შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ცარიელი

7-09-2023, 13:39
ავტორი მე♥უცნაურე
ნანახია 680

მას შემდეგ, რაც ცხოვრების რელსებიდან უკანმოუხედავად,უსიტყვოდ,უჩხუბრად და უჩუმრად გაქრა ჩემი ცხოვრების მთავარი კაცი, თითქოს, კარი სულ ღიაა და სულერთია ვინ წავა,ან ვინ მოვა...
ეს ისეთი ტრაგედიაა, რომლის იარებიც 9 დაწყევლილი თვე ხდება, ვერ მოვიშუშე...
იმდენი შეკითხვა ტრიალებს გონებაში, მაგრამ მგონია, საქმე საქმეზე რომ მიდგეს და საუბრის საშუალება მომეცეს, ვერც ერთ კითხვას დავსვამ, რადგან ისიც კი აღარ ვიცი, აქვს კი აზრი პასუხებს?! ან მინდა კი, იმის მოსმენა, რამაც შეიძლება ახლანდელზე მეტად მომსპოს...
ან ვინ იცის, იქნებ, ნანობს კიდეც?!
იქნებ, მისი ცხოვრების კოშმარად ვიქეცი,თავისივე საქციელის გამო...
არადა, როგორი ცხოვრება გვქონდა,იცით?! ჯადოსნური! არც ერთი მისხლით ნაკლები. ყველა წამით რომ ვცდილობდით ერთმანეთი გაგვებედნიერებინა ბოლომდე და მთელი გულით.
სიცარიელე, რომელიც შენი ცხოვრების მთავარი კაცის გაქრობას მოაქვს, ჰგავს დემონს, რომელთან ორთაბრძოლაც ყველა მცდელობის მიუხედავად წაგებული გაქვს.
აქამდე, მეგონა რომ ფენიქსივით ფერფლიდან აღდგომა ჩემი ცხოვრების დღისწესრიგი იყო, მაგრამ უცებ, ისეთი ნგრევა ვიგრძენი, რომ ვერ აღვსდექი ამ ფერფლიდან... ამ ნანგრევებში თავი ვერ გადავირჩინე. ვერც მისი შეძულება,ან დავიწყება შევძელი... და უკვე არ ვიცი, რა უფრო დიდი კოშმარია, უსიტყვოდ გაქრობა, თუ ის, რომ ისევ იმ გიჟური სიყვარულით მიყვარს...
ოდესმე დავწერ, ჩვენზე, იმ სიყვარულზე, რომ მაცოცხლებდა და ცოცხლად ჩამდო მიწაში.

№1 სტუმარი სტუმარი მარი

თუ ასეთი სიყვარული შეუძლია ადამიანს ის სხვასაც იგივე ხარისხით შეიყვარებს. ეს მან იდარდოს რომ დაგკარგათ, თქვენ რა გიჭირთ. ცოტა ხანში არც გემახსოვრებათ და სხვას გაუნაწილებთ იმ სიყვარულს, რაც გულში გაიპრანჭეთ, გაიღიმეთ და საკუთარი თავით დატკბით. ეჭვი მაქვს კიდევ უფრო გაიფურჩქნებით და გაფერადდებით. ეს ყ ელაფერჯ ვინმეს გამო კი არა საკუთარი თავისგვის გააკეთეთ და მიხვდებით, რომ ბევრად მეტს იმსახურებთ, ვიდრე მოღალატე კაცია.
დღევანდელი დღიგ იცხოვრეთ და არსებულ სიახლეებს ღიად შეხვდით, სამყარო ბევრ სიკეთეს გამოგიგზავნით????. წარმატებები..

№2  offline წევრი მე♥უცნაურე

სტუმარი მარი

მადლობა, რომ დრო დამითმეთ❤️
ზუსტად ეგ უკეთესი მომავლის რწმენაა, რომ მაძლებინებს...

სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent