვსილი სტროფები. (სულ მაღიმებს, რაღაცნაირად. :დ)
მე თუ სინამდვილეს არ ვწერ, არ ვარგა, (მარტივად) ხელოვნება და ხელოვნების ნიჭი კი ისაა, სიცრუეც რომ იყოს, მაინც დაწყობილად კარგად რომ გამოგდის...
ხშირად ვამბობ ხოლმე, ტყუილს რომ ნიჭი უნდა, ისე არაფერს. :დ
ანუ ნიეჭიერი ხარ, გურამიკო. :)))
აბა, კარგად...
შემდეგამდე.

მაგ გარებიძაშვილობითაც გასაგებია ყველაფერი. მაგრამ კიდევ უფრო გრძელი კომენტარი - ეს გახანგრძლივებული ბედნიერებაა.
დღეს ბებიაჩემის დაბადების დღეა. ჩემი ნანულა-ქალოსი. მე რომ თეატრალურ ფესტივალზე, სიღნაღში სპექტაკლი ვითამაშე და მამაკაცის საუკეთესო როლის ნომინაციაში გავიმარჯვე, სწორედ იმ ღამეს ამოისუნთქა ბოლოჯერ. დიდი ამბავი, რომ დამტოვა. მერე რა? მაგრამ დღემდე მხოლოდ ის მატირებს, როცა იმაზე მეფიქრება, ამა თუ იმ კარგი ამბით, რაც ჩემს ცხოვრებაში ხდება, ბებიაჩემი როგორ იხარებდა და იამაყებდა. მართალს ამბობ. ცრემლები მხოლოდ ეგოისტობის გამოვლინებაა, მაგრამ სხვა დანარჩენებს შორისაც, დიახაც, მხოლოდ ის არის წრფელი.
მადლობა კომპლიმენტებისთვის♥️

 



სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent