ზღვარი
თქვენ გგონიათ მჭირდებით არა? თქვენ გგონიათ თუ ზურგს შემაქცევთ რამეს დამაკლებთ? თქვენ გგონიათ პირზე ღიმილი შველის ყველაფერს? მეც თქვენს ტყუილში მაბამთ? თქვენ გგონიათ თქვენს თვალთმაქცობას, ფარისევლობას, თქვენს სიყალბეს ვერ ვხედავ? თქვენ მართლა ფიქრობთ რომ ჩემი გამოყენების უფლება გაქვთ? რა საცოდაობაა... რა ტყუილად კარგავთ თქვენი ცხოვრების მნიშვნელოვან წამზე ჩემზე ფიქრებით, მე ხომ თქვენ არ მჭირდებით... მეცინება,რა ტყუილად ფიქრობთ რომ თვალებში ნაცარს მაყრით და ჩემი გულუბრყვილობით სარგებლობთ. რომ იცოდეთ როგორ მებრალებით... სამწუხაროა რომ სმენა არ გივარგათ, ყურები დახშული გაქვთ,არც მხედველობა, არც ფიქრის უნარი გაგაჩნიათ და მსჯელობაზე ხომ რას ამბობთ თავს გამოიდებთ ესა და მე ეს ვიციო. ამაყად დააბიჯებთ ცოდვით დამძიმებულები და თავი ანგელოზებად მოგაქვთ. თქვენ გგონიათ რომ ერთ დღეს უბრალოდ აღარ გაიღვიძებთ და უბრალოდ გარდაიცვლებით? არა, არა ბატონებო თქვენ ცდებით, თქვენ ცდებით ყველაფერში. თქვენ ყველანი ერთ დღეს მოკვდებით და გაქრებით როგორც მზე ღამით, როგორც ვარსკვლავები ქრებიან დილით. თქვენ მხოლოდ ღამით იარსებებთ გზააბნეული სულების მსგავსად. თქვენ მხოლოდ ეშმაკი დაგლოცავთ და გაგინათებთ ვიწრო ბილიკებს. თქვენს სულს მხოლოდ მარტოობა ელოდება წინ. ნუთუ მართლა ფიქრობთ რომ ყალბი ღიმილი ყველაფერს შველის?! ფიქრობთ რომ როლს კარგად ასრულებთ და თქვენი ნიღბიანი სახე უფრო ბევრს ამბობს ვიდრე თქვენს თვალებში ჩამდგარი ბოღმა, სიძულვილი, სევდა, შური, დარწმუნებული ხართ რომ ბოღმით ანთებულ თვალებს სუსტი ღიმილი შველის და ჩრდილავს?! გგონიათ რომ მჭირდებით?! გგონიათ უტიფრად იტყუებით და არ იყიდებით? კიდევ გეტყვით რომ ცდებით ძალიან ცდებით, მე არ მჭირდება თქვენი ნიღბებით დამშვენებული ადამიანობა, მე არ მჭირდება თქვენი სიბილწე, არც თქვენი არსებობა მჭირდება, მაგრამ ჯანდაბას რადგან არსებობთ იარსებეთ. მე რა უფლება მაქვს თქვენი არსებობა ან არარსებობა გადავწყვიტო. მე ვერ მოგისპობთ მას, თანაც ხელს სრულებითაც არ მიშლით, პირიქით მამხიარულებთ. ცხოვრებას ახალისებთ თქვენი სისულელითა და უაზრობებით. ცხოვრებას სჭირდება ისეთი არსებები, როგორიც თქვენ ხართ. გალიაში გამომწყვდეული, უსუსურები, შიშით აცახცახებულები და საცოდავი არარაობები ხართ. ერთ სივრცეში ჩაიკეტეთ და გაიყინეთ, მე კი გავამტვრიე კედლები და გავცდი ზღვას. მე დავამსხვრიე ოცნებები და გავცდი ზღვარს, მე შევიშალე და არ ვაპირებ თქმას, მე დავამსხვრიე მინები და გავიქეცი შორს. მე გავცდი საზღვარს და ვფიქრობ თქვენზე. მაინტერესებს როდემდე, როდემდე იარსებებთ ცოცხალ-მკვდრებივით, როდემდე იქნებით დადუმებულები. უაზროდ ფიქრობთ, უაზროდ მიჭერთ, უაზროდ კარგავთ დროს. მე თქვენ მჭირდებით?! ჰა ჰა ჰა უაზრობაა, სასაცილოა, მე თქვენ მჭირდებით ჩემს ცხოვრებაში? თქვენ ასე ფიქრობთ, თქვენ ასე გსურთ. უაზროდ მიჭერთ, თქვენ ვერ დამიჭერთ, არ შეგწევთ ძალა. მე დავანგრიე ცხოვრება და გავიქეცი შორს...!
|
ტესტები
აქტიური მწერლები
აქტიური მწერლები
.:დღის აქტიური მკითხველი:.
თქვენი აზრით, ქალებისთვის, რა ასაკშია მიზანშეწონილი დაოჯახება?
ყველა გამოკ
.:შემოგვიერთდით FACEBOOK-ზე:.