შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

Hunter - მონადირე

3-09-2022, 08:51
ავტორი Life is beautiful
ნანახია 9 084

- გიგრძვნია სიძულვილი?
- არა.
- მე კი, წმინდა სიძულვილი მიგრძვნია. - ყბები დაეჭიმა და კბილებში ავად გამოსცრა. - ისეთი, კანს რომ წამლავს და სულს აღრძოლებს. - ჩაიღიმა და გაყვითლებული კბილები გამოაჩინა.
- რატომ... რატომ გძულდა წმინდა სიძულვილით? - გამწარებულს ჩაეღიმა და ნაფაზი დაარტყა.
- იმიტომ რომ ჭეშმარიტად ნეხ"ი გამოდგა სიყრუე. - გაიღიმა, (ღიმილი, უცნაური ღიმილი, ხან სევდის, ხან ... ღიმილი ყველა მომენტს ერგება, თუ გინდა რომ თავი დამალო, გაიღიმე) დამშრალი ტუჩები გაილოკა და ისევ სიგარეტს მოქაჩა.
მერე კვამლის პატარ-პატარა რგოლები გამოუშვა. - დაბალი "ლეველი", რომელსაც ძირი ეთხრება და უფრო დაბლდება.
- ვერ გავიგე. - დაბნეულობა შეეტყო დამხვდურს.
- ჰაჰ! - თავი გაარხია, ჩაიღიმა და თითები თმებში შეიცურა. - კიდევ კარგი, რომ ვერ გაიგე.
- იქნებ ამიხსნა. - აშკარა ინტერესმა გაიჟღერა ხმაში.
- ერთი ოჯახი იყო რა, ოთხი წევრით.
ოჯახის უფროსმა სიყრუემ, მოიყვანა ცოლი სიჩუმე, ამ სიჩუმეს შვილიც ჰყავდა საკუთარი — ჩაგრული. სიყრუეს და სიჩუმეს ექვს თვეში ქალიშვილი შეეძინათ - სიმორცხვე.
"ბედნიერი ოჯახი იყო" - როგორც მეზობლები ამბობდნენ.
დრო და დრო, ოჯახიდან ხმაური გადიოდა. ხან ბავშვის ტირილი, ხან ქალის ქვთინი, ხან ლომის ღრიალი, ხან ნეკერჩხლის ტოტების მსხვრევა და ჭიქების სხარუნი.
დრო გადიოდა...
სიჩუმე დუმდა, ჩაგრულს ეშინოდა, სიმორცხვეს ერიდებოდა.
სად იყო სიყრუე?
ჭიქას ჭიქაზე ცლიდა და თავის სიყრუეს გამადიდებელი შუშით ანახებდა ბრმებს. ბრმებიც უყურებდნენ სიყრუეს, მაგრამ ვერ ხედავდნენ...
ერთ დღესაც, ჩაგრულმა დატოვა სახლი და თავისი ბუდე შეჰქმნა. მანამდე კი, როგორც ჩაგრულს შეეფერებოდა ისე ცხოვრობდა სიყრუეს დამსახურებით - ჩაგრულად.
დარჩნენ სამნი: სიყრუე, სიჩუმე და სიმორცხვე.
ერთმანეთს ვერ უგებდნენ...
ერთ ღამესაც სიყრუემ, რუტინად ქცეული ხმაურის სიმფონია დაუკრა და სიჩუმეს ატკინა. ისე ატკინა, რომ მისმა ტკივილმა სიმორცხვეს ჩიტივით პატარა გულშიც ღრმად გაიდგა ფესვები, აქამდე თუ ჩაგრული იცავდა ტკივილისგან, ახლა პირდაპირ შეასკდა კლდესავით მყარი სევდა სიმორცხვეს გულს, დაეპატრონა და თავის საბუდოდ იგულა.
შიოდა სიჩუმეს, ლაპარაკი შიოდა, მაგრამ წესი და რიგი, როგორც მოითხოვს, ისევ დუმდა!
ისევ და ისევ, კვლავ და კვლავ მეორდებოდა მინის მელოდიური სხარუნი დილიდან დაღამებამდე, ზოგჯერ დაღამების მერეც...
ტკივილი იზრდებოდა, სიმორცხვე უფრო ითრგუნებოდა და თავის ნაჭუჭში იკეტებოდა. შეიცვალა სიფერადე და გახდა,სილურჯე და სინაცრისფრე...
დრო გადიოდა, არ ჩერდებოდა და დაუნდობლად მიიწევდა წინ, წამები და წუთები კი წარმოუდგენელ დაღს ასვამდნენ სიმორცხვეს ნაზ კანს. მასში ისედაც შეცვლილი სიფერადე უკვე გამუქებულიყო და ერთ ფერად იმზირებოდა მისგან. სიმორცხვეში გაბატონებულ სიშავეს სიძულვილისფერი აღქმა შეეძინა. სიძულვილისფერი ღიმილები იკავებდა მთელ გონებას და გონებიდან გულსაც წამლავდა.
სიჩუმე დუმდა, სიმორცხვე წუხდა, ჩაგრული ბრმავდებოდა. იცოდა რაც ხდებოდა, მაგრამ ოჯახიდან გასული ყველა სხვა იყო და მათ საქმეში ჩარევა რთულდებოდა...
მერე ერთ- ერთ მზიან დღეს, სიმორცხვემ გადაწყვიტა, რომ ყველაფერი შეეცვალა მის ცხოვრებაში. სახლის სახურავზე ავიდა და წინ გადაშლილ ხედებით ტკბობა დაიწყო. ამდენი ხნის შემდეგ, პირველად გაიღიმა ასე გულწრფელად, თვალებდახუჭულმა ტყიდან მონაბერ ცივ-თბილ სიოს სახე მიუშვირა და ფილტვების დახეთქვამდე შეისუნთქა ტყის სუფთა სინაზის სურნელი. ხელები გაშალა ნაბიჯი წინ წადგა, თვალზე ეული ცრემლი მოიწმინდა და... თვალებდახუჭული, ხელებგაშლილი, წრფელადმომღიმარი, თავისუფალი, სითამამეშეპარული გადაეშვა ქვევით, უსასრულობისკენ, სადაც სიმშვიდე უეჭველად დახვდებოდა, ისე მიიწევდა ძირს, როგორც ატმის ყვავილის ნაზი ფურცელი, სიფაფუკით და სიმორცხვით... აი, მიუახლოვდა სიმშვიდეს, თუმცა არა! მოლოდინი არ გაუმართლდა! არ იყო იქ სიმშვიდე, იყო ტკივილი ყველა ძვლიდან, უჯრედებიდან და სინანული. ბოლო სიტყვები კი: ,,მაპატიე დედა"...
- შენი აზრით, ჩაგრული რას გრძნობდა?
- ტკივილს...
- არა, არა.. - ჩაიცინა ბიჭმა სევდიანად და სიგარეტის მორიგი ნაფაზი დაარტყა. თვალები თითქოს შუშისმაგვარი გახდომოდა.
- მაშინ რას?
- შენ რა, ძალით იშტერებ თავს? - ისევ ჩაეცინა, ამჯერად ბრაზით.
- სიძულვილს... - ცერა თითი აუწია, სწორი პასუხის ნიშნად, ისევ გაიცინა, არა უფრო გადაიხარხარა, ყმაყოფილების კი არა, ცბიერების ნიშნად. თაფლისფერ თვალებში დემონები აუცეკვდნენ თითქოს.
- სიყრუეს რა მოუვიდა?
- ჩაგრულმა მოკლა.
- სიჩუ..
- ის მარტო დარჩა, როგორც იმსახურებდა...
- რატომ?
- შვილები ვერ დაიცვა...
- და შენ რატომ აკეთებ ამას?
- იმიტომ, რომ სიმორცხვე და ჩაგრული არ იმსახურებდნენ იმას, რაც მიიღეს ძღვნად. და არც სიყრუე და სიჩუმე იმსახუდებდნენ შვილებს.
- მუხლები მოხარა, თავი ჩაქინდრა და გრძელ თმაზე ხელები გადაისვა.
- მიხვდი რას ნიშნავს, წრფელი სიძულვილი? - დამხვდურმა თავი დაუქნია. - სიყრუეს ერთი მისხალი სითბო არ ჰქონდა მიცემული ჩაგრულისთვის, ამიტომ წრფელად შესძულდა ის პარაზიტი.
- მოიცა ვერ ვხვდები, შენ ამბობ, რომ ხმაური გამოდიოდა, მაშინ მეზობლებმა რატომ არ გააკეთეს არაფერი?
- მე ისიც ვთქვი, ოჯახის საქმეში სხვა არ ერევა-მეთქი. ეგ, კი არა, სიმორცხვეს ათას ჩირქს სცხებდნენ, ,,ალბათ შეყვარებულთან დაშორება ვერ აიტანა", ,,ორსულად იყო და იმ ბიჭს არ უნდოდა", ჩაგრულმა რომ გაიგო, წავიდა და სიყრუე მოკლა.
- მერე ციხეში ჩასვეს არა?
- ხო, თავისი ფეხით მივიდა გაღიმებული პოლიციაში და ხელში მოკლულის გული ეჭირა. - თითები ტუჩებზე მიიდო და ღიმილის შესაკავებლად იკბინა. თითქოს სიამოვნებდა ამის წარმოდგენა.
- კარგი, ჩემი წასვლის დროა. დედა მელოდება. - არაფერი უთქვამს, დაელოდა როდის გაეცლებოდა ყაყაჩო.
როცა წითელკაბიანი ყაყაჩო ქუჩის კუთხეს მიეფარა, ჩაგრულმა ჩანთიდან ამოღებული კაპიუშონი მოიცვა და მოხრილი დანაც ამოაყოლა.
- შენი აზრით, ჩაგრულს უნდა მოეკლა სიყრუე? - პირდაპირ ყურთან უჩურჩულა ყაყაჩოს თავისი ბოხი ხმით.
- შენ აქ, იქ არ.. რა გინდა? - შეშინებულმა, სიტყვები ბორძიკით წარმოსთქვა.
- კითხვაზე მიპასუხე!
- კი, მე.. მე არ ვიცი. - შიში ხმაში ერეოდა, გაქცევა უნდოდა, მაგრამ ფეხები არ ემორჩილებოდა, მილურსმნულივით ადგილიდან ვერ იძვროდა.
- თუ კი, მაშინ რატომ?
- იმი... იმიტომ რომ იმსახურებდა.
- მაგრამ მე ახლაც რომ მინდა?!
- რა... რა გინ... გინდა?
- აი, ეს! - მოხრილმა დანამ გაკვეთა აბრეშუმის კაბა და უფრო მეტადაც შეღება იგი...
- რატომ აკეთებ ამას? მე ხომ მიყვარდი?! -
- შენი მშობლები იმსახურებენ!
-რატომ? მათ ხომ არაფერი დაუშავებით?!
-დააშავეს! რატომ ვერ ეუბნებოდი ჩვენზე? იმიტომ რომ გეშინია მათი. იმიტომ რომ არასანდოები არიან, რომ ვერ გაბედე მათთვის გეთქვა. ახლა მიხვდებიან, რომ მთავარი შენი სიცოცხლე იყო და არა, სხვები რას იტყვიან.
- შენ არ გაქვს უფლება, მე არ ვიმსახურებ თვალების დახუჭვას...
- არც სიმორცხვე იმსახურებდა,
როგორ გგონია, შენს მშობლებს როგორ შევძულდები?!
- წრფელი სიძულვილით... - ერთი წვეთი მარგალიტი ჩამოუგორდა სახეზე და წითელკაბიანი ყაყაჩო ჩაქრა. დახუჭა თავისი გიშერივით თვალები და სამუდამოდ ვაკუუმში, უწონადობაში, სიცარიელეში, ან კიდევ ვინ იცის, იქნებ სიმშვიდის სისავსეში გადაეშვა.
მიეალერსა მის კანს, მასაც ატმის ვარდისფერი სინაზე ჰქონდა, როგორც სიმორცხვეს.
***
- სიკვდილის დრო 21:34;
- ეჭვმიტანილი გვყავს?
- ,,ჩაგრული".
- რატომ აქვს ეს ფსევდონიმი? - თავი მოიქექა ოფიცერმა.
- ამბობენ, რომ მამინაცვალი ძალადობდა მასზე.
- ანუ რიგითი მოძალადეს შვილი, რომელიც მოძალადედ იქცა?
- ასეა! - დაემოწმა მეორე.
- მოტივი? -ისევ საქმეს მიუბრუნდა, იქამდე, მანამ სანამ უცხო ხმა არ გაიგონა.
- წრფელი სიძულვილი კაცობრიობის მიმართ... - ოფიცერი უკან მიბრუნდა. ის, იქ იყო და ხელში ჯერ კიდევ მფეთქავი სიცოცხლე ეჭირა.
- ,,ჩაგრული"- დაიჩურჩულა ერთ-ერთმა და იარაღი მოიმარჯვა.
- მე გულების მბრძანებელი ვარ! - ავად გამოსცრა კვილებში და ისევ სარკასტულად გაიღიმა.

№1  offline მოდერი guroo

მოვედი დაპირებისამებრ.
გამიჭირდა გაგება. ისეთი იყო, ერთდროულად რომ უნდა გაიაზრო ბევრი რამ, თორემ სხვაგვარად გონებას ვერ მიადევნებ წაკითხულს და აზრი გაგიწყდება აბზაცის შუაწელში. რამდენიმე ადგილი არა ორჯერ, არამედ სამჯერ და ოთხჯერ გადავიკითხე. თავი უშტერესი იდიოტი მეგონა, რაკი ვერ ვიგებდი... მერე დავამუღამე. თავიდან იმასაც ვერ ვხვდებოდი, რომელი იყო დედა, რომელი - მამა... მოკლედ, ბოლოს ყველაფერი დალაგდა.
სიძულვილი, თანაც ასე წრფელი, ნოყიერ ნიადაგზე აღმოცენებული და პათოლოგიური, შეიძლება ნევროზის რომელიღაც ფორმაა. ყვითელი კბილები რომ გამოაჩინა გაღიმებისას, აი, მაშინ გავიფიქრე - სიგარეტს რომ არ ეწეოდეს, ნევროზის ბრალი იქნება-მეთქი. იმიტომ, რომ ძალიან ხშირად არაჰიგიენურობისკენ მიდრეკილს ხდის ადამიანს და რა გამორიცხულია, რომ ჩაგრულს გამოუხეხავი კბილები უელავს ყვითლად?
სიძულვილი სიბინძურეა. მიუხედავდ იმისა, რომ წარმოუდგენლად მელამაზება, მაინც ვემიჯნები. არადა, პირდაპირ ვენებში ვგრძნობ ჭარბი სიძულვილის თრომბებს და ზოგჯერ სისხლისთვის გზის ჩახერგვასაც ახერხებენ ეგ ონავრები. მაგით ვხვდები, რომ მკლავს და მიჯობს, მათი მოტრფიალე არ ვიყო.
გულწრფელად გეტყვი, რომ ეფექტი მხოლოდ ორად-ორ მომენტს ჰქონდა: სიმორცხვის უწონადობაში ფრენას და გულების მრძანებლის გამოჩენას. სხვა დანარჩენი უბრალოდ იყო, კონტექსტს ქმნიდა, ამბავს კრავდა. მაგრამ ვერ ალამაზებდა იმ ორივით.
სიგიჟემდე გაბრაზებული ვარ ჩემი მშობლების უპასუხისმგებლობაზე. ვთვლი, რომ შვილები არ უნდა ჰყოლოდათ. არ იყვნენ მზად. არც ფინანსურად და არც ემოციურად. შენ წარმოიდგინე, მენტალურადაც - არა! კი მიხვდები, რა დამემართა, როცა ამ ჩანახატშიც იგივეს წავაწყდი. უყოყმანოდ და ბრმად, გაუაზრებლად ვიქეცი ჩაგრულისა და სიმორცხვის იდეოლოგიის მხარდამჭერად. ჩაგრულის ყველა ფიქრი ჩემი ფიქრი გახდა. ისე, რომ მათი განსჯა არ დამიწყია. კითხვას რომ მოვრჩი, მერეღა გამოვედი ამ ძილბურანიდან, ამ მაგიური ზემოქმედებიდან და ისევ საკუთარ პოზიციას დავუბრუნდი.
არ მინდა ისეთი რამეები ვწერო აქ, რაც ისედაც ცხადია და არაერთხელ თქმულა უამრავი ადამიანის მიერ. უბრალოდ დავამატებ, რომ სიძულვილით სავსე ადამიანებს, ვინც მოჭიმულ ემოციებზე ჯამბაზივით დახტუნაობენ, იმედი არ უნდა გაუცრუო. ამით ძველ ტკივილებს გაახსენებ. მერე არავინ იცის, ვისი თავი სად და როგორ გაგორდება. შეიძლება ბოლოკივით, შეიძლება - როგორც გოგრა... სიკვდილის სცენარს რა ამოწურავს.
მომეწონა. სათქმელი, რომელიც ტექსტის უკან დგას, კარგად დამუშავებული იყო. კარგად ორგანიზებული ასოციაციების ჯარით დაისაკუთრა გონების ტერიტორია.
ამიტომ გილოცავ. შესანიშნავი ანექსია გამოვიდა.

№2  offline წევრი Life is beautiful

guroo

მიყვარს დიდი კომენტარები, წარმოუდგენელ ადრენალინს ვგრძნობ კითხვისას და მუცელში ფეთქვას. ))
,,ჩაგრული" ჩემთვის ძალიან საინტერესო პერსონაჟია, რელობაში, როცა მასზე ვწერდი, ბევრად მეტი ფერი ჰქონდა, მაგრამ რომ გადავიკითხე, მედიდა, იმდენად მეუშველებელა რომ გადავიფიქრე, მივხვდი, რომ მისი სხვა რაკურსით დანახვა, სიძულვილის მოტივსაც შეცვლიდა და სულ აირეოდა მკითხველი (რომელიც საოცრად ბევრი მყავს. :დ).
ჩემი აზრით, ნერვოზი დღესდღეობით ყველას აქვს, მე პირადად კბილების კატასტროფულად ბევრჯერ გახეხვის, თავისი წილი ჩაგრულსაც ექნებოდა, თუმცა ვინაიდან ჩაგრული სიძულვილის ჭურჭელია და ამ ჭურჭელს ვერ ექნება თეთრი კბილები.
რაც შეეხება, დანაწევრებას, მომწონს ერთად აღსაქმელი რომაა, რადგან სხვანაირადა ვერცერთ მონაკვეთს ვერ მოეჭიდები, გაიძულებს ბოლომდე წაიკითხო, არის ისეთი წიგნები, თავში, შუაში და ბოლოში, რომ წაიკითხო აზრს ჩაწვდები, მე კი არასდროს მომწონდა მსგავსი წყობა, კითხვის პროცესში უნდა იშლებოდეს ყველა კარტი.
ძალიან ბევრ ადამიანს გვაქვს ბავშობის დაღი მშობლებისგან, რომელსაც ვერ ვერევით. მეც მათ შორის, თუმცა ამას ფსიქოლოგიურად მოვერიე, გადავლახე და გავბედე, რომ მათთვის მეთქვა: ,,მე ქალი ვარ, რომელსაც შეუძლია თავისი ცხოვრება მართოს, შეწყვიტეთ უადგილო რეპლიკები" და მართლა შეწყდა, მაგრამ ეს მხოლოდ იმიტომ, რომ ჩემი ძალა დაინახეს. მაგრამ სანამ ეს მოხდებოდა, მათ თანადგომას მხოლოდ ავადმყოფობის ჟამს ვგრძნობდი, მაშინ იყვნენ ისეთები, როგორიც ჩემს იდეოლოგიაში მშობლები არიან, ბევრად მგრძნობიარეები.
სიკვდილიც ამიტომ გავითამაშე ჩემს სცენაზე, იმიტომ რომ ხანდახან კაცობრიობა ამომასხამს კისერში და მინდება რადიკალური ვიყო, ,,დააშავეს! რატომ ვერ ეუბნებოდი ჩვენზე? იმიტომ რომ გეშინია მათი. იმიტომ რომ არასანდოები არიან, რომ ვერ გაბედე მათთვის გეთქვა. ახლა მიხვდებიან, რომ მთავარი შენი სიცოცხლე იყო და არა, სხვები რას იტყვიან." ბევრად ლამაზად შეიძლებოდა მეთქვა, მაგრამ ეს მკითხველისთვის მარტივად დავტოვე, რადგან ბევრის სათქმელია აქ და როცა ყაყაჩოს მშობლები გაიგებენ, რომ ყაყაჩომ დაიძინა, მიეცემიან სანუკვარ წუხილს, რომელიც არაფერს შველის, სიჩუმე ის მშობელია, რომელსაც უყვარს საკუთარი შვილი, მაგრამ ვერაფერს ვერ ცვლის მისი უკეთესი მომავლისთვის, შვილის სიკვდილი შეიძლება მათთვის, ორივე მშობლისთვის მტკივნეულია და სასჯელი, მაგრამ ადამიანის დაბინდულ თვალებს, მხოლოდ მწვავე ტკივილი ახსნის ფარდას, რომელიც მიახვედრებს, რომ თითოეული წამი უნდა გამოეყენებინათ ერთად, შეცდომისას უნდა მიეღოთ ერთმანეთი და გაეაზრებინათ შეცდომები გადაეფასებინათ და არა გაკიცხვა, რომელმაც შეიძლება ბავშვის ფსიქოლოგიას დიდი ზიანი მიაყენოს, ჩაგრული დააზიანეს, ისე რომ მისი გამთელება ვეღარ მოხერხდებოდა, ამიტომ ჩაიდინა მეორე მკვლელობაც, რადგან თვლიდა, რომ ყაყაჩოსაც ისე მოწამლავდნენ, როგორც თვითონ იყო მოწამლული, თუმცა, უფრო მისი მშობლების ღვარძლი უბღატავდა სულს, რათა მათაც ეგრძნოთ, შვილის მიმართ ერთხელ მაინც გახედილი ცივი მზერა, რამხელა დანაშაული იყო.
ჩაგრული, ის პერსონაჟია, რომელიც ფსიქოლოგიურად დაავადეს, მაგრამ მისი იდეოლოგია... მე ძალიან მომწონს. მხოლოდ რადიკალიზმი, მკვლელობა რეალობაში მეზედმეტება, მიუხედავად იმისა, რომ ვფიქრობ აქ ზუსტად ასე უნდა დამეწერა.
გამეცინა ამაზე : ,,სიძულვილით სავსე ადამიანებს, ვინც მოჭიმულ ემოციებზე ჯამბაზივით დახტუნაობენ, იმედი არ უნდა გაუცრუო" ასეა, მაგრამ გავიმეორებ, რომ ჩაგრულში სიძულვილი ჩასახეს, თვითონ არ იყო ასეთი, შეიძლება იყო და ამაზე გაღვივდა კიდეც მასში მყრალი მცენარე, მაგრამ მთავარი ზემოქმედება, იმ ტკივილს ჰქონდა, რაც მიიღო. თორე მანამ ხომ არ მოუკლავს, სანამ მისმა დამ თავი არ მოიკლა, მანამდე იცავდა მის დას, მასშიც იყო კეთილი, მაგრამ ყოველმა ახალმა გამოცდამ აჩვენა, რომ კაცობრიობა უნდა შესძულებოდა და ენადირა - მათზე.
,,შესანიშნავი ანექსია გამოვიდა". მადლობა ძვირფასო, ახლა რომ გავშალე, უფრო ჩამითრია, მემგონი ახალი ჩანახატი დავწერე, ოღონდ ნათლად. ,,სხვა დანარჩენი უბრალოდ იყო, კონტექსტს ქმნიდა, ამბავს კრავდა" შემეძლო მეტად ამაღელვებელი ყოფილიყო ქარაგმული და რთულად ჩასაწვდომი, მაგრამ ის კონტექსტი, უმნიშვნელოვანესი იყო, კონტექსტი ჯაჭვია, რომელიც ორ, სამ ან მეტ განსხვავებას ერთმანეთს აწებებს და ზუსტადაც ,,ჰკრავს". )))
...
მადლობა, რომ მოხვედი, ამხელა კომენტარი და მიტოვე და შეხვედრამდე... )))

№3  offline მოდერი guroo

Life is beautiful

კი, უმაგრესი გრძნობაა კომენტარში კიდევ უფრო გაშლა და მე ამის წაკითხვითაც ვისიამოვნე.
მადლობა ყურადღებისთვის. არა. საინტერესო ყურადღებისთვის.

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent