შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

საკუთარ სიღრმეში ჩაძირულის ფიქრები


1-10-2025, 21:45
ავტორი Violet-writer girl
ნანახია 124

საკუთარ სიღრმეში ჩაძირულის ფიქრები

ძალიან დავიღალე. იმდენად დავიღალე, რომ მგონია უკვე ვეღარასდროს დავისვენებ.

ასაკის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, წესით, ამდენად დაღლილი არ უნდა ვიყო, ჯერ ახალგაზრდა ვარ და სიცოცხლე უნდა მიხაროდეს, მაგრამ თურმე ასაკს არ ჰქონია მნიშვნელობა. შეიძლება ერთ წელში იმდენი რამ გამოგატაროს ცხოვრებამ, რასაც სხვა ოთხმოცი წლის განმავლობაში გაივლიდა.

როცა ვინმე ფიზიკურ დაღლაზე წუხს, მეცინება. ვისაც სულიერი დაღლა არ განუცდია, მან არც კი იცის, რა არის ნამდვილი დაღლა. როცა ფიზიკურად იღლები, ჩამოჯდები, წამოწვები და გადაგივლის დაღლა, სულიერად დაღლილი კი ვერც დამჯდარი ისვენებ და ვერც დაწოლილი.

არადა, როგორი ხალისიანი ვიყავი. ბავშვობაში სულ იმას მსაყვედურობდნენ, ყველაფერს როგორ მარტივად უყურებ, ქარაფშუტა ხარ და არ ფიქრობ რას რა მოჰყვება, შენ არასდროს არაფერი გედარდებაო.

რაც ფიქრი დავიწყე, თუ ამდენი შეძახილით დამაწყებინეს, იმის მერე სანატრელად მექცა, რომ თუნდაც ერთი დღე არაფერზე აღარ ვიფიქრო. უბრალოდ გავთიშო გონება, რომ დავასვენო. ნეტავ გონებასაც ჰქონდეს პულტი, რომ გამოვრთო და აღარ ჩავრთო.

რამ დამღალა ასე ძალიან? ალბათ, იმედგაცრუებამ, იმის აღმოჩენამ, რომ რისიც მჯეროდა, რისიც მწამდა, ყველაფერი სიცრუე და ჩემი ფანტაზიის ნაყოფი იყო. არაფერი არ აღმოჩნდა ისეთი, როგორიც მეგონა. არაფერი არ გამართლდა, რისი იმედიც მქონდა. არაფერი აღარ დარჩა ჩემი ცამდე აფრენილი მოტივაციისგან. მთების გადადგმას ვაპირებდი და ახლა სკამის გადადგმის ძალაც აღარ შემრჩა.

ერთადერთი, რაც ძალას მმატებს, ლოცვაა, მაგრამ არც იმდენად მორწმუნე ვარ, რომ სასოწარკვეთას არ მივეცე. თითქოს ყველაფერმა აზრი დაკარგა, ცხოვრება უაზრო და უღიმღამო მეჩვენება, ვერ ვხედავ მიზანს, რისთვისაც ცხოვრება უნდა გავაგრძელო და უბრალოდ ჩემი დარჩენილი დღეების გაძაღლებაზე ვარ.

თითქოს ჩემსავე სიღრმეში ჩავიძირე და ვეღარ ამოვდივარ.
ჩემ შიგნით არსებული ჩემი მე დიდხანს ყვიროდა, შველას ითხოვდა, მაგრამ არავინ მოვიდა მის საშველად, ახლა კი იმდენად ძალაგამოცლილია, რომ უკვე დახმარებასაც აღარ ითხოვს. ფარხმალი დაყარა, სიცოცხლის გადასარჩენად აღარც ბრძოლის თავი აქვს და მგონი აღარც სურვილი.

და მაინც, როცა ეს ყველაფერი ჩემ შიგნით ხდება, იძულებული ვარ ცხოვრების დინებას მივყვებოდე და ხალხი ვერაფერს მატყობდეს. კითხვაზე "როგორ ხარ?" ვპასუხობ "კარგად" და ვერც ვერავინ იგებს რისი გადატანა მიხდება ყოველი დღის გადასაგორებლად.




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent