შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

ვეცდები შეგიყვარო


22-04-2024, 13:44
ავტორი cncowner
ნანახია 440

ჩემი ემპათიის შეგრძნება სულს და გულს ათასგვარ ნაწილაკად მიშლის, ცხელი ლავასავით მიეღვენთება და შიგნიდან მიდნობს სულს ნელნელა, აქამდე ვერ ვხვდებოდი რა გრძნობას განვიცდიდი და მას ნეგატიური მხარეც თუ ჰქონდა, ხანდახან ჩემი თავიც კი მეზიზღება ხოლმე იმ დონემდე რომ ნეტავ საერთოდ არ ვარსებობდე, გავქრე ისე რომ არავის დარჩეს ჩემზე მოგონებები..ნი, შენში შეცოდების შეგრძნებას ვერ ვიტან, რომელიც,ზუსტად ვიცი, იმ ემპათიის ნეგატიური მხარეა, ეს ჩვეულებრივი შეცოდება კიარა უკვე ის დონეა რომ ლამის ადამიანის ცხოვრების საზღვრები გადაკვეთო სადაც არანაირი უფლება არ გაქვს, დასუნთქვა დაუხუთო, სხვების ცხოვრებაში მაგდენად აღარ ჩაერიო რომ შეგეცოდოს! (ვიცი მარტო შენ მიხვდები ეს სიტყვა არანაირ კარგს არ ნიშნავს) ვიცი შენი ბრალი არ არის, ვიცი…მაგრამ ასეთი ვარ, შენ ერთადერთი ხარ ვისი მიტოვებაც არ შემიძლია როცა აღარ მომეწონები, არ შემიძლია გადაგაგდო, გთხოვ მაპატიე, გთხოვ ძალები არ დაიშურო რომ შენი თავის საუკეთესო ვერსია გახდე, არ გაჩქარებ, ვიცი ეს ყველაზე მეტად გძულს, რომ გაწვებიან და სულიერად გხუთავენ, ხანდახან ისე ხარ, ფიქრობ ნეტავ ნათესავები საერთოდ არ მყავდეს და ყველა გარშემომყოფი უცხო იყოსო, სიმართლე გითხრა ამ მომენტში ვერ ვხვდები ეს რატომ გინდა ხოლმე, ვერ გადმოვცემ, მხოლოდ ვგრძნობ რომ ეს ხშირად გინატრია…ვერ გეტყვი მიყვარხარო მაგრამ ვეცდები შეგიყვარო, ვიცი ეს ძნელი იქნება, ხან იცი როგორ მიხარია როცა ვგრძნობ რომ მიყვარხარ?? მთელი ზაფხული შენით ვამაყობდი, რომ არ დანებდი და ბოლომდე მყარად რომ დადექი, რომ დამიჯერე თავიდან რომ ჩაგაგონე ყველაფერი ნელნელა უკეთესად იქნებაო, შენ ეს შეძელი და ამით ისე ამაყი ვარ, ვიცი მაქსიმუმი ვერ გააკეთე, ვიცი ბევრჯერ გქონდა რაღაც სათქმელი და ვერ მოიკრიბე ძალა მაგრამ იმაზე ბევრჯერ მოიკრიბე ძალა და თქვი და გააკეთე დანარჩენი ვიდრე მანამდე, ამას არასდროს დავივიწყებ.. ახლა ვგრძნობ იმ ნის თავდაჯერებულობა ნელნელა მკრთალდება, რასაც ვისურვები ნეტა არ მომხდარიყო((( შენ ცდილობდი და იყავი საუკეთესო ვერსია რაც მანამდე ყოფილხარ <3 ბოდიში რომ ბოლომდე ვერ გიყვარებ, ბოდიში ყველა იმ უარყოფითი შეგრძნებისთვის და თვისებისთვის რაც ჩვენშია, იცი შენ რომ ბევრია…მოდი საკუთარი თავის და ამ სახეზე მუწეკების შეყვარებით დავიწყოთ ყველაფერი(მუწუკებს დროებით შეიყვარებ სანამ მოიკრებ ძალებს ისინი მოიშორო) ვეცდები შეგიყვარო <3




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent