მე, გიჟს მეძახიან!
მე, გიჟს მეძახიან! დილიდან დაღამებამდე, მკვდრებს ვუზივარ გვერდით. მე, თავს მარიდებენ! მარმარილოს ცივ ქვებს ვეხუტები. მე, გარიყული ვარ! უცნაურად ვიყურები, როდესაც მაშტერდებიან. მე, მანიაკი ვარ! საკუთარ შიგნეულობას ვსერავ. მე, მარტოსული ვარ! ამ სასაფლაოზე, ცოცხლებშიც “მარტო სული” ვარ. მე, შემოქმედი ვარ! დრამა, დრამა და დრამა. მე, ხელოვანი ვარ! ხელოოო ვნებააააა… მე, იდიოტი ვარ! იასამნები ჯობნიან ვარდებს. მე, ბოროტი ვარ! საკუთარ თავს, ვერ შევიყვარებ. მეე, მთვარე დამსდევს! ვერცხისფერ სხივებში სიბნელეს ახშობს. მეე, მთვარეული ვარ! ცხოვრებას, სიზმრის ფერებში ვლამობ. მე, მიწა მიხმობს. ვარსკვლავებს შორის, ციცინათელასავით ვანათებ. ვერ გავურბივარ ვერცხლისფერ სხივებს, ვერ გავურბივარ მე გაზრდას. თმაში სითეთრე სიბერემ კი არა, მთვარეზე ფიქრმა შემომაპარა. ვერ გაურბის ის, მის ნაცრისფერ სფეროს. ნაცრად ქცეული ფიქრების გუდა, მიწანაჭამი თეთრი თმის ხრწნით, ვერ გაექცევა მთვარეზე ფიქრებს. სიჩუმეს იხდი, მის ძირში ყოფნის სანაცვლოდ. იხდი სხეულს, იხდი ფიქრებს. თმები შემღება მე, მთვარის შუქმა. მე, მთვარე დამსდევს! მეე, მთვარე დამსდეეევს! მე, გიჟს მეძახიან. მთვარის შუქისგან გათეთრებულ თმაზე, ღრუბლები დამტირის მარტო სულ კუბოს. მე, ის მიზიდავს! მე, ის მაცოცხლებს! მე ჩემს გონებას ვუძღვნი რკალ მთვარეს. მე ის მიყვება, ჩუმი ჩურჩულით, სიბნელეს არღვევს ჭყვდიად ფიქრებში. მე, მთვარე დამსდევს! ჩურჩულით ყურებთან, გრძნობებით ფიქრებში, მარტოსულ მთვარეულს. “მარტო’სულ მთვარ’ეულს”!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.