„აღელვების საათები“
აღელვებული და უცნაური გრძნობით ვწერ ამ ყველაფერს დღის მეორე ნახევარში უეცარი ტრავმა ვიგრძენი და ხასიათი შემეცვალა. მგონია, რომ გული მილპება. ყველას ის ვუთხარი რასაც ვფიქრობდი სამსახურშიც და სამეგობროშიც. ეჭვისთვალით დავუწყე მათ ყურება. უცებ მომინდა გრძნობებისგან დაცლა ყვირილი, ტირილი, სიყვარული, სიძულვილილი, ყველაფერი ერთად გამიერთიანდა გონებაში და სულში. მუსიკა ჩემი ყველაზე დიდი თერაპიაა და ამითაც ვერ დავეხმარე თავს ხმამაღლა, ხმადაბლა ყურსასმენით, ველაფერი ვსინჯე, მაგრამ მუსიკიდან ჩემი გულის სიღრმეებში ვერცერთმა ჩააღწია და ამაზეც გავბრაზდი. გავბრაზდი იმაზე რომ როცა ჩემს სხვა მეგობრებს ვჭირდები შემიძლია დასალიერიდან ამოვძვრე და მათთან მივიდე და როცა მე მსგავსი გვერდშიდგომა მჭირდება ვერცერთს ვხედავ ჩემს გვერდით. იმათაც კი ვუთხარი ეს ყოველივე. დრო ამინდი პერიოდი თუ რა იწვეევს ამას არვიცი მაგრამ ცუდად ვარ ავად ვარ რადგან სული დამიავადდა. ჩემს სიყვარულს, ცალხმრივ სიყვარულს, ახალმა ადამიანმა გადაუარადა. ახალა ჩემს ფიქრებში ორივე ირევა ერთად. მეფიქრება მათზეც და გონება ჩემდააუნებურად მათთ შედარებას იწყებს, მაგრამ ორივე აკრძალული ხილია, რადგან არცერთი იქნება ჩემი ცხოვრების თანამგზავრი და არც მეორე. ასე მიყვარს უცებ ხააზის გადასმევა ყველაფრისთვის მაგრამ მერე ისევ ვიწყებ ფიქრს. რაღაც ორი წამით ვარ ხოლმე ცხოვრებაზედა დედამიაზე გაბრაზებული და მინდა ყველაფერი ვთქვა. ხვალ ეს ხასათი გადამივა და ისევ მხიარული ვიქნები ისევ გამოვასხივებ სხივებს და პოზიტივს, ასე მეუბნებიან რომ ჩემს დანახვაზე ენერგიით ივსებიან. იშვიათია ჩემი ასე, დაჭრილი ნახვა დღეს ბევრმა მნახა, გაიგო და დამიკიდა. ან უბრალოდ მე ვარ კარგი მსმენელი და ლაპარაკი რომ არ მიყვარს ვერ ხვდებიან რა გააკეთონ, დიდი რომანტიკოსი ვარ ჩემი ცხოვრება ზღაპრულ ფერებში მაქვს ნანახი და მინდა ყველაფერი ისე მოხდეს როგორც ზღაპრულ ფიქრებში, ასე თუ გაგრძელდა ყველაფერი თავზე დამემხობა ალბად. ველოდები პირველ და უკანასკნელ სიყვარულს არც ერთიჩანს და არც მეორე. ესეც მტანჯავს. იტყვით ახლა რა ფიქრები აწუხებსო მაგრამ ჯოგჯერ სული თუ არ გაათავისუფლე გადაიწვები. მე ეს თავისუფლება წერისას აღმოვაჩინე. ხვალ სინანულით გამეღვიძება ვიტყვი არ უ და გეთქვა ესენი მეთქი მაგრამ არა იყოსისე როგორც იქნება. ცხოვრების დინებას გავყვები ამიერიდან და ვნახოთ ამჯერად რომელ კლდეს მიმაჯახებს. კიდევ რა განსანცდელს გადავიტან და ხელახლა ჩავებღაუჭები ცხოვრებას. მადლობა რომ წაიკითხეთ, მადლობა რომ არსებობთ და აქ მაინც შემიძლია ყველაფრის თქმა და წერა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.