მე
დავიშალე, ნაწილებად დავიშალე, რომელებიც ჩემს ირგვლივ მიმოიფანტნე.ვერ ვკრებ, ძალა არ მყოფნის. სხეულთან ერთად ჩემი გული დაიმსხვრა შუშის ბოთლივით, რომელიც ძირს დაცემისას წამში მილიონ ნაწილად იმსხვრევა. მტკივა, სული მტკივა, რომელსაც მკურნალი არ ჰყავს, ვერავინ ხვდება რა მტკივა, რატომ მტკივა და ყოველი დღე ერთი და იგივე კითხვით მთავრდება თუ რატომ ვარ ცუდ ხასიათზე, პასუხად იღებენ ,,დავიღალე", თუმცა არავინ იცის, რომ ფიზიკურად კი არა სულიერად დავიღალე, ვერავინ ხვდება რატომ შეიძლება ვიყო ცუდად, ეს ხომ ჩემს პიროვნებაში არ ზის, მე არ ვარ გოგო, რომელიც მოიწყენს, ის ვალდებულია მუდამ კარგ ხასიათზე იყოს, არ გაბრაზდეს, იცინოს და თავი დაამახსოვროს ყველას ისე, თითქოს არაფერი აწუხებს, არ ნერვიულობს, არ ფიქრობს რადგან საფიქრალი არ აქვს. ამ ყველაფრის პარალელურად კი სინამდვილეში ჩემი ცხოვრება უფერულდება, ფერადი ფერები ნელ-ნელა მკრთალდება და საბოლოოდ შავ, უკუნით წყვდიადს ემსგავსებიან. ვერაფერს ვეღარ ვგრძნობ, აღარაფერი დამრჩა გულში, თითქოს ყველაფერი ერთად გაქრა, ჩემს გულთან ერთად ჩემი შინაგანი მე ნაწილებად დაიშალა, სხვები ამას ვერ ამჩნევენ რადგან, ვერ ხვდებიან საყვარელი წკაპებისა და ღიმილის მიღმა რა იმალება, ვერ ამჩნევენ რას ვგრძნობ, რა მწყინს და რა მიხარია. ვეღარავის ვენდობი, ჩემი ისედაც შერყეული ნდობა ხალხის მიმართ ახლა სამუდამოდ გაქრა, არ შემიძლია ადამიანს ეჭვის გარეშე ვუყურო, ამას მოჰყვება ის რომ თანდათან ყველას ვშორდები, ჩემს გულთან ვერავის ვუშვებ, აღარ მინდა საუბარი, სიცილი და ხმაური. ერთადერთი რაც თავს კარგად მაგრძნობინებს საკუთარ თავთან მარტო დარჩენაა, რაც საერთოდ არ გავს უწინდელ მეს. იგი სრულიად საპირისპიროა უდარდელი და მხიარული გოგონასი, რომელიც რამდენიმე წლის წინ არსებობდა.
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
ყველაზე მნიშვნელოვანი ცხოვრებაში არის?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.