შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ფერადი სათამაშოები


22-08-2023, 02:10
ავტორი sevdaeverywhere
ნანახია 659

ნელი ნაბიჯებით მივუყვები სახლის გზას, ცაში ვიყურები და დიდი ხნის დაკვირვების შემდეგ პატარა მანათობელ წერტილებს ვამჩნევ, თითქოს სადღაც ღრუბლებთან ახლოს ფერადი სათამაშოები მაქვს. ჩემს მეგობარს გავხედე და ვუთხარი, შეხედე როგორ მოძრაობენ პატარა წერტილები, და როცა ყურადღებით დააკვირდა იპოვნა ისინი. მზე პირდაპირ ჩვენ გვიცქერის ამ დროს კი ღრუბლებში მორბენალი პატარა ფერადი წერტილებით ვთამაშობთ. სახლამდე მოჭრილი ხეა სადაც ვსხდებით და იმ პატარა ოცნებებზე ვსაუბრობთ რაც გვინდა რომ მომავალში გავაკეთოთ, საუბარში დრო გადის და ღამდება ერთმანეთს ვემშვიდობებით მომდევნო დღემდე, სახლისკენ მარტო ვაგრძელებ გზას გავივლი ქუჩებსა და სახლებს საიდანაც ქუჩებსა და სახლებს საიდანაც მუდამ ხალისი გამოდის, გზად ვიპარავ მარტოდ შემორჩენილ ატამს მეზობლის ხიდან. სახლში ვარ ოჯახის წევრები არ არიან ვაღებ ფანჯრებს და ველოდები როდის გამოჩნდება შავ-თეთრი ფისო რომელიც ჩემზე დიდი ხანია ჩვენს ქუჩებში ცხოვრობს. ვიმზადებ ჩაის ფანჯარასთან ახლოს ვჯდები და ვცდილობ შემდეგი დღის დავალებები შევასრულო ვიწყებ მაგრამ, შუა წერისას ფანჯარაში ვიყურები, ვხედავ როგორ ამორბის კიბეებზე ფისო და ჩემს ფანჯარასთან ჯდება, თავს მაღლა წევს და მზეს უღიმის. ვიხედები ირგვლივ, ვამჩნევ როგორ ამოდის ორთქლი ჩემი ახლად გაკეთებული ჩაისგან და როგორ ეცემა ფურცლებს, ფანჯრიდან ნიავი ქრის და ოთახში იფანტება როგორც მისი სურნელი. თითქოს ყველაფერი ჩერდება და ირგვლივ არავინ არ არის მხოლოდ მე კალმით ხელში, ამ დროს კარები იღება და ოჯახის წევრები შემოდიან, ხმაურით და სითბოთი იმ მზის სხივებივით რომელიც მთელი დღე თან დამყვება, მეც ვეგებები და ბედნიერი ვხვდები მათ. მზე ჩადის ეზოში ვზივარ და ირგვლივ მანათობელი ციცინათელები იწყებენ ფრენას, მინდორზე ვწევები და ვარსკვალების ცქერას ვიწყებ, ვხედავ მოციმციმე თვითმფრინავებს რომლებიც პატარა ციცინათელებივით ნელა მოძრაობენ ვარსკვლავებს შორის, შემდეგ კი ღრუბლებში იკარგება და მესმის როგორ მეძახიან სახლიდან. ოთახში ვბრუნდები და დასაძინებლად ვწვები, გადაღლილი ვარ მაგრამ სასიამოვნოა, თვალებს ვხუჭავ და ღრმად ვიძინებ. მზე ამოდის და ჩიტების ჭიკ-ჭიკი ჩამესმის ფანჯარასთან მივრბივარ და გარეთ ვიხედები სამზარეულოდან ჩაის სურნელი გამოდის, ჩაის სურნელი გამოდის, ვიცმევ და სამზარეულოში შევდივარ მაგიდასთან ვჯდები და ჩამესმის გვერდიდან მიკი მაუსის სიმღერა, გახარებული ვუყურებ და მივირთმევ თბილ ჩაის. წასვლის დრო მოდის ჩანთას ვიკიდებ და სკოლისკენ მივდივარ, ქუჩას ვცდები რომლებსაც მაღალი ხეები ფარავს და ვხედავ ვარსკვლავებივით შორს, ფერად ცისარტყელას იქვე მაღაზიასთან ჩავიარე ტურბოს საღეჭი რეზინი და ქილის ცივი სპრაიტი შევიძინე, გზა გავარძელე მოჭრილ ხესთან მივედი და მეგობარს ვეძახი, სკოლისკენ ნელა მივდივართ გზად ბავშვები გვხვდებიან რომლებიც წინ გვისწრებენ რათა მალე მივიდნენ სხვა ბავშვებთან სათამაშოდ, ჩვენ კი ისევ ღრუბლებს გავცქერით და ჩვენი პატარა წერტილების დათვლას ვცდილობთ. სკოლა მთავრდება, სახლში ვბრუნდები გზად ვხვდები ვბრუნდები გზად ვხვდები უამრავ გვირილებს, ვაკვირდები და ვფიქრობ როგორ გავს მზეს ირგვლივ ღრუბლებით გარშემორტყმულს, და მის უკან მინდვრებში დამალულს ვამჩნევ ბაბუაწვერას მე და ჩემი მეგობარი ვკრეფთ და ხის ნაჭერთან ვჯდებით ვიფიქრებთ სურვილებს, სულს ვუბრევთ და იფანტება ირგვლივ როგორც ვარსკვლავური მტვერი. სახლში მივედი, კომპიუტერს მივუჯექი და ჩართვის ღილაკს დავაჭირე, უცებ ირგვლივ გავიხედე არავინ ჩანს, ოთახები ცარიელია გვერდით გაციებული ჩაი დევს, ფანჯრიდან კი წვიმის წვეთების ხმა ისმის, ტელევიზორი გამორთულია ცაზე კი მხოლოდ ნაცრისფერი ღრუბლები მოჩანს, შავ-თეთრ ფისოს ვეღარ ვხედავ კიბეებზე ჩამომჯდარს. მოჭრილ ხესთან არავინ დგას, ირგვლივ ყველაფერი გაქრა როგორც ვარსკვლავებს შორის მანათობელი თვითმფრინავი ღრუბლებში. დავბრუნდი ცარიელ ოთახში, ვრთავ ლურჯად მოელვარე ნეონებს ვუჯდები კომპიუტერს და ვაგრძელებ ფერად თამაშებს.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent