შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

გადასვლა


6-07-2023, 11:35
ავტორი სიბილა
ნანახია 658

ბოლოს რაც ახსოვს, მცენარეული მწვანე საფარი იყო. ზაფხულში მოხდა ალბათ ამბავიც; და როგორც ყველა ამბავი იქნებ თავიდან უნდა დაგვეწყო, მაგრამ პარკში ის შეხვედრა აშკარად იყო დასასრული.დასასრული თუ არა, მისი დასაწყისი მაინც.მცენარეები და სიმწვანე რა, ბუნების სურათების ტკბობით კი არ იყო დაკავებული,თვალი გაუშტერდა უბრალოდ. თვალები რა, გონებაც..
-შემოგარტყა ერთი, თუ თავად მოხვალ აზრზე,- მოესმა დაზაფრულს.
თავი ასწია და გადაიქნია.არაფერი აღარ უნდოდა, სრულიად აღარაფერი. ცოლი უნდა მოვიყვანოო, ფეხმძიმედაა ერთი გოგო ჩემგანო. აი, მაშინ გამოშტერდა.
მათი ურთიერთობიდან გამომდინარე, უნდა ჰქონოდა ამ ყველაფრის მოლოდინი.ეს გულის ტკივილი, ძილის წინ ცრემლების ყლაპვა, ამოსუნთქვის გაძნელება- მაშინ უბრალოდ მისი განცდების გამოხატვა იყო. წლების განმავლობაბში შეაგროვა ბევრი ასეთი წუთი, მრავალი მაშინდელი თუ სხვანაირი განცდა და და თავის ტკივილად ექცა. მერე ბრაზობდა , რატომ მტკივა თავიო. ნეტავ სცოდნოდა...ასე თუ ეტკინებოდა, სულ არ იდარდებდა ვინმეს ორსულობას..ახლა ხვდება, რომ გულის ტკივილით სავსე ღამეები კი არ უნდა ეთენებინა:- ერთი კარგად იყავითო, უნდა ეთქვა. შემობრუნებულიყო, დაეტოვებინა ის პარკი და მათი არსებობაც დაევიწყებინა.
მერე რა მოხდებოდა?
მერე აიღებდა შვებულებას და წავიდოდა სადმე მთაში.
მან იცის,როგორც მოიქცა და იცის როგორც დამთავრდა ყველაფერი.გასახსენებელიც არაფერია, მოსაგონებელიც აღარავინაა.
მაგრამ მან ახლა იცის, როგორ უნდა მოქცეულიყო. და ისე რომ მოქცეულიყო, ახლა სულ სხვა ცხოვრებით იცხოვრებდა; მაგრამ არის მიზეზი, მიუხედავად ამხელა ტკივილებისა, რომ არაფერს ნანობს, რადგან- სხვაგვარად ვერ იპოვიდა იმ ადამიანს, ვინც ახლა ჰყავს და სიგიჟემდე უყვარს. ის სხვა, წესით არც უნდა ჰყვარებოდა .იყო მეგობარიც, პარტნიორიც, კავალერიც, ბევრი საინტერესო წუთიც გაუტარებიათ ერთად, მაგრამ სიყვარულამდე პრაგმატული ურთიერთობები არ დადის.
გაეცინა..ასეთი, ერთი ხომ არ ახსენდება მხოლოდ. ამდენის გამო კი საერთოდ არ ღირს დარდი. სინანული? კი, ბატონო. უფრო მეტად საინტერესოდ და მომგებიანად უნდა გამოეყენებინა დრო. სად იყო დრო. საშინელი დრო იყო. ან გადარჩებოდი , ან ვერა.
ჰოდა, როგორ უნდა მოქცეულიყო?> შვებულება უნდა აეღო და ზღვა ენახა. ჰო, ზღვა. წლების მერე, როცა ზღვა ნახა, მივლინებაში ჩასულმა, მხოლოდ ერთი ღამით... მისი ხმაური რომ მოისმინა, მიხვდა-აი,ეს იყო , რისი მოსმენაც ყოველთვის დაამშვიდებდა.
ხოდა, წავიდოდა. დაჯდებოდა და მოუსმენდა. უფრო ღამით უყვარს ზღვის ხმაურის მოსმენა. ვერ ხედავ, მაგრამ მისი ტალღები იქვე, შენს ფეხებტან გელამუნებიან.შორიდან კი ხმაური ისმის.შენ ხმაურს ეძახი, თუმცა, ეს შენი სულის ძახილია. ტყეში გასული ხმამაღალი ყვირილით რომ იწყნარებ ნერვებს-ჰო, ესაა. ჰოდა, უსმენ და მშვიდდები, რაც უფრო ხმამაღლა ხმაურობს ზღვა, მით უფრო მშვიდდები. გცივა, გაკანკალებს, იქნებ ახლოს მოშხეფებული წვეთებიც გასველებენ, მაგრამ შენ არც ფიქრობ წასვლას, მეტი სიმშვიდე გინდა, მეტი განტვირთვა. ის ხმაურობს, შენ დუმდები, ის ბობოქრობს,შენ წყნარდები, ევედრები, შენი ბოლო განცდაც წაიღოს, ყველა ტკივილი დანთქას მის ტალღებში. ტალღები ღმუილით ეხეთქებიან შენი სულის კედლებს, აღარავითარ ემოციებს აღარ გიტოვებენ და შენც ეცემი ძალა გამოცლილი.
წევხარ და მოგწონს მისი სიგრილე, მისი სინოტივე. როდის როდის მოდიხარ გონს, სიცივე გაფრთხობს, დგები და ეცლები სტიქიას. შენი სული დაცლილია იმ ემოციებისგან, რომლებიც რაიმეს გატკენენ. ადიხარ ნომერში და ცხელი შხაპი შვებას გგვრის.
მერე ეცემი საწოლზე და ძილი გართმევს დაღლილობას,უხასიათობას, უძალობას; ენერგიით გავსებს და მზის სხივებს ღიმილით ეგებები.
ქალმა ფრთხილად დახურა ბლოკნოტი და ჩაფიქრდა. იმედია, ისევე წერს , როგორც უამბეს.ან იქნებ არ ახსოვდა და გამოგონილ ამბებს უამბობდა ის მოხუცი. ადგა, ფანჯარას მიუახლოვდა და მის მიღმა წვიმიან ქუჩას მოავლო თვალი. წარმოიდგინა, როგორ სეირნობს ის სადმე ასეთ ადგილას: ისევ ისეთი უცნაური ლურჯი მანტო აცვია, გამუდმებით ისწორებს შავ ბერეტს და ასეტივე ფერის თვალებს ხშირ-ხშირად აფახულებს. საშუალო სიმაღლისაა, გამხდარი უფრო ეთქმის, სვენებ-სვენებით დადის და მისი თვალები გამუდმებით ვიღაცას ეძებს.
ამბავი ბოლომდე არ უამბეს და ახლა ალბათ იმპროვიზაცია დასჭირდება. ან იქნებ თავისი ამბით გააგრძელოს . და როგორ, მისი ხომ არაფრით არ ჰგავს იმ ქალისას. ყოველთვის პირიქით იქცეოდა. მალევე წყვეტდა ურთიერთობებს, გარბოდა, ეშინოდა საშინელი დასასრულების, დიდხანს სამსახურს არ იცვლიდა მხოლოდ. სასოწარკვეთილებაში ერთადერთი რამ აგდებდა: არსად ჩანდა სოფლური პატარა სახლი სადმე მიყრუებულ პროვინციაში და ჯერ ისევ შორს მყოფი პენსია- თავი ხომ უნდა ერჩინა.
არადა, უკვე მიხვდა: უნდა წეროს. რატომ იწყებდა იმ მოხუცის მონაყოლით, ვერ ხსნიდა , ინსპირაცია იყო ძლიერი თუ რაიმე წინათგრზნობა? არ იცოდა, ვერ გეტყოდათ.
მერე იყო მემკვიდრეობის დაუჯერებელი ამბავი. შორეული მამიდის თუ დეიდის(კარგად ვერ მიხვდა) მიერ დატოვებული ანდერძი. სახლი და მცირეოდენი შემოსავალი. აღარც ნატესაური კავშირების გარკვევა უჩქარია, არც ბევრი უფიქრია.სასწრაფოდ დაწერა განცხადება სამსახურიდან წამოსვლის თაობაზე, დაცალა წლების წინ ნაქირავები ბინა, შეკრა ბარგი და ამ სახლს მოაშურა.
ამ მხრივ ოცნება მართლაც აუხდა; სოფელი მართლაც მიყრუებული იყო. მისი სახლი მართალია სოფლის ცენტრში არ იდგა, მაგრამ იქვე ჩახვეული ორღობის ცოტაოდენი გავლა უხდებოდოდა. ოდნავ შიგნით იყო სახლი შემალული, მხოლოდ კარი ჩანდა ეზოს მხარეს ჩამწკრივებული ხეები ფარავდნენ; კარს რომ შეაღებდი, სახლი ბილიკის ბოლოდან უკვე ჩანდა. პატარა იყო და კოპწია. მერე მიხვდა, პატარა რომ სულ არ ეთქმოდა. ტერასაზე ამავალი კიბე, შუშაბანდი, მერე იყო ჰორიზონტალურად განლაგებული მოხდენილი მისაღები. უყვარდა ასეთი სახლები. ჯერ სამზარეულო იყო, იქედან პატარა ტალანში გადიოდი, მერე ორი საშუალო ზომის ოთახი, შუაში ვანა-ტუალეტით. როგორ მოახერხეს ნეტა, რომ ტუალეტის კარი ეზოში გადიოდა. მისაღებიდან ლამაზი კიბე დახვდა; იქაც იყო სამი ოთახი. ეს უკვე ზედა სართულზე. შუათანას მისაღები ერქვა, ბიბლიოთეკაც , კაბინეტიც. სწორედის, რომელშიც ახლა ფიქრებში გახვეული იჯდა. მის გვერდით ოთახი საძინებლად გამოიყენა- კარი აივანზე გადიოდა და ამან აღაფრთოვანა. მესამე ოთახი ყველაზე პატარა, სულ ცარიელი დახვდა. ახლაც საკუჭნაოს გავს. ჯერ ყველა ნივთია არ ამოულაგებია.
სახლის ყველა ოთახი ცარიელი იყო გარდა კაბინეტისა და ვანა-ტუალეტის ; ამ უკანასკნელში ისევ ის კაფელია, წინა პატრონმა რაც დატოვა, უცნაური ფორმის აბაზანა და ლამაზი კარადები. არც თავად შეუცვლია რამე, მხოლოდ დაასუფთავა და საკუთარი ნივთები შეალაგა.
კაბინეტი კი...კაბინეტს ტვლიდა მთავარ მემკვიდრეობად. მაღალი, ოვალური ფორმის ფანჯრები ბოლომდე დაშვებული ნაქარგი ფარდებით. თაროებით სავსე ყველა კედელი. განაპირა ფანჯარასთან ძველებური სეკრეტერის მაგიდა დგას , უჯრებით- ყველა ცარიელი, ერთი ჩაკეტილის გარდა. გატეხვა არ უნდა, გასაღებს ეძებს. შუაში ფარდაგია, ორი თეთრი ცხენით, მხოლოდ1938 აწერია .და სამეული: დივანი სავარძლებით. პატარა, დაბალი მაგიდაც კარგი იქნებოდა, მაგრამ არსად ჩანს. მაგიდაზე ამაყად მოათავსა ლეპტოპი. მართალია, ბლოკნოტში წერა ურჩევნია, მაგრამ დროა მიეჩვიოს. ორიოდე კვირა ინტერნეტის გარეშე იყო, მაგრამ მოახერხა- არც ისე მიყრუებულია აქაურობა. ორი კვირაა აქაა და მისდა გასაკვირად , გარეთ გასვლისას დიდი მარკეტიც აღმოაჩინა, ბარათითაც გადაიხადა და არც ველური ხალხი უნახავს სადმე. ყველა კეთილად უღიმოდა. დროა გაიცნოს მეზობლები; რამე ხომ უნდა შეიტყოს გარდაცვლილ ნათესავზე, იქნებ მატ მაინც უამბონ, რატომ უანდერძა აქაურობა., ან მარტო რატომ ცხოვრობდა.
ხო, მართლა: კაბინეტში ყველა თარო სავსე იყო წიგნებით: ტომეულები, ცალკეული გამოცემები, ძველი, ახალი და ძალიან ახალიც.
ზაფხული იწურება. შემოდგომა აქ ძალიან ლამაზი იქნება. ხვალ ,როცა წვიმა გადაიღებს, ეზოს კიდევ ერთხელ მოივლის ნაბიჯ-ნაბიჯ. ბევრი ხეა, ნაგებობა სახლის გარდა არ არის. ეზოს ბოლოს ქოლგასავით გაშლილი ხის ქვეშ მაგიდაა და სკამები. ცოტა ბალახი მორევია აქაურობას; სანამ ის იპოვეს, სანამ არ ჩამოვიდა, დაკეტილი იყო ყველაფერი, არა, უნდა გაიცნოს ვინმე , რამე უნდა გაარკვიოს.
ქალი ნელა წამოდგა და სამზარეულოში ჩავიდა. გადაწყვიტა ჩაი დაელია ლიმნით და პიტნით. ძალიან უყვარს მცენარეული ნაყენები, ამშვიდებს, კარგ ხასიათზე აყენებს, სიმყუდროვეს ჰგვრის. ოთახში შესვლამდე კედელზე დაკიდულ, ძველი პატრონის დანატოვარ, ლამაზ ჩარჩოში ჩასმულ სარკეში საკუთარ ანარეკლს შეავლო თვალი. მაღალი არ ეთქმოდა არასდროს; საშუალო სიმაღლისაა, მრგვალი ქალური ფორმები აქვს, პატარა ცხვირი და გაბუშტული ტუჩები. სანამ სამზარეულოში შეაბიჯებდა, მოასწრო და ღიმილი შეაგება თავისი თმის თაფლისფერ ელვარებასა და მწვანე თვალების ჩამუქებულ სიღრმეს.
-ქალბატონო კატო,ჯერ კიდევ ლამაზი ხარ და ისევ ახალგაზრდა,-გაამხნევასაკუთარი თავი უხმოდ.
მერე უცნაური ფორმის , მარაოიანი ქალწულებით მოხატულ ფინჯანში საყვარელი სითხე ჩამოისხა და ისევ კაბინეტს დაუბრუნდა.
წვიმა დღეს გარეთ არ გაუშვებს. ამიტომაც ეცდება ჩაკეტილი სეკრეტერის უჯრა გააღოს და წერაც გააგრძელოსიქნებ; მაგრამ, რომ მეტად არარ შეხვედრია იმ მოხუცს? რომ არ იცის, როგორ გაგრძელდა მისი ცხოვრება?
კატომ ფინჯანი ფრთხილად დადგა მაგიდაზე, დაკეტილ უჯრას დახედა და ჩაფიქრდა. საკეტის გატეხვა მოუწევს.მოიცა, როგორ ხსნიან ხოლმე ფილმებში? ბევრი აღარ უფიქრია, საკუთარ კოსმეტიკურ ნაკრებში ფრჩხილების მასიური ქლიბი მოიძია და საკეტს დაუმიზნა;ქლიბი გაიღუნა, ალბათ აღარ გამოდგება, სამაგიეროდ საკეტი გატკაცუნდ, ჩატყდა და უჯრაც გაიღო. ფერშეცვლილი ქაღალდის დიდი კონვერტი იყო მხოლოდ.“კიდევ კარგი. დაწებებული არაა“, გაიფიქრა კატომ და კონვერტის შიგთავსი მაგიდაზე გადმოყარა.
ძველი წერილები, გახუნებულ-გაყვითლებულ ქაღალდზე დაწერილი ამბები და რამდენიმე ფოტო.
კატო გაოგნებული იდგა. ცოტა ხნის შემდეგ ასეთ მდგომარეობაში აღიდგინა ცნობიერება და უკვე შეგრილებულ ჩაის ისე სვამდა , აღარც გემოს გრძნობდა და ვეღარც წვიმის წვეთებს ხედავდა ფანჯრის მინაზე. ის დაჟინებით გასცქეროდა ეზოს და გამალებით უცემდა გული. უკვე მერამდენედ იხსენებს, როგორ დააჩერდა ერთ-ერთ ფოტოს: თავიდან ვერცერთი ვერ იცნო. მამაკაცს ხელი მოუხვევიაახალგაზრდა ქალისთვის, უფრო გულში ჩაუკრავს, ბედნიერი იღიმის. ქალს ცოტა დამორცხვებით გამოუხედავს ფოტოგრაფისკენ, ნაზად მოუკიდებია ხელი ვაჟის მოხვეულ ხელზე, მორცხვადვე იღიმება.
ხო, უნახავს კატოს ეს თვალებიც, ეს ეშმაკური, მაგრამ სიკეთის ნაპერწკლებით სავსე ღიმილიც და ეს ქუდიც... ჰო, ღმერთო ძცემო, ჰო, ისაა,. ეს ის ქალია, ვისი ისტორიაც საკუთარი მოთხრობის სიუჟეტად აირჩია, ვისი ცხოვრებაც მოსაყოლად აეკვიატა და ახლა გაოგნებული ფიქრობს, რა უთხრას საკუთარ მკითხველს.
ისევ შეაჟრჟოლა, ისევ ისე, როგორც წეღან, როცა ფოტო გადმოაბრუნა და წარწერას დახედა: ემა და დათა.ემა, ხო, ემა. ასე ერქვა მამიდამისსაც, ამ სახლის პატრონს და მიხვდა კატო;
იცოდა, იცოდა, როცა ვითომ შემთხვევით დაეჯახა ქუჩაში, როცა კატო ათას ბოდისად დაიღვარა, მან კი ეგ არაფერიო, ჩემი ბრალიაო, ასე სწრაფი სიარული შემომრჩა ცხოვრების ბოლომდეო, მოდი, ამ კაფეში ჩაი დავლიოთო. მერე იყო, ჩაის სმის დროს მისი ვითომ სხვათაშორის მოყოლილი პატარა ამბავი, ვითომ შემთხვევით მოყოლილი კატოსთვის. მიხვდა, კიდევ რაღაცის თქმა რომ უნდოდა, შემდეგისტვის გადადო. კიდევ შევხვდებითო დაუბარა; მისამართი არა, მაგრამ სად მუშაობო, ჰკითხა, ტელეფონის ნომერი ჩაიწერა. ..
მერე იყო და, სად დამეკარგა ის მოხუციო, ამაზე ფიქრი დაიწყო და იმ მემკვიდრეობის შესახებდაურეკეს.ალბათ, მაშინ გადაწყვიტა, ჰო, ალბათ უნდოდა მასტან გადასვლაც ეთხოვა. ალბათ, ასე მალე აღსასრულსაც არ ელოდა. ნეტავ, კიდევ რა უნდა ეთქვა. ჩაფიქრდა და ეზოს მოავლო თვალი. გააოცა ამინდის უეცარმა ცვლილებამ.
წვიმას გადეღო. ჩასვლის მაგივრად წასასვლელად მომართულ მზეს სხივები მოეფინა არე-მარესთვის . კატოს ბევრი აღარ უფიქრია. ნაჩქარევად გადახედა დანარჩენ ორ ფოტოს. აქ ემა მარტო იყო. ერთგან, საკუთარ ეზოში, ხის ქვეშ მდგომ სკამზე იყო ჩამომჯდარი და სევდიანად იღიმებოდა. მეორე ფოტო უფრო გვიან იყო გადაღებული. არარ გასჭირვებია მასში იმ იდუმალი ოხუცის ან კი არშემდგარი მამიდის ცნობა. ამ სახლში, ერთ-ერთ ოთახსი სავარძელზე იყო მიწოლილი. მაშინვე მიხვდებოდი, რომ არ იყო ქალი კარგად. კაეშანი ჩასდგომოდა შავ თვალებში. წერილების წაკითხვა გადაიფიქრა, ყველაფერი უკან ჩააბრუნა, უჯრა დახურა და ეაოში გავიდა.
დადიოდა კატო ეზოში და ცდილობდა გამოეცნო , რა სურდა მოხუცს. რა ოცნება, თუ სურვილი გაიყოლა თან. ერთ-ორჯერ ჭიშკარიც გამოაღო, მაგრამ გზაზე არავინ ჩანდა.
ფრთხილად უვლიდა გვერდს წვიმის გუბეებს, ღრმად ისუნთქავდა სოფლის სუფთა ჰაერს, ფიქრები კი არ ასვენებდნენ, უკვე ღლიდნენ. ისიც კი აღარ იცოდა უკვე, გაეგრძელებინა თუ არა აქ ყოფნა.. როცა უცებ წვრილი, ბავშური ხმით ნათქვამი, ხო, თან ძალიან მორიდებულად ნათქვამი:
-შეიძლება?- შემოესმა.
კატო შემობრუნდა. ჭიშკარს პატარა.ათიოდე წლის გოგონა მოსდგომოდა.
ბავშვი მორცხვად უღიმოდა. თმა ცოტა ასჩეჩვოდა; ალბათ ირბინა, ტანსაცმელს უხერხულად ისწორებდა..
-რაც ემა ბებია აღარაა, აქ ვერარ მოვდიოდი, არადა, სულ გელოდი.
-მე მელოდი?
-ჰო, ემა ბებომ მოვაო და..
-შემოდი.
ჭიშკარი მიხურა, ბავშვს ხელი მოხვია და მასთან ერთად დაიძრა სახლისკენ.
იჯდა და დაკვირვებით უმზერდა პატარა გოგონას.
-რა გქვია?
-მაიკო. დედამ მარიამი დამარქვა, მაგრამ ემა ბებო ასე მეძახდა.
-სად ცხოვრობ?
ბავშვმა მოშორებით არსებული სოფელი დაუსახელა. აქ დეიდასთან ვცხოვრობო-უთხრა.- მას შემდეგ,რაც დედა და მამა... გაუჭირდა საკუთარი ობლობის თქმა და ტკივილად ექცა თვალებსი...მერე ცრემლებად ჩამოეღვარა სახეზე ტკივილი: წვეთ-წვეთ ჩამოეცალა ორივე თვალიდან და თავი ჩაღუნა.კატო მივიდა, გულში ჩაიკრა და მიეფერა.
ისხდნენ მერე მერე ორივენი თბილ სამზარეულოში, სვამდნენ ჩაის და ერთმანეთზე უყვებოდნენ ამბებს.
მაიკოს მონაყოლმა ყველა საიდუმლოს ახადა ფარდა,
ემა ქვრივი ყოფილა , უშვილო. გული აწუხებდა თურმე. ბოლო დროს ძალიან მიჩვეულან თურმე ერთმანეთს ის და მაიკო. წიგნების წასაკითხად ტოვებდა თურმე ბიბლიოთეკაში; დეიდამისს კი ეგონა თუმცა მოდი არ გვინდა დეიდამისზე.
ბავშვი საკმაოდ დიდ ცოდნას ამჟღავნებდა, მეტი სურდა, დარდობდ ა ვერ მოსწრებულ წაკითხულებზე.
იჯდა კატო, ნება-ნება სვამდა ჩაის , თვალწინ მოხუცი ედგა, მისი ამოუხსნელი დარდით სავსე თვალები და ესმოდა მათი. ჰო, ახლა ყველაფერი ესმოდა. წინ რთული დღეები ელოდა. ბევრი საქმე ჰქონდა მოსაგვარებელი. გაჭირდება ალბათ, მაიკოს ნათესავების დარწმუნება, რომ ბავსვი მიაშვილონ. გონებაში ჩხრეკდა ნაცნობ ადვოკატთა გვარებს, რომელიმე აუცილებლად დაეხმარებოდა.
ეს სირთულეები ვერ შეაჩერებენ, ვერც იმ დღეებისკენ სწრაფვას მოუშლიან , წინ რომ ელის. უკვე ხედავდა იმ ლამაზ დღეებს, მაიკოსთან ერთად რომ გაატარებდა. დილიტ სკოლაში გააცილებდა, მის მოლოდინში ბევრს დაწერდა, საოჯახოსაქმესაც მიხედავდა, ბაღსაც მოუვლიდა. წამოდგა და უნებლიედ გაეღიმა, ბაღში ტოროლები მოფრენილიყვნენ.
ფანჯრიდან გატრუნული ადევნებდა მათ თვალს. მაიკო დაინტერესდა, გარეთ გაიხედა, მერე ატიტინდა ბავშვურად. არ ყოფილან უცხო სტუმრები, უამბო , როგორადევნებდა მათ ეზოში თვალს ემასთან ერთად. როგორ დასდევდა მათ მხიარულად. დარბოდა პატარა გოგონა და ვეღარ ამჩნევდა ემას სევდიან თვალებს; არც ის შეუნიშნავს, როგორ წერდა ქალი ნაჩქარევად რაღაცას ცალი ხეკით, მეორე მკერდტან მიედო და უთრთოდა. გოგონას ნაამბობი სევდიანი გახდა.
მეორე დღეს აღარ შეეგება ემა, ვეღარ ამდგარიყო საწოლიდან, უღონოდ გადმოშვებულ ხელში კი უკანასკნელი სურვილებიტ შევსაბული ქარალდის ფურცელი ეჭირა. მანამდე მოასწრო და უამბო კატოზე. უთხრა ჩვენთან იცხოვრებს და შენზე იზრუნებსო.
მერე ბაღში გავიდნენ.
მაიკო ისევ ტოროლებს გაეკიდა. კატო კი იდგა და ჰაერში მოლივლივე ნათებას მისჩერებოდა. უცნაური ციალი გარს მოსდგომოდა პატარას და თან დასდევდა. კატომ უღონოდდახუჭა თვალები. შეძლებს კი? ან როგორ გაგრძელდება მათი ცხოვრება, მოასწრებს ბოლომდე უპატრონოს ბავშვს?
ნათება ბავშვს მოსცილდა და ახლა ის გახვია მისტიურ საბურველში.კატომ იმედისა და ძალების მოზღვავება იგრძნო. უხმოდ გაუღიმა არსებულ სინამდვილეს, ჩაიმუხლა, ბავშვს გადაეხვია და პასუხიც გასცა მოხუცის ჩუმ მუდარას.
შორიდან რომ შეგეხედათ, იფიქრებდით, დედას შვილთან ალერსი მოსდომებიაო; ჩამავალი მზის სხივები კი იმედისფრად ბრჭყვიალებდნენ მატ ირგვლივ.
შემოდგომისპირის უხმო მისტიკასუფევდა ირგვლივ და მომავალი დღეების გრძელ სიმღერას გალობდა ჩიტების ენაზე.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent