მე და ის
მე და ის - არა, აღარ შემიძლია! - მიდი ლიზი, შენ შეძლებ! - შემიბრალე გთხოვ! ჯერ ხომ 11 წლისაც არ ვარ, არ შემიძლია, მტკივა! - სახლში რომ დაბრუნდები მათემატიკაც დასაწერი გაქვს! - ამ ხელებით როგორ დავწერ?! - დაწერ, ძმასაც ამეცადინებ და მამასაც გაუმასპინძლდები! - არა, გთხოვ! ოღონდ მამას არა, რაც უნდა ის ჭამოს, მე ჩემს ძმას წავიყვან და სხვაგან ვიცხოვრებ. მაპატიე გთხოვ! არ ვარ ასეთი ძლიერი! ლიზიმ ძველი საბჭოს ნანგრევებზე მოხეკილ ალმატურებს, ჟანგშეჭმულ რკინის ნაგლეჯებს, კენჭებით გატენილი კონსერვის ქილებსა და ერთ ორ ძვირადღირებულ ნივთს თავი მოუკრა და მეზობლის ურიკაზე შეყარა. ამ ძვირადღირებული ნივთით კი ბეჭდებს ამზადებდა და მეგობრებში ყიდიდა. განა ყველას შეეძლო სპილენძის ძაფისგან ულამაზესი ბეჭდების მოქსოვა?! - გიო რამე იმეცადინე? - არა, მამამ სიგარეტზე გამგზავნა მაღაზიაში. - მამა! ხომ გთხოვე, რომ გიო უჩემოდ მაღაზიაში არ გაუშვა? შეიძლება მანქანა დაეჯახოს! დედამ ის მე ჩამაბარა... - შენ სახლში არ იყავი და დედაშენს ვერ წამოვაყენებდი ახლა სიგარეტისთვის, ისედაც ძლივს ჩაეძინა. - მამა! გთხოვ დედაზე ასე ნუღარ იხუმრებ, ნურც გიოს გაგზავნი, ვალებსაც ნუღარ დაიდებ. აი, დღეს იმ ჯართს რომ ვთხრიდი, ხელები როგორ მაქვს დასისხლიანებული. - ხო, კარგი, გაჩუმდი! თავი ამტკივდა, შენც მისნაირი ხარ! ღმერთო, რა შეგცოდე ასეთი ოჯახი რომ მერგუნე! გიომ იმეცადინა. ლიზიმ საჭმელი მოამზადა, სახლი დაალაგა, ქათმები დაბინავა, შეშა დაჩეხა. მერე თვითონაც იმეცადინა. ცოტაც იტირა, მაგრამ იმ წუთშივე ჩაილაპარაკა - მართალი ხარ! და ბეჭდების ქსოვას შეუდგა. ********* როცა სამყარო თვალს გაახელს, ფანჯარაში მზის სხივი შემოაჭყიტებს და გაიძულებს გაიღვიძო, გაიძულებს კარგ ხასიათზე გაიღვიძო, შენს გვერდით მწოლი წამიკო შეაფხიზლო, სკოლისკენ ჟრიამულით გაქანდე, ყველა გაკვეთილი ჩვეული სისხარტით ჩააბარო, ძმას ხელი ჩაჰკიდო და ცოტა ხნით დაივიწყო, რომ ქალი ხარ... მთელი სკოლა შენს ხელშია, ძმა, მეგობრები, თამაშები, კარგი მასწავლებლები. - არ შეიძლება, რომ სულ აქ ვიყო? აქ ისე ვერთობი! - კი, მაგრამ რანაირად? სკოლაში ხომ არ დაიძინებ? - მაშინ რა იქნება, რომ მამა არ დამხვდეს სახლში! - მანაც რომ იგივე ისურვოს? ან რომ ისურვოს სხვანაირი ცოლი მომეყვანა, ფულიანი, მერე ხომ უდარდელად ვიცხოვრებდიო? ან ეს ბავშვები მაინც მიყვნენ დედამისს ზედმეტი საზრუნავი აღარ დამრჩებოდაო მერე? - მერე სამართლიანი რომელიც იქნებოდა ისე უნდა მოქცეულიყავი! - შენ თვლი, მამა ახლა სახლში რომ არ დაგხვდეს სამართლიანი იქნება? - დიახ! ის მთელი ცხოვრებაა გვამწარებს, ვერასდროს გავიხარეთ, არ მინდა მისი დანახვაც, ზოგჯერ ისეთებს ვფიქრობ თქმაც მერიდება შენთვის... - ის დრო თუ გახსენდება, როცა მამის დანახვა გიხაროდა? როცა კარგად გექცეოდა? როცა გეკითხებოდნენ ვის გავხარ ასეთი ლამაზიო და მე მამიკოს გოგო ვარო რომ ყვიროდი? - ეგ ადრე იყო, სანამ გიო გაჩნდებოდა, დედა რომ ცოცხალი იყო, ახლა მისი ატანა აღარ მინდა, კარგი მამიკო მყავდა... ნეტა ისეთად დამმახსოვრებოდა... ნეტა დედასთან ერთად ისიც მომკვდარიყო... - არ გინდა მამას ცხოვრების დაბრუნებაში დაეხმარო? - კი, მაგრამ... არა, არ შემიძლია, ჩემი ცხოვრების დანგრევის ხარჯზე? მე მამას ანგელოზად უნდა ვიქცე, რომ ის გზაზე დავაყენო და ჩემს ანგელოზად ვინ იქცევა? ან გიოს მამა როგორ უნდა შევაყვარო? - შენ იმაზე მეტი შეგიძლია, ვიდრე გგონია და იმაზე მეტს შეძლებ, ვიდრე წარმოგიდგენია. ქ. გიორგაძე |
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.