შესვლა
რეგისტრაცია
რეკლამა

სიზმრად რას ხედავ?


გუშინ, 23:44
ავტორი lullaby
ნანახია 9

"სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?
დაილექა შენი ქაოსი, თუ ისევ ჯოჯოხეთში ხარ?
დაგიბრუნდა ღიმილები, თუ ეს უბრალოდ მისი იმიტაციაა?
ვხედავ, ცხოვრობ. ან იქნებ, ესეც მისი იმიტაციაა... ვიმედოვნებ, ასეა!
გაინტერესებს, მე რას ვაკეთებ? ხომ არ გგონია, რომ წყალში ჩაშვების შემდეგ წავიშალე? ხომ არ ფიქრობ, რომ რადგან ვერ მხედავ, გავუჩინარდი?
ოხ, მირანდა, როგორ უნდა გაგიცრუო იმედები...
წარმოგიდგენია? ხანდახან მენატრება ის ღამეები, მძინარეს რომ გაკვირდებოდი. ხოდა, ვიმეორებ. არ იცოდი?
მშვიდი ძილი გაქვს...
სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?
შენი საძინებლის კედლებზე აჩრდილები შეგინიშნავს, თუ ისევ ისეთი ბრმა ხარ?
იცი, რომ შენი აურა სისხლივით წითელია? და იმაზე მეტად ბინძური, ვიდრე ჩემი ხელები.
გამოღვიძებულს ყელსა და მხრებზე დამწვრობები არ შეგიმჩნევია? მაპატიე, ვერ მოვითმინე და რამდენჯერმე შეგეხე, ისე მინდოდა, ისევ გტკენოდა, მაგრამ ვერ იგრძენი. იქნებ სული იმდენად გტკივა, რომ სხეულს ვეღარც ამჩნევ? ვიმედოვნებ, ასეა!
სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?
ბოლოს მოგუდულს როდის გაგეღვიძა? არ თქვა, ვიცი...
მითხარი, ძილი შენთვის შვებაა თუ კოშმარი? ისევ მოდიან შენთან, შენი მკვდარი მეგობრები, თუ ისინიც უკვე დაივიწყე?
გამიმხილე, მირანდა, მათემ იცის, რომ ისევ ჩემთან გატარებულ ღამეებზე ფიქრობ, თუ ამ ცოდვას მხოლოდ შენთვის ინახავ? ღმერთო, რა თქმა უნდა, შენ ხომ ეგოისტი მსხვერპლი ხარ!
როგორ ფიქრობ, საცხოვრებლის შეცვლამ რამე შეცვალა? მაპატიე, ეს შვებაც უნდა წაგართვა.
ქუჩაში რა ხდება? დიდი ხანია ზურგს უკან აღარავინ ჩანს? მაპატიე, ხანდახან მიწევს შენ გვერდით ვიყო.
ხანაც წინ ვარ. აი მაშინ, ყავის დასალევად და ჩემზე საფიქრელად კაფეში რომ ჩამოჯდები, ღერს ღერზე ეწევი და ვერცხლისფერი ფოლგით ფიგურების გაკეთებას ცდილობ. მირანდა, როგორ მებრალები!
სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?
ისევ ფიქრობ ანგელოზებსა და დემონებზე? თუ სიზმრებში უკეთეს დროს ატარებ მათთან? რომელია შენი ფავორიტი? მოდი გამოვიცნოთ...
და მანიაკებზე რა აზრის ხარ? სჭირდებათ მიზეზი მოსაკლავად? მირანდა, გინდა ვისაუბროთ ამაზე? სიამოვნებით ჩაგხედავდი ფერდაკარგულ, სისხლიან თვალებში და დავტკბებოდი მათი ყურებით.
გეშინია? რის? დიალოგის მანიაკებზე, თუ დიალოგი მკვლელთან? თუ დიალოგის მანიაკებზე მკვლელთან? ღმერთო, მირანდა, მთელი ხიბლიც ამაშია!
სიზმრად რას ხედავ ხოლმე, ძვირფასო?
იცი, რომ ხანდახან კარის დაკეტვა გავიწყდება? და როცა შხაპისას სააბაზანოს სარკეები იორთქლება, მე მათზე ვხატავ. მერე ვშლი. გული არ დაგწყდეს, ერთხელ დავტოვებ, რომ შენც ნახო.
შევამჩნიე, რომ სამზარეულოში პიტნა აღარ გაქვს... როგორი მგრძნობიარე გამხდარხარ!
სიმაღლის ისევ გეშინია თუ შიშების დაძლევას ცდილობ? რომელია შენი ყველაზე დიდი შიში? მოდი გამოვიცნობ, ძვირფასო...
გაკვირვებს დილით აფრიალებული შენი ფარდები დაკეტილი აივნის კართან?
სიზმრად რას ხედავ ხოლმე, მირანდა?"


წერილი მირას, კალესგან...


18.08.2020

"ნაკაწრები"




სახელი: *
  • bowtiesmilelaughingblushsmileyrelaxedsmirk
    heart_eyeskissing_heartkissing_closed_eyesflushedrelievedsatisfiedgrin
    winkstuck_out_tongue_winking_eyestuck_out_tongue_closed_eyesgrinningkissingstuck_out_tonguesleeping
    worriedfrowninganguishedopen_mouthgrimacingconfusedhushed
    expressionlessunamusedsweat_smilesweatdisappointed_relievedwearypensive
    disappointedconfoundedfearfulcold_sweatperseverecrysob
    joyastonishedscreamtired_faceangryragetriumph
    sleepyyummasksunglassesdizzy_faceimpsmiling_imp
    neutral_faceno_mouthinnocent