ჩემი სულის ნაწილი
ადამიანი რომელზეც მინდა გიამბოთ ჩემი სულის ნაწილია. პიროვნება რომელიც ზუსტად მაშინ გამოჩნდა ჩემს ცხოვრებაში, როცა ყველაზე მეტად მიჭირდა და არც მინდა იმაზე ვიფიქრო, ის იმ მომენტში იქ რომ არა მე ეხლა სად ვიქნებოდი ან როგორ პირობებში. ადამიანი ბედნიერება, სიხარულის მომტანი, ცხოვრების მღებავი. შეიძლება არცერთი ჩვენგანის ცხოვრება არ არის ისეთივე ფერადი როგორიც გვინდოდა პატარაობაში რომ გვქონოდა, შეიძლება ერთამენთს ვერ ვნახულობდეთ ყოველდღე, სხვა მეგობრების მსგავსად არ გვქონდეს ერთად გადაღებული ფოტოები, ერთად არ გვესადილა მაგრამ ამას ჩვენთვის მნიშვნელობა არ აქვს. ერთ ქალაქში ვცხოვრობთ, ერთმანეთის ნახვას ვერ ვახერხებთ მაგრამ ეს ხელს არ გვიშლის იმაში, რომ ერთმანეთს ჩვენი ტკივილი, ბედნიერება, სიხარული, მონატრება ან სევდა გავუზიაროთ. პირიქით ეს კიდევ უფრო დიდ სტიმულს გვაძლევს რომ ჩვენ დავამტკიცოთ ნამდვილ მეგობრობას რამდენი რამ შეუძლია. ამ ადამიანს 6 თვეა რაც ვიცნობ და არასოდეს მივუტოვებივარ, ყოველთვის ჩემს გვერდით არის როცა მიჭირს. 6 თვე რომელიც ორივესთვის უფრო დიდი დროა, ასე მგონია მთელი ცხოვრებაა ვიცნობ შორიდან და მხოლოდ ამ 6 თვის წინ მომეცა უფლება რომ უფრო ახლოს გამეცნო. მე ვიპოვე ჩემი სულის ნაწილი, მეგობარი რომელიც აიტანდა ჩემს ეშმაკობებს, ჩემს სევდიანობას, 1 წამი ჩემს მხიარულად ყოფნას მეორე წამს კიდე მომტირლად ყოფნას, ადამიანი რომელიც ამის გამო არ დამშორდებოდა და კიდევ უფრო შემიყვარებდა. ადამიანი რომელსაც ყველანაირი ვუყვარვარ და არ ცდილობს რომ რაღაც შეცვალოს, ვუყვარვარიარაღი როგორიც ვარ. ჩვენ გვახარებს ერთმანეთის კარგად და ბედნიერად ყოფნა, გვიხარია რომ გვყავს ერთამანეთი, გვახარებს ერთმანეთზე ზრუნვა. ძალიან ბედნიერად ვგრძნობ თავს როცა მიყვარხარს მეუბნება და რჩევებს მაძლევს. არ ვიცი ამდენი გრძნობა სიტყვებით როგორ გამოვხატო,ძნელი გამოსახატია სიტყვებით ის რასაც ვგრძნობთ. მიყვარხარ |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.